LIFE

12 რამ რასაც „ყოფილთან“ შეხვედრის დროს განიცდი

12 რამ რასაც „ყოფილთან“ შეხვედრის დროს განიცდი

წინასწარ არასდროს იცი, რას იგრძნობ, როცა „მას“ შეხვდები, როცა თვალს მოჰკრავ შორიდან ან მოულოდნელად შენს ცხვირწინ ამოიზრდება რომელიღაც გადასასვლელზე. „მას“ ანუ შენს „ყოფილს“ - შენს წარსულს; შენი აზრით, უკვე დამთავრებულს, ჩავლილს და „მონელებულს“...

ფსიქოლოგების აზრით, არსებობს რამდენიმე „აუცილებელი“ ემოცია, რასაც ვერ გაექცევი, როცა ყოფილ პარტნიორს შეხვდები. ამ ემოციებიდან ერთი ან რამდენიმე ერთად დაგეტაკება, როცა მოულოდნელად მის ნაცნობ სილუეტს შეეჩეხები. გადაავლე თვალი ემოციების ამ სპექტრს და მოემზადე, რადგან წინასწარ არასოდეს იცი, როდის გადაეყრები მას და ღირსეულად გაუმკლავდები თუ არა ამ „განსაცდელს“.

12. შინაგანი პანიკა - ფიქრობდი, რომ ყველაფერი მორჩა, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ამაში დარწმუნებული აღარ ხარ გეგონა, რომ მის მიმართ გულგრილი იყავი, თუმცა მასთან შეხვედრისას შენი თავდაჯერებულობა ქრება. „ყოფილთან“ მოულოდნელი შეხვედრით ხვდები, ნამდვილად დასრულდა ყველაფერი თქვენ შორის თუ არა. არცთუ ისე სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ არც ისეთი გულგრილი ხარ და არც ისე კარგად გრძნობ თავს, როგორც შენ წარმოგედგინა.

12 რამ რასაც „ყოფილთან“ შეხვედრის დროს განიცდი

11. მადლიერების გრძნობა - თუ შეხვედრის მომენტში კარგად გამოიყურები, უზომოდ მადლიერი ხდები და ბედისწერისაც კი გჯერა მთელ შენი ცხოვრება იმ კეთილი ანგელოზის მადლიერი იქნები, რომელმაც იმაზე იზრუნა, რომ „ყოფილს“ სწორედ მაშინ შეხვედროდი, როცა საუკეთესოდ გამოიყურებოდი. თუმცა არაფერი ამძაფრებს კმაყოფილების გრძნობას ისე, როგორც ის შეხვედრა, რომელიც წინასწარ იცოდი, რომ შედგებოდა.

12 რამ რასაც „ყოფილთან“ შეხვედრის დროს განიცდი

10. შიში - ძალიან გეშინია მასთან შეხვედრის თუ ის შენ მიატოვე, მასთან პირისპირ შეხვედრა და საუბარი სწორედ ისაა, რისი თავიდან აცილებაც გულით გსურს. შესაძლოა, შენიღბულმა, გადაცმულმაც კი იარო, რომ მისთვის შეუმჩნეველი დარჩე.

12 რამ რასაც „ყოფილთან“ შეხვედრის დროს განიცდი

9. კმაყოფილება - ეს მაშინ მოდის, როცა ცუდად გამოიყურება და არ ნანობ მასთან დაშორებას ნებისმიერი მეთოდითა და საშუალებით შეგიძლია იზეიმო ის, რომ ერთით ნაკლები ცუდი კაცი დარჩა შენს ცხოვრებაში.

12 რამ რასაც „ყოფილთან“ შეხვედრის დროს განიცდი

8. სიფრთხილის შეგრძნება - ფრთხილობ, რომ შეხვედრის შესახებ მისმა შემოთავაზებამ არ მოგხიბლოს და მთელი შენი ძალისხმევა უშედეგო არ აღმოჩნდეს რა სახის თამაშს თამაშობს იგი ამ შემოთავაზებით? მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგჭირდება, რომ მისი ნომერი დაბლოკო და მისი არსებობაც საბოლოოდ დაივიწყო.

