
რა უნდა გააკეთოთ, თუ მამაკაცი ვერ გამჩნევთ და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბედნიერი ურთიერთობა არ გწყალობთ.
სურვილი, რომ შეგამჩნიონ, შეგიყვარონ, ან სასურველი იყოთ, ბუნებრივია. განსაკუთრებით 20 წლამდე ასაკში, როდესაც შინაგანი სამყარო ჯერ კიდევ ყალიბდება და თვითშეფასება ხშირად გარეგან რეაქციებზეა დაფუძნებული - ვინ რა თქვა, ვინ შემოგხედათ და ვინ არ დაწერა ან ისაუბრა თქვენზე და სხვა, ამ ფიქრების თუ ღელვის უკან, როგორც წესი, არა მხოლოდ ურთიერთობის სურვილი, არამედ რაღაც უფრო ღრმა - საკუთარი მნიშვნელობის დადასტურების აუცილებლობა იმალება.
როდესაც მუდმივად გაკლიათ ყურადღება, განსაკუთრებით მამაკაცის, მნიშვნელოვანია გაჩერდეთ და საკუთარ თავს დაუსვათ კითხვები:
რას ნიშნავს „მამაკაცის ყურადღება“? როგორი ყურადღება გჭირდებათ?
რას ნიშნავს „ნორმალური ურთიერთობები“? რა არის ეს?
რას გრძნობთ, როცა ყურადღება გაკლიათ?
რას ფიქრობთ საკუთარ თავზე ასეთ მომენტებში?
რატომ არის მამაკაცების ყურადღება ასე მნიშვნელოვანი თქვენთვის?
ღირებულებები
ახალგაზრდობაში ხშირად ვეძებთ სხვებში იმას, რასაც საკუთარ თავში ვგრძნობთ: თავდაჯერებულობას, ღირებულებას, იმის განცდას, რომ ჩვენთან ყველაფერი კარგადაა და როდესაც მამაკაცი არ გპასუხობთ, ეს აღიქმება როგორც სიგნალი: „რაღაც არ არის რიგზე“, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ სხვა ადამიანების სურვილები არ განსაზღვრავს ჩვენს ღირებულებას.
მამაკაცები შეიძლება თავს არიდებდნენ არა იმიტომ, რომ საკმარისად კარგი არ ხართ, არამედ იმიტომ, რომ თავად არ არიან მზად ემოციური სიახლოვისთვის; ან იმიტომ, რომ გრძნობენ, თქვენ მათზე მაღალი ეგო და ძლიერი ხასიათი გაქვთ.
თავდაჯერებულობა
პირველ რიგში, ყურადღება შინაგანზე გადაიტანეთ. გააძლიერეთ კონტაქტი საკუთარ თავთან, ისწავლეთ შეამჩნიოთ ვინ ხართ, რა გაინტერესებთ, რაში ხართ ნიჭიერი, სად არის თქვენი საზღვრები. აკეთეთ ის, რაც მოგწონთ - სწავლა, ჰობი, მეგობრობა. ეს ყველაფერი გავსებთ და თავდაჯერებულობას განიჭებთ. თავდაჯერებულობა კი სინათლეს ჰგავს: ის იზიდავს მათ, ვისაც შეუძლია დანახვა და დაფასება.
მნიშვნელოვანია განვასხვაოთ სიყვარულის რეალური მოთხოვნილება ყურადღებისგან, როგორც ემოციური ტკივილის შემსუბუქების გზა.
ზოგჯერ ჩვენ გვსურს ურთიერთობები, რადგან შიგნით მარტოობის, მიტოვების, შესაძლოა ბავშვობის განუცდელი გამოცდილების განცდა გვაქვს. შემდეგ მამაკაცის ყურადღება იქცევა შინაგანი ჭრილობების მოშუშების მცდელობად, თუმცა ასეთი ურთიერთობები იშვიათად არის ჯანსაღი - ბოლოს და ბოლოს, ისინი არა სიჭარბისგან, არამედ ნაკლებობისგან არის აგებული.
თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც სიყვარულის ღირსია, უბრალოდ იმიტომ, რომ არსებობთ.
ნამდვილი, მომწიფებული ურთიერთობები იწყება მაშინ, როდესაც უკვე იცით, რომ ღირებული ხართ და არ გეშინიათ იყოთ საკუთარი თავი, მაშინაც კი, თუ ვინმეს არ მოსწონხართ.
თემები: ყურადღება, რჩევები ქალებს