LIFE

რატომ არის ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობა რთული და როგორ უნდა მოვიქცეთ მათთან კომუნიკაციისას

რატომ არის ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობა რთული და როგორ უნდა მოვიქცეთ მათთან კომუნიკაციისას

როდესაც ფიქრობთ თქვენს გარშემომყოფ ადამიანებზე - ოჯახის წევრებზე, მეგობრებსა და თანამშრომლებზე, თქვენ შეიძლება სწრაფად მოახდინოთ იდენტიფიცერება მათი ვისთანაც თავს გრძნობთ ახლოს და კომფორტულად. ასევე სწრაფად შეგიძლიათ იდენტიფიცირება იმ ადამიანების, რომლებთან შეგუება და რომელთა გაგებაც გიჭირთ.

ზოგჯერ გვიწევს ძალიან რთული ხასიათის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა. ძალიან გვეძნელება მათთან კომუნიკაციაში შესვლა და სასიამოვნო ურთიერთობის დამყარება.

რა ხდება რეალურად ასეთი ადამიანების თავს და როგორ ვიურთიერთოთ მათთან?

ადამიანებს რთული ხასიათი ბავშვობიდან უყალიბდებათ და ეს დამოკიდებულია იმ გარემოზე, რომელშიც ისინი გაიზარდნენ.

სავარაუდოდ, მათთვის ბავშვობაში დიდი დასაყრდენი იყვნენ მშობლები და როცა გაიზარდნენ გრძნობენ, რომ დამოკიდებულები ხდებიან იმ ადამიანებზე, რომლებიც მათთან მეგობრობენ და მათი ახლობლები არიან და ეს არ მოსწონთ. უჩნდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი. სურთ, რომ ყველა თავიდან მოიშორონ და დამოუკიდებლად და მარტო იარონ.

რატომ არის ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობა რთული და როგორ უნდა მოვიქცეთ მათთან კომუნიკაციისას

რთული ხასიათის მქონე ადამიანები ძირითადად გარკვეულ ჩარჩოებში არიან მოქცეულნი. ისინი ცდილობენსაკუთარი თავის გარშემო გარკვეული ბარიერები ააგონ და არავინ დაიახლოვონ. ეშინიათ, რომ მიატოვებენ.

პროფესორები რობერტ რიკო და ენტონი სიერა ამბობენ, რომ რთული ხასიათის მქონე ადამიანებთან ურთიერთობის საუკეთესო გზა არგუმენტირებული მსჯელობაა.

საუკეთესო საშუალება იმისა, რომ დაუახლოვდეთ და გაუგოთ მათ და გაგიმარტივდეთ ურთიერთობა, არის ის, რომ გაიგოთ მისი საჭიროებები და საკუთარი თავი წარმოიდგინოთ მის ადგილას.

რატომ არის ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობა რთული და როგორ უნდა მოვიქცეთ მათთან კომუნიკაციისას

რიკოსა და სიერას მიხედვით, ამ ადამიანებს აქვთ უნდობლობა სხვების მიმართ, არ არიან ლოიალურები და არ გამოირჩევიან მზრუნველი ბუნებით, არ არიან მგრძნობიარეები და ეს კიდევ უფრო რთულს ხდის ურთიერთობას.

მათ არ სურთ სიტუაცია წარმოჩინდეს ისე, რომ თითქოს სურთ ურთიერთობა ვინმესთან.

მკვლევარები გამოყოფენ სამ საუკეთესო საშუალებას ურთიერთობის ასაწყობად -

1. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მის ადგილას.

2. იყავით ტაქტიანები;

3. ესაუბრეთ დასაბუთებულად, არგუმენტირებულად.



<a href="http://www.psychologytoday.com">www.psychologytoday.com</a>