მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები წარმატებას ვერ აღწევენ - ფსიქოლოგების დასკვნა
- 04.05.2017
ადამიანთა უმეტესობა მიზნის მიღწევისკენ, წარმატებისკენ ისწრაფვის, თუმცა ზოგიერთი მათგანი იმედგაცრუებული რჩება. რატომ ხდება ასე, რატომ ვერ მივიწევთ წინ დასახული მიზნისკენ, რატომ ვრჩებით იმედგაცრუებულნი?
ყველაფერს, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზი აქვს. ჩვენ გვსურს ვიყოთ წარმატებულები, მაგრამ არ შეგვიძლია თუნდაც მცირე წინააღმდეგობის გადალახვა. წარმატების მიღწევა კი დაბრკოლებების გადალახვის გარეშე წარმოუდგენელია.
ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ საშუალო სტატისტიკურ ადამიანს ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს რაიმე დაბრკოლება გადალახული მცირედი წარმატების მოსაპოვებლად.
ფსიქოლოგი ემი ქადი გამოყოფს ყველაზე დიდ შეცდომას, რომელსაც ადამიანები მიზნისკენ მიღწევის გზაზე უშვებენ - ქადი ამბობს, რომ ადამიანები ორიენტირებულები არიან შედეგზე და არა პროცესზე. არ არიან ფოკუსირებულნი გზაზე, რომელიც მიზნის მისაღწევად უნდა გაიარონ.
ქადის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ადამიანები იმედგაცრუებულნი რჩებიან იმის გამო, რომ მიზნისკენ მისაღწევი ცუდი გეგმა შეიმუშავეს.
„ჩვენი მიზნები ზოგჯერ ძალიან შორეულია, მის მისაღწევად კი ან საერთოდ არ გვაქვს გეგმა, ან გვაქვს ისეთი გეგმა, რომელიც არ „მუშაობს“, - ამბობს ფსიქოლოგი.
ის გვირჩევს, რომ ჭკვიანური მიდგომა იქნება თუ წარმატებისკენ მიმავალ გზას განვჭვრეტთ და შევისწავლით.
ქადის თმით, ცოტა ხნით უნდა დავივიწყოთ დანიშნულების საბოლოო ადგილი და კონცენტრირება მოვახდინოთ ამ ადგილამდე მისასვლელ გზაზე. ფსიქოლოგი გვირჩევს, რომ ყველაფერი კარგად გავთვალოთ და ბევრი ვიფიქროთ ჩვენს ყოველ ნაბიჯზე.
„ყოველი დღე, ყოველი კვირა დიდი მიზნის მიღწევის ნაწილად აქციეთ და ყოველ დღე რაღაც მცირედი მაინც გააკეთეთ ამისთვის. ასე გაცილებით გაგიმარტივდებათ და გაცილებით სწრაფად იქნებით წარმატებულნი“, - ამბობს ქადი.
მისი თქმით, როცა ვმოქმედებთ ნაბიჯ-ნაბიჯ, ამას გაცილებით უფრო ეფექტურ შედეგამდე მივყავართ.
განვიხილოთ მარტივი მაგალითი, თუ მარათონში იღებთ მონაწილეობას, მაგრამ არ ვარჯიშობთ და არ დარბიხართ ყოველ დღე და ელოდებით მარათონის გამართვის დღეს, ბუნებრივია, სირბილი გაგიჭირდებათ და წარმატებას ვერ მიაღწევთ.
„როცა რაიმის მისაღწევად ყოველ დღე რაღაცას აკეთებთ, მალე აღმოაჩენთ, რომ მიზანთან ძალიან ახლოს ხართ და ის, რაც რთულად და წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ,თქვენთვის მარტივი გახდება“, - ამბობს ფსიქოლოგი.
თემები: ურთიერთობა, ქალები, წარმატება, რჩევები, წარმატების მიღწევა, წარუმატებლობა
<a href="http://www.thisisinsider.com">http://www.thisisinsider.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია