SEX

რატომ ფიქრობენ მამაკაცები, რომ მათთან სექსი გინდათ, მაშინ როცა ასე არ არის

რატომ ფიქრობენ მამაკაცები, რომ მათთან სექსი გინდათ, მაშინ როცა ასე არ არის

ის, რომ ქალს თქვენს წინაშე შესაშურად აცვია და ფანტასტიკურად გამოიყურება, არ ნიშნავს, რომ თქვენს მოხიბვლას ცდილობს და თქვენთან სექსი სურს.

როგორც კვლევამ აჩვენა, ქალების სამოსი, მაკიაჟი სულაც არ არის მათი სექსუალური ინტერესების ინდიკატორი.

კვლევა პროფესორ ტერეზა ტრეტის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

პირველ ეტაპზე კვლევამ ცხადყო, რომ მამაკაცები, რომლებიც მიდრეკილნი არიან სექსუალური ძალადობისკენ და არიან აგრესიულები, როგორც წესი, გარეგნულად არიან უფრო მიმზიდველები.

ამ ტიპის ადამიანები ვერ აღიქვამენ ქალის სხეულის ენას. ისინი ქალს აფასებენ გარეგნობისა და სტილის მიხედვით და თვლიან, რომ ქალსაც სურთ მათთან სექსუალური კავშირის დამყარება, მაგრამ მათი შეფასება რეალობასთან აცდენილია ხოლმე.

კონკრეტულ ქალებს, დიდი ალბათობით, არანაირი ინტერესი არ აქვთ ასეთი მომხიბვლელი მამაკაცების მიმართ, ვინაიდან ისინი უფრო მეტად ყურადღებას ადამიანების არა ფიზიკურ, არამედ ემოციურ მხარეს აქცევენ.

მკვლევარებმა სტუდენტებს - 220 მამაკაცსა და 276 ქალს უჩვენეს 130 ფოტო, რომლებზეც აღბეჭდილნი იყვენენ ქალები და მამაკაცები მთლიანი სილუეტით და სთხოვეს შეეფასებინათ მათი სექსუალურობა და თავიანთი სექსუალური ინტერესი.

კვლევაში ჩართულმა ქალებმა ყურადღება არ მიაქციეს ფოტოზე აღბეჭდილთა გარეგნულ მხარესა და ჩაცმის სტილს და თავიანთი ობიექტები ემოციური მხარის, სახის გამომეტყველების მიხედვით შეაფასეს.

განსხვავებული მიდგომა გამოავლინეს მამაკაცებმა - მათ ქალების სექსუალურობა არა ემოციური კუთხით, არამედ გარეგნული მახასიათებლების მიხედვით შეაფასეს.

„ქალებმაც და მამაკაცებმაც შეაფასეს თავიანთი სექსუალური ინტერესი, მაგრამ ქალები უფრო მეტად ემოციურ შტრიხებს ეყრდნობოდნენ. მამაკაცები უფრო მეტად ყურადღებას ამახვილებდნენ გარეგნულ მხარეზე“, - წერენ მკვლევარები.



<a href="http://www.ozy.com">http://www.ozy.com</a>