ჯანმრთელობა

თუ ძილისთვის საკმარისი დრო არ გრჩებათ - 5 გზა იმისთვის, რომ ამ ფაქტმა პროდუქტიულობა არ შეამციროს

თუ ძილისთვის საკმარისი დრო არ გრჩებათ - 5 გზა იმისთვის, რომ ამ ფაქტმა პროდუქტიულობა არ შეამციროს

ადამიანის პროდუქტიულობის განმაპირობებელ კომპონენტთა შორის ძილი ერთ-ერთი მთავარია. სამწუხაროდ, ცხოვრების დაძაბული რეჟიმის გამო უმეტეს ჩვენგანს საკმარისი დრო ძილისთვის არასდროს გვრჩება. ყველამ ვიცით, რომ დღე-ღამის განმავლობაში 8 საათი უნდა გვეძინოს, თუმცა ამ რეკომენდაციას ვერ ვითვალისწინებთ.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ გამოსავალი არსებობს - შეიძლება არ გეძინოთ 8 საათით, მაგრამ გეძინოთ დავუშვათ ხუთი საათი, თუმცა ხარისხიანად. ხარისხიან ძილში უშფოთველი და მშვიდი ძილი იგულისხმება.

ფსიქოლოგთა განმარტებით, მშვიდი ძილი, მიუხედავად იმისა რომ ის შეიძლება მცირე დროით გრძელდებოდეს, ადამიანის პროდუქტიულობის ხარისხს ამაღლებს.

გთავაზობთ 5 მეთოდს, რომელიც ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ:

1. დააჯერეთ საკუთარი თავი - ადამიანების უმეტესობამ ამის შესახებ არ იცის, მაგრამ ჩვენ გვაქვს გონებაში ძალა იმისა, რომ თავი მოვამზადოთ მშვიდი ძილისთვის, მაშინაც კი, როცა ამისთვის მხოლოდ რამდენიმე საათი გვაქვს. მაგ: უთხარით საკუთარ თავს - „მე ავდგები (დავუშვათ 8:00 საათზე) და ეს უფრო მეტი იქნება, ვიდრე საკმარისი ძილი“. ეს თქვენს გონებას ავსებს პოზიტიური ენერგიიით და ბედნიერს გეღვიძებათ და ხართ გაცილებით უფრო პროდუქტიული.

2. შუადღის ძილისთვის შეარჩიეთ სწორი დრო, ან საერთოდ არ დაიძინოთ - შუადღით ცოტა ხნით დაძინება შესანიშნავია იმისთვის, რომ დღის განმავლობაში პროდუქტიულები იყოთ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ადამიანების უმეტესობა ამას არასწორად აკეთებს.

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ ან 30 წუთზე ნაკლები უნდა დაიძინოთ, ან საათნახევარი და მეორე, აუცილებლად დაიძინეთ პირველიდან სამ საათამდე პერიოდში. თუ 4 საათის შემდეგ გადაწყვეტთ დაძინებას, თქვენ ძალიან გაგიძნელდებათ ადგომა, მთელი დღე ზომბივით იქებით. თუ ჩვენ მიერ რეკომენდებულ დროის მონაკვეთში დაძინებას ვერ ახერხებთ, სჯობს რომ დღის განმავლობაში საერთოდ არ დაიძინოთ.

თუ ძილისთვის საკმარისი დრო არ გრჩებათ - 5 გზა იმისთვის, რომ ამ ფაქტმა პროდუქტიულობა არ შეამციროს

3. ვარჯიში საუკეთესო მოკავშირეა - ხარისხიანი ძილისთვის დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე უნდა გააკეთოთ ინტენსიური ვარჯიში. საუკეთესო დრო საღამოს 6:00 საათია. შედეგად გონება უფრო ღრმად იძინებს და ძილის ხარისხი უმჯობესდება.

4. დაიძინეთ მარტო, თუკი შესაძლებლობა გაქვთ - კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც ვინმესთან ერთად სძინავთ, აქვთ უფრო მშფოთვარე ძილი. ხოლო, როცა მარტოს გძინავთ შფოთვა არ გაწუხებთ და მშვიდი ძილი გაქვთ.

5. მიიღეთ ცხელი აბაზანა დაძინებამდე - ცხელი აბაზანის მიღება დაძინებამდე რუტინად აქციეთ. ამის შემდეგ უფრო სწრაფად და შვიდად დაიძინებთ.



<a href="https://www.entrepreneur.com">https://www.entrepreneur.com</a>