LIFE

5 რამ, რაც ნებისმიერ მოგზაურობას გაამარტივებს: Wizz Air-ის რჩევები

5 რამ, რაც ნებისმიერ მოგზაურობას გაამარტივებს: Wizz Air-ის რჩევები

მოგზაურობა ყოველთვის სასიამოვნო გამოცდილებაა, მაგრამ სწორად შერჩეული ნივთები მას კიდევ უფრო კომფორტულს და დასამახსოვრებელს ხდის. Wizz Air, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია, მუდმივად ზრუნავს მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებაზე. Customer First Compass ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდაზეა ორიენტირებული, კომპანია ინვესტირებას ახორციელებს თანამედროვე ტექნოლოგიებში, სერვისის ხარისხის ამაღლებასა და კომუნიკაციის გაუმჯობესებაში.

დღეს, Wizz Air წარმოგიდგენთ 5 აუცილებელ ნივთს, რომლებიც ნებისმიერი მგზავრის მოგზაურობას კიდევ უფრო გაამარტივებს:

  1. მრავალჯერადი წყლის ბოთლი

მრავალჯერადი ბოთლი არა მხოლოდ ეკოლოგიურად მეგობრული არჩევანია, არამედ ეკონომიურიც. აეროპორტებში უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ, შეგიძლიათ შეავსოთ წყლის ბოთლი და თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები. ამასთან ერთად, მთელი მოგზაურობის განმავლობაში, ფაქტობრივად აღარ მოგიწევთ წყლის ყიდვა. ასე, ფულსაც დაზოგავთ და გარემოსაც ნაკლებ ზიანს მიაყენებთ. მართალია წყალი არც ისეთი ძვირადღირებული პროდუქტია, თუმცა ასეთი წვრილ-წვრილი ხარჯები ქმნიან საბოლოო ბიუჯეტს. Wizz Air-ის ეკოლოგიური მიდგომა და მდგრადი განვითარების სტრატეგია სწორედ მსგავსი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯებს წახალისებისკენაა მიმართული.

  1. კომფორტული ფეხსაცმელი

კომფორტული ფეხსაცმელი ნებისმიერი მოგზაურობის მთავარი გმირია. იქნება ეს  აეროპორტის ხანგრძლივი პროცედურები თუ დაუსრულებელი ვოიაჟი საოცნებო ქალაქში. ყველა ვთანხმდებით, რომ მოგზაურობისას, როდესაც დღის განმავლობაში მრავალი კილომეტრის ფეხით გავლა გვიწევს, კომფორტული ფეხსაცმელი, რომელიც ფეხს არ აზიანებს, ნამდვილად მნიშვნელოვანი არჩევანია. არც კი ვეცდებით გაგახსენოთ, როგორი მტკივნეულია, არაკომფორტული ფეხსაცმლისგან გამოწვეული ტრავმები. ამიტომ, არ მისცეთ არასწორად შერჩეულ ფეხსაცმელს უფლება გააფუჭოს თქვენი თავგადასავალი.

  1. პორტატული დამტენი

ალბათ, არც იმაზე ვიდავებთ, რომ მოგზაურობისას, მობილური მოწყობილობების დატენა ხშირად გამოწვევაა. პორტატული დამტენი უზრუნველყოფს, რომ თქვენი ტელეფონი ყოველთვის მზად იყოს დაუვიწყარი მოგონებების გადასაღებად, ინფორმაციის მისაღებად და რაც მთავარია, საჭირო აპლიკაციების გამოსაყენებლად.

  1. ინტერნეტი და სამოგზაურო აპლიკაციები

პორტატული დამტენის შემდეგ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ თანამედროვე მოგზაურობის განუყოფელი ელემენტი - ინტერნეტი და აპლიკაციები. დღეს, ფაქტობრივად შეუძლებელია ტექნოლოგიების გარეშე მოგზაურობა. Wizz Air-ის აპლიკაციით რეალურ დროში ფრენასთან დაკავშირებული განახლებების მიღება, ონლაინ რეგისტრაცია ფრენაზე, ტაქსის გამოძახება, სასტუმროს ადგილმდებარეობის განსაზღვრა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გარკვევა, რესტორნის დაჯავშნა და უბრალოდ, ქალაქში გადაადგილება - ინტერნეტი და სამოგზაურო აპლიკაციები ისაა, რაც მოგზაურობას უფრო მარტივს, მოსახერხებელს და სასიამოვნოს ხდის.

  1. მზისგან დამცავი

ახლა შეიძლება იფიქროთ, რომ თუკი მზიან ქვეყანაში არ მიდიხართ, მზისგან დამცავი კრემის გამოყენება რა საჭიროა. სინამდვილეში კი, მისი გამოყენება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სეზონზე მნიშვნელოვანია, მაშინაც კი, თუკი ღრუბლიანი ამინდია. მაგრამ, თვითმფრინავში, მზისგან დამცავი კრემი უბრალოდ აუცილებელია - იცოდით, რომ თვითმფრინავით ფრენისას მზის ულტრაიისფერი გამოსხივება უფრო ძლიერია? იმიტომ, რომ რაც უფრო მაღლა ვართ, მით უფრო ნაკლები ატმოსფერული ფილტრია ჩვენს გარშემო და მზესთანაც უფრო ახლოსაც ვმოძრაობთ — ასე რომ, SPF-ი აუცილებლად უნდა გქონდეთ წასმული, თუნდაც ფანჯარასთან არ გაქვთ ადგილი დაჯავშნილი. უშუალოდ მოგზაურობის დროს კი, როდესაც დღის უდიდეს ნაწილს გარეთ, ღია სივრცეში ატარებთ, მზისგან დამცავი კრემი ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე ზრუნვის მთავარი ელემენტი გახდება.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!