ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც ერთმანეთს ჯერ დაშორდნენ, ხოლო შემდეგ დაქორწინდნენ
- 09.06.2017
იმისთვის, რომ მიხვდე ადამიანი რამდენად ძვირფასია შენთვის ზოგჯერ განშორება აუცილებელიც.
გთავაზობთ ვარსკვლავურ წყვილებს, რომლებიც დაშორდნენ, თუმცა მათი ურთიერთობა ბოლოს ქორწინებით დასრულდა.
1. ჯასტინ თიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი - წყვილმა ურთიერთობა 2007 წელს დაიწყო. 2011 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა 2012 წელს კვლავ შერიგდნენ და პირველი შვილი 2015 წელს შეეძინათ.
2. ადამ ლევინი და ბეჰატი პრინსლუ - ადამი და ბეჰატი 2013 წელს ერთწლიანი უჯრთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ და ადამმა დაიწყო ურთიერთობა ტოპ მოდელ ნინა აგდალთან. ადამი ნინას მალევე დაშორდა. 2013 წელს საზოგადოებისთვის მოულოდნელად ცნობილი გახდა რომ ადამი და ბეჰატი დაინიშნენ. 2016 წელს წყვილს გოგონა შეეძინა.
3. კრისტინ კავალარი და ჯეი კატლერი - წყვილი ერთმანეთს 2010 წლიდან ხვდებოდა, თუმცა 2011 წლის ივლისში ერთმანეთს დაშორდნენ. რამდენიმე თვეში ისევ შერიგდნენ და მალევე დაქორწინდნენ.
4. სემ ჰანტი და ჰანა ლი ფაუელი - სემი და ჰანა 10 წლის წინ ხვდებოდნენ ერთმანეთს და 10 წელი იყვნენ დაშორებულები, თუმცა 2016 წელს ურთიერთობა აღადგინეს, ხოლო 2017 წელს დაქორწინდნენ.
5. ნიკ ლაჩეი და ჯესიკა სიმპსონი - ნიკი და ჯესიკა ერთმანეთს პირველად 1998 წელს შეხვდნენ, საშობაო წვეულებაზე და მალევე დაიწყეს სასიყვარულო ურთიერთობა. თუმცა დაშორდნენ, რადგანაც ჯესიკა ფოკუსირებული იყო მხოლოდ თავის კარიერაზე. 2002 წლის თებერვალში წყვილი დაინიშნა. ოქტომბერში საქორწინო ცერემონიაც შედგა. თუმცა მათი გზები 2005 წელს ისევ გაიყო.
6. პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი - სამეფო წყვილი ოთხ წლიანი რომანის შემდეგ, 2007 წელს გაშორდა. 2010 წელს წყვილი შერიგდა და დაინიშნა. ისინი დაქორწინდნენ და უკვე ორი შვილი ჰყავთ.
თემები: ცხოვრება, რჩევები, დაშორება, ვარსკვლავები, გაყრა
<a href="https://www.popsugar.com">https://www.popsugar.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია