5 მეთოდი იმისთვის, რომ იმუშაოთ ჭკვიანურად და საქმე არ იყოს დამღლელი
- 24.06.2017
დასაქმებული ადამიანების უმეტესობას ალბათ სმენია ფრაზა - „იმუშავეთ ჭკვიანურად და არა ბევრი“. ფრაზა მშვენიერია, მაგრამ პრაქტიკაში მის განხორციელებას გარკვეული მეთოდების ცოდნა სჭირდება.
რას ნიშნავს ჭკვიანურად მუშაობა?
ჭკვიანურად მუშაობა აბსოლუტურად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის პერსონაზე და იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს ის ცნებას - „წარმატება“.
მკვლევარები ჭკვიანურ მუშაობაში აერთიანებენ 30 ელემენტს, რომელიც მოიცავს ადამიანის დამოკიდებულებას დროსა და ფულთან. იმას თუ რა არის კონკრეტული ინდივიდისთვის პრიორიტეტული.
როგორ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ვიმუშაოთ ჭკვიანურად და არ მოგვიწიოს ბევრი მუშაობა? - გთავაზობთ 5 მეთოდს:
1. დრო - დროის მენეჯმენტის ექსპერტი, ჯემი ნოვაკი წერს, რომ ადამიანმა თავის თავს დროის ლიმიტი უნდა დაუწესოს. გასაკეთებელი საქმეების განრიგის დაწერა ადამიანს უფრო პროდუქტიულს ხდის. აუცილებლად უნდა დაალაგოთ საქმე პრიორიტეტების მიხედვით, დაიხმაროთ სხვებიც და აუცილებლად უნდა დაუწესოთ საკუთარ თავს დროის ლიმიტი. უნდა შეასრულოთ კონკრეტული საქმე კონკრეტულ დროში.
2. ელექტრონულ წერილებზე პასუხის გაცემა - ელ-ფოსტაზე მოსულ უამრავ წერილზე პასუხის გაცემა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. შეტყობინებები არასოდეს მთავრდება.
უამრავ მეილზე გაქვთ პასუხი გასაცემი. გრძნობთ, რომ ძალიან ბევრს მუშაობთ და კვლავ დაკავებული ხართ იმიტომ, რომ მეილების რაოდენობა კვლავ ბევრია.
არსებობს მეილების მართვის სტრატეგია, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად გაუმკლავდეთ ელექტრონულ წერილებს და ბევრი დრო არ დახარჯოთ ამ საკითხზე. ყოველ დღე გამოყავით გარკვეული დრო მეილებისთვის და იმ დღეს მიღებულ მეილებს გაეცით პასუხი. ეცადეთ რომ ეს დრო საკმარისი იყოს ამ სამუშაოსთვის. ყოველ დღე თუ ასე მოიქცევით, უპასუხოდ დარჩენილი მეილები არ დაგიგროვდებათ.
3. დროის განაწილება - უმჯობესია შესასრულებელი სამუშაოსთვის, დასვენებისთვის, ვახშისთვის დრო გაანაწილოთ. ყველანაირი სამუშაოსთვის გამოყავით რაიმე კონკრეტული დრო. ამ მეთოდით თავიდან აიცილებთ დაღლილობას და აუცილებლად დაგრჩებათ თავისუფალი დრო დასვენებისთვის. დააწესეთ მეგობრების დღე, ოჯახის დღე.
4. არ დაიწყოთ ნულიდან - ყველაფრის ნულიდან დაწყება დიდ დროს მოითხოვს. ამის ნაცვლად იპოვეთ ვინმე, ვინც უკვე გააკეთა ეს საქმე, რაც თქვენ გჭირდებათ და სთხოვეთ, რომ ამ საქმეს ახლა თქვენ გააგრძელებთ. ამით თქვენ დაზოგავთ დროს, რაც ძალიან ძვირფასია.
5. დაუტოვე საკუთარ თავს წერილი - ზოგჯერ ადამიანებს მუშაობის პროცესში ავიწყდებათ რომ დრო გადის და უნდა შეჩერდნენ. ამიტომ ,უმჯობესია თუ დაუწერთ საკუთარ თავს მინიშნებას, რომელიც შეგახსენებთ, რომ უნდა შეჩერდეთ.
თემები: საქმიანი ქალები, ქალები, წარმატება, რჩევები
<a href="https://www.forbes.com">https://www.forbes.com</a>