ჯანმრთელობა

რატომ ვერ ვიშორებთ ზედმეტ წონას?

რატომ ვერ ვიშორებთ ზედმეტ წონას?

ან შენი მცდელობები უნდა შეცვალო, ან დიეტას უნდა გადახედო, რადგან არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, რაც ხელს გიშლის, რომ წონაში დაიკლო. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანსაღი მეთოდი შეარჩიო და რეალური მიზანი დაისახო. როგორც კი მიზანს დაისახავ, დროა მის მისაღწევად სვლა განაგრძო.

ჩვენ მოვიძიეთ დიეტოლოგების, კვების სპეციალისტებისა და ფიტნესის მწვრთნელების მოსაზრებები იმაზე, თუ რა არის ყველაზე გავრცელებული მიზეზები, რომელთა გამოც ადამიანები ეფექტურად ვერ ებრძვიან ჭარბ წონას? მათმა რჩევებმა, შესაძლოა, დიდი წვლილი შეიტანოს თქვენი მიზნის მიღწევაში.

1. ძილის რეჟიმი დარღვეულია

ძალიან ცოტა ხნით და ზოგ შემთხვევაში, ძალიან დიდი ხნით ძილმა, შესაძლოა წონაში დაკლების პრობლემები შეგვიქმნას. ადამიანები, რომლებსაც ძილი აკლიათ, გაცილებით მეტს ჭამენ რამდენიმე მიზეზის გამო: "უძილობა გავლენას ახდენს მადაზე. გარდა ამისა, როცა დღის განმავლობაში დიდხანს გღვიძავს, მეტი დრო გაქვს და მეტჯერ გშივდება. უძილობა ასევე გფიტავს და არაპროდუქტიულს გხდით", - ამბობს ჯო ლიჩტენი, კვების სპეციალისტი, კვალიფიციური დიეტოლოგი. მისი თქმით, არსებობს ერთი კვლევა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ადამიანები, ყოველ ნახევარ საათში, რომელიც უნდა ეძინათ და დაკარგეს, იღებენ 83 კალორიას: "თუ მაღვიძარა გჭირდება, ე.ი. არ გძინავს საკმარისად".

რატომ ვერ ვიშორებთ ზედმეტ წონას?

2. არ საუზმობ

საუზმე, ბევრი მიზეზის გამო, ითვლება ყველაზე მნიშვნელოვნად იმ საკვებს შორის, რასაც ადამიანი დღის განმავლობაში იღებს. საკვებად ღირებული ნივთიერებების მიღება წონის დაკლების გასაღებია. "ისაუზმე ყოველ დილით" - გვეუბნება ლიჩტენი. "იმ ადამიანებს, რომლებიც საუზმობენ, ახასიათებთ ცოტა საკვების მიღება მთელი დღის განმავლობაში. მიიღე ნოყიერი, პროტეინებით მდიდარი საუზმე, მაგალითად, კვერცხის ომლეტი ერთ ნაჭერ მარცვლეულის პურის ტოსტთან ერთად. ფორთოხლის წვენი, მაწონი ხილით ან შვრიის ფაფა". ჯანსაღი საუზმე დამატებით სარგებელს მოუტანს შენს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

რატომ ვერ ვიშორებთ ზედმეტ წონას?

3. არ ითვლი

"კვლევები ადასტურებენ, რომ ზედმეტი წონის მოშორებაში იმ საკვების თვლა, რასაც ვიღებთ, დიდ როლს თამაშობს. საბოლოოდ, ამის გაკეთება იმაზე მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ჩვენი სხეულის იდეალური წონაა", - ამბობს ლიჩტენი. "ასე რომ, არ დაგავიწყდეს, დაითვალე ყოველი წვეთი, ყოველი ლუკმა და შემდეგ მიირთვი. დაითვალე ყველაფერი!"

რატომ ვერ ვიშორებთ ზედმეტ წონას?

4. სულ ერთნაირად ვარჯიშობ

ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის ან წონაში დასაკლებად სავარჯიშო დარბაზში რეგულარული სიარული ძალიან კარგი ჩვევაა, თუმცა შენი ვარჯიშის მეთოდი თუ არასოდეს იცვლება, პროგრესს ვერ დაინახავ. თქვენი სხეული ქმედითია და განახლებადი, ამიტომ, თუ მხოლოდ სირბილსა და ველოსიპედით სიარულზე ხართ კონცენტრირებული თვეების განმავლობაში, ეს რუტინა წონაში დასაკლებად აღარ გამოდგება. და თუ უკვე შედეგს ვეღარ ხედავ, ნიშნავს, რომ ახალი გამოწვევები გჭირდებათ - ივარჯიშე მეტი ინტენსიურობით ან სხვა მეთოდებით.

რატომ ვერ ვიშორებთ ზედმეტ წონას?

5. სტრესი გაქვს

ერთი მხრივ, სტრესი ყველას აქვს, რამაც შესაძლოა, შენს მიზნებს, ანუ წონაში კლებას ხელი შეუშალოს. "თუ ხშირად ამბობ, რომ "ძალიან ბევრი საქმე მაქვს", "მეტი აღარ შემიძლია", "დღეს ვეღარაფერს ვეღარ გავაკეთებ", ეს ნიშნავს, რომ სტრესი გაქვს. სტრესი კი თავისით არ ჩნდება", - ამბობს მარი დელკიოპო, „ნიუ-იორკ თაიმსის“ კვების რუბრიკის ხელმძღვანელი, ინსტრუქტორი და პერსონალური მწვრთნელი. -"როდესაც მუდმივად სტრესში ხარ, გამოყოფ მეტი რაოდენობით ჰორმონ კორტიზოლს - რაც თავისთავად დიდ უსიამოვნებებს და ამასთან, წონაში კლების შეფერხებას იწვევს“.

რატომ ვერ ვიშორებთ ზედმეტ წონას?

6. სწორი გზიდან უხვევ

რამდენიმე კვირისა და თვის შემდეგ, როცა წონაში სტაბილურად იკლებდი და შემდეგ, მოგეჩვენა, რომ ეს პროცესი სრულიად შეჩერდა ან არც მოგეჩვენა და თავად უწყობ ხელს დაკარგული წონის უკან მიღებას. კვალიფიციური დიეტოლოგის, ლიზა ჰიუჯის თქმით, იმედგაცრუების მიზეზი, შესაძლოა, შენ თავად იყო, ანუ შენ გადაუხვიეთ სწორი გზიდან. "რაც უფრო უახლოვდები სასურველ მიზანს, ფიზიკურადაც და მენტალურადაც უფრო და უფრო რთული ხდება. ზოგჯერ ადამიანები არღვევენ თავიანთ რეჟიმს და სწორი გზიდან რადიკალურად უხვევენ". სინამდვილეში კი მიზანთან იმაზე ახლოსაც შეიძლება იყო, ვიდრე შენ ფიქრობ.

რატომ ვერ ვიშორებთ ზედმეტ წონას?

7. იღებ დამალულ კალორიებს

იკვებები ჯანმრთელად, წონაშიც საგრძნობლად დაიკელი, თუმცა ბოლო რამდენიმე კილოგრამს მაინც ვერაფერს უხერხებ, რა შეიძლება იყოს მიზეზი? ლიზა ჰიუჯის თქმით, ამაში დამნაშავე უხილავი, დამალული კალორიებია. "ნამდვილად სწორად იკვებები, თუმცა იღებ ფარულ კალორიებს, რომელსაც შეიცავს მარილი, შაქარი, ცხიმები და კონსერვატები. კვების სუფთა გზაზე გადმოერთე და ეს დაგეხმარება!" მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რას ჭამ, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გაიგო, რას შეიცავს შენი საკვები.

რატომ ვერ ვიშორებთ ზედმეტ წონას?

8. ხშირად გიწევს გარეთ ჭამა

ხანდახან, საყვარელ რესტორანში ვახშამი ძალიან დიდი სიამოვნებაა, მაგრამ თუ კვირაში რამდენჯერმე გიწევს სახლიდან გარეთ სადილი ან ვახშამი, ეს ნამდვილად შეგიშლის ხელს მიზნის მიღწევაში. მაშინაც კი, თუ საკვები ჯანსაღს ჰგავს (მაგალითად, სალათი), შესაძლოა, არაჯანსაღი იყოს. დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ინგრედიენტებს შეიცავს და როგორ არის მომზადებული. ნებისმიერ რესტორანში არასდროს ზუსტად არ ვიცით, რას და როგორ მომზადებულს ვჭამთ, ამიტომ უმჯობესია, ეცადო და სახლში მოამზადო საჭმელი.

რატომ ვერ ვიშორებთ ზედმეტ წონას?

9. კალორიებს სვამ

რაც უნდა სწორად იკვებებოდე, მნიშვნელოვანია ეს იმ სასმელებზეც გაავრცელო, რასაც იღებ. საკმაოდ დაცული იქნები თუ გეცოდინება, რომ თავიდან იცილებ შაქრის მიღებას გაზიან სასმელებზე უარის თქმით. ასევე უნდა გადახედო ნატურალურ წვენებსა და ალკოჰოლს. ასეთი სასმელები არ არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და ამასთან ზედმეტი შაქრისა და კალორიების წყაროა, რომლებმაც წონასთან დაკავშირებული პრობლემების შექმნაც შეიძლება გამოიწვიოს.

რატომ ვერ ვიშორებთ ზედმეტ წონას?

10. ძალიან ბევრს ჭამ

მხოლოდ ის, რომ ჯანსაღად იკვებები, არ ნიშნავს, რომ აკონტროლებ რაოდენობას. "ჯანსაღი საკვების მოხმარება, რომლებსაც კალორიებისა და ცხიმების მაღალი შემცველობა გააჩნია, ხელს გიშლის მიზნის მიღწევაში", - ამბობს კვალიფიციური დიეტოლოგი და ლიცენზირებული კვების სპეციალისტი დანიელ ჰამო. "ასეთებია: თხილი, ავოკადო, ქოქოსის ზეთი, ზეითუნის ზეთი. ისინი ნამდვილად ჯანსაღია, თუმცა, თუ მათ რაოდენობას არ გააკონტროლებ, ათასობით კალორიის მსხვერპლი გახდები და წონაშიც ვეღარ დაიკლებ".

რატომ ვერ ვიშორებთ ზედმეტ წონას?

11. ცოტას მოძრაობ

თუ თქვენი დიეტაც და ვარჯიშიც სწორი გზით მიგყავს, მაგრამ დღის განმავლობაში ცოტას მოძრაობ, ეფექტურად ვერ დაიკლებ. მნიშვნელოვან ფიზიკურ აქტივობას დიეტა ვერ ჩაანაცვლებს. იმაზე მარტივს, რომ უბრალოდ გაისეირნო ან კიბეებზე ფეხით იარო, დღის განმავლობაში ვერაფერს გააკეთებ. კვლევები აჩვენებს, რომ უმოძრაო ცხოვრების სტილი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.

რატომ ვერ ვიშორებთ ზედმეტ წონას?

12. არ მიმართავ გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს

"ყოველთვის ვამბობ, რომ წონაში ვიკლებ სამზარეულოში ტრიალისას, ხოლო ტონუსით ვივსებით სავარჯიშო დარბაზებში. თუმცა, თუ საერთოდ არ ხარ აქტიური, არც გექნება პოტენციალი დაწვა ყველა კალორია", - ამბობს ები ლანგერი, კვალიფიციური დიეტოლოგი. "წონის ვარჯიშებს დაუმატე კუნთების ვარჯიშებიც, რაც დაგეხმარებათ მეტი კალორიის დაწვაში. აქტიური ადამიანები არიან გაცილებით ჯანმრთელები, ბედნიერები და ნაკლებად დასტრესილები".

რატომ ვერ ვიშორებთ ზედმეტ წონას?

13. გადააკეთე დიეტა

"როდესაც ადამიანები წონაში იკლებენ, ისინი იმცირებენ სხეულის ზომას, რაც ნიშნავს, რომ ახალი წონის შემდეგ უფრო ნაკლებ კალორიას წვავენ. წონაში კლების გასაგრძელებლად საჭიროა კალორიების რაოდენობის შემცირებაც", - ამბობს კრისტენ კუპერი, დიეტოლოგი და კოლუმბიის უნივერსიტეტის კვების მედიცინისა და განათლების კანდიდატი. "ადამიანებისთვის, რომლებიც გარკვეული პერიოდი დიეტას იცავდნენ, ფაქტობრივად, ეს ნიშნავდა დაბალი კალორიული დონის მიღწევას, რაც ხშირად საკმაოდ რთულია. რაც მათ სჭირდებათ, ეს გამოფხიზლებაა. პროტეინისა და ნახშირწყლების დაბალანსება ზოგჯერ ამ პრობლემას აგვარებს. გჯერათ თუ არა, ცხიმების დამატება დიეტაში, საკმაოდ კარგი იდეაა."

რატომ ვერ ვიშორებთ ზედმეტ წონას?

14. საჭიროა წყლის მიღება

წყალი არის ჯანმრთელობის ყველა პრობლემის მოგვარების გზა და იგი ასევე მნიშვნელოვანია წონაში დასაკლებადაც. ნორმალური რაოდენობის წყლის სმა ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს ეფექტურს გახდის და ხელს შეუწყობს საკვების მონელებას, ენერგიულობის მომატებას და კუნთების ფუნქციონირებას. ასევე, წყლის მეშვეობით, შესაძლოა შიმშილის გრძნობა მოვატყუოთ. ამიტომ მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი, რომელიც შიმშილის შეგრძნებისგან დაგიცავთ.

რატომ ვერ ვიშორებთ ზედმეტ წონას?

15. თქვენი მიზანი ან არარეალურია ან არაჯანსაღი

"ბევრი პაციენტი მოდის წონის დასარეგულირებლად, მაგრამ მე იშვიათად (თითქმის არასდროს) ვწონი მათ, რადგან არ მჯერა წონასთან დაკავშირებული მიზნებისა და იდეალური წონის", - ამბობს ები ლანგერი. ზოგიერთ ადამიანს, არარეალური და არაჯანსაღი მიზნები უჩნდება. - "ჯანმრთელი წონა, უნდა გააერთიანო ბედნიერებასთან, ცხოვრების ჯანსაღ წესთან, მთლიანობაში კი გემრიელი საკვებსა და კვებით ჩვევებთან, აი ეს არის ჯანმრთელობა და გონიერება. ამ ჩამონათვალშია ყველა საჭირო ნივთიერება. საკვები მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია. როცა ციფრებს შეეშვები, უკეთ კონცენტრირდები კვების სწორი ჩვევების ჩამოყალიბებაზე და სასურველ წონასაც მიაღწევ".

რატომ ვერ ვიშორებთ ზედმეტ წონას?



<a href="allwomanstalk.com">allwomanstalk.com</a>