12 რამ რასაც „ყოფილთან“ შეხვედრის დროს განიცდი

7. შფოთი - შფოთავ, რომ ვერ შეძლებ ემოციების შეკავებას და ის მიხვდება, რომ ყველაფერი დასრულებული არ არის სავარაუდოდ, მეგობრებს მოუწევთ შენი „ცრემლების შეშრობა“, თუმცა ამას კიდევ არა უშავს, მთავარია, მან არ გაიგოს, რომ შენ ისევ მისი ძველი მაისურით გძინავს (იშვიათად, როცა ძალიან მოწყენილი ხარ და გენატრება).

12 რამ რასაც „ყოფილთან“ შეხვედრის დროს განიცდი

6. წუხილი - გაწუხებს, რომ შეიცვალა და ის აღარ არის, ვისაც იცნობდი შენი „ყოფილი“ ის ადამიანი იყო, ვისაც შენს ცხოვრებას უზიარებდი. სანამ მას არ შეხვდები, ვერ გააცნობიერებ რამდენად დაშორდით ერთმანეთს. რთულია იმის გააზრება, რომ ადამიანი, ვინც შენთვის ძალიან ახლობელი იყო, სრულიად უცხო გახდა.

12 რამ რასაც „ყოფილთან“ შეხვედრის დროს განიცდი

5. შვება - შვებას იგრძნობ, თუ მასთან შეხვედრა მხოლოდ მისალმებით ასრულდება, რადგან ეს ყველაფერი აღარ გართობს გაიხსენე ყველა ის ადგილი, სადაც მის მოსაწყენ მეგობრებთან ერთად იყავი, გაიხსენე ჩასაფრებული ნათესავები, მისი სამსახურის ნერვების მომშლელი რეჟიმი - არცერთი მათგანი შენი პრობლემა აღარ არის, ამიტომაც ისიამოვნე!

12 რამ რასაც „ყოფილთან“ შეხვედრის დროს განიცდი

4. სისუსტე - გრძნობ ფიზიკურ სისუსტეს, რაც იმედგაცრუებამ გამოიწვია, ჯერ კიდევ რთულ მდგომარეობაში ხარ მის გამო ცუდი მხოლოდ ის კი არ არის, რომ შენს ყოფილ პარტნიორთან შეხვედრა, მუცელში წიხლის ჩარტყმას ჰგავს - ცუდია იმის გაცნობიერებაც, რომ ეს გრძნობა ნელ-ნელა გაგიჟებს. ნუ დახარჯავ ამაზე ბევრ ენერგიას.

12 რამ რასაც „ყოფილთან“ შეხვედრის დროს განიცდი

3. სევდა - სევდის ტკბილ-მწარე გრძნობა გეუფლება, როცა აანალიზებ, რომ უშენოდ თავს კარგად გრძნობს ურთიერთობების დასასრული უცნაურ გრძნობებს იწვევს, სინანულს, სევდასა და შვებას. განსაკუთრებით მაშინ, თუ მასთან დაშორება სწორი გადაწყვეტილება იყო. თუმცა მასთან პირისპირ შეხვედრისას იმის დანახვა, რომ ახლა გაცილებით ბედნიერია, გულს ოდნავ გტკენს.

12 რამ რასაც „ყოფილთან“ შეხვედრის დროს განიცდი

2. ღელვა - სასიამოვნოდ ღელავ, რადგან ფიქრობ, რომ ამ შეხვედრას შეიძლება შერიგება მოჰყვეს შესაძლოა, ეს შეხვედრა ყველა ის რომანტიკული კომედიაა, რაც კი აქამდე გინახავს; შესაძლოა, ეს შემთხვევა ბედისწერასაც ჰგავდეს. ყოველ შემთხვევაში, ცოტა სასაცილო და ამაღელვებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ურთიერთობა საბოლოოდ დასრულებულია.

12 რამ რასაც „ყოფილთან“ შეხვედრის დროს განიცდი

1. სიმშვიდე - სიმშვიდის განცდა გეუფლება, რადგან არც გძულს და აღარც გიყვარს ეს კი ნამდვილად იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი საბოლოოდ დასრულებულია და კიდევ ერთი განშორებაც გადაიტანე. ეს ამბავი შესაბამისად უნდა აღნიშნო, რადგან დაშორების შემდეგ ეს არის ყველაზე საუკეთესო გრძნობა, რითაც მან დაგასაჩუქრა!

12 რამ რასაც „ყოფილთან“ შეხვედრის დროს განიცდი



<a href="http://www.cosmo.ph/lifestyle/motivation/running-into-an-ex-src-intl-a1028-20161001">cosmo.ph</a>