ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი მესამე შვილს ელოდებიან - სამეფო ოჯახს კიდევ ერთი მემკვიდრე შეემატება
- 05.09.2017
პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი მესამე შვილს ელოდებიან. სასიხარულო ინფორმაციას კენსინგტონის სასახლე „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პრესსამსახურის ცნობით, ოჯახი და განსაკუთრებით დედოფალი ელისაბედი ახალი ამბით ძალიან გახარებულია.
როგორც ცნობილია, წინა ორი ფეხმძიმობის მსგავსად, ქეითს ახლაც მწვავე ტოქსიკოზი აქვს და აღნიშნული მდგომარეობის გამო ქეითი დროებით ვერ შეძლებს თავისი მოვალეობების შესრულებას.
უილიამი და ქეითი 2011 წელს დაქორწინდნენ. