LIFE

შოტლანდიური ვისკი Grant's-ი საოცნებო ვაკანსიას აცხადებს!

შოტლანდიური ვისკი Grant's-ი საოცნებო ვაკანსიას აცხადებს!

დაივიწყე რეზიუმეს განახლება, კოსტიუმის მომზადება და სტანდარტული, მრავალეტაპიანი გასაუბრებების ბიუროკრატია, შემდეგ კი დაუსრულებელი მოლოდინი პასუხზე — „დაგიკავშირდებით“. თუ მიქსოლოგია და ადამიანებთან ურთიერთობა გიყვარს, საოცნებო სამსახურისთვის მსოფლიოში საუკეთესო გასაუბრება გელოდება, რომელიც განსაკუთრებული მისიით 3 სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობას გულისხმობს!

Grant’s-ის კონკურსში მონაწილეობა 1-იდან 31 აგვისტოს ჩათვლით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომლის ასაკი 25 წელი და მეტია. პირველი ეტაპისთვის კანდიდატმა 3 ინგრედიენტით კოქტეილი უნდა დაამზადოს, რომელთაგან ერთ-ერთი აუცილებლად Grant’s-ი იქნება. კოქტეილი კანდიდატის მომავალ მეგობრებს მიეძღვნება — მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ შეხვედრია; ამიტომაც, კონკურსის პირობის მიხედვით, ყოველი ინგრედიენტი კანდიდატის ხასიათის რომელიმე შტრიხს უნდა აღნიშნავდეს — მისი პიროვნების შესახებ რამეს მიანიშნებდეს.

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, მსურველებმა რეგისტრაცია გაიარონ ვებ-გვერდზე: www.grantswhisky.com/interview ან Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე კოქტეილის ფოტო გამოაქვეყნონ, ჰაშთაგით #GRANTSINTERVIEW (პროფილი აუცილებლად ღია — public უნდა იყოს). განცხადებების მიღების ბოლო ვადა 31 აგვისტოა.

შოტლანდიური ვისკი Grant's-ი საოცნებო ვაკანსიას აცხადებს!

მეორე ეტაპზე მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან შერჩეული 20 კანდიდატი გადამზადებაზე შოტლანდიაში გაემგზავრება, მათგან 3 საუკეთესო კი განსაკუთრებულ გასაუბრებას გაივლის: ვისკის ჩემოდნით შეიარაღებულებს, 10 დღის განმავლობაში ბრენდ-ამბასადორის როლის მორგება და 3 ქვეყანაში მოგზაურობა და მოუწევთ — პოლონეთიდან ტაივანამდე!

კონკურსის საბოლოო გამარჯვებული 2018 წელს, Grant’s-ის ბრენდ-ამბასადორის პოზიციას დაიკავებს და მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო იმოგზაურებს: ეს მოგზაურობა Grant’s-ის დამაარსებლის — უილიამ გრანტის სიძე ჩარლზ გრანტ-გორდონის 1909 წლის მოგზაურობას ეძღვნება.

რა თვისებები უნდა ჰქონდეს Grant’s-ის გლობალურ ბრენდ-ამბასადორს?

— როგორც ბრენდის საერთაშორისო წარმომადგენლები აცხადებენ, იძებნება მოხერხებული, ქარიზმატული, ნიჭიერი კანდიდატი, რომელსაც კარგად წერაც ეხერხება; აინტერესებს მიქსოლოგია და უყვარს მოგზაურობა.

Grant’s-ის გლობალურმა დირექტორმა — ოლივერ დიკსონმა განაცხადა: „კანდიდატებს შორის პრიორიტეტი ამბის თხრობის უნარებით დაჯილდოებულ ადამიანებს მიენიჭებათ, რომლებიც პატივს სცემენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურას. დღესდღეობით მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანის სურვილია, მოსაწყენ და დამღლელ სამუშაო გარემოს — ოფისის რუტინას გაეცალოს, ჩვენი ვაკანსია კი მოგზაურობას, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და შესანიშნავ ხელფასს გთავაზობთ!“

კონკურსის დეტალური პირობების შესახებ Grant’s-ის Facebook-ის გვერდზე და ოფიციალურ ვებ-გვერდზე წაიკითხავთ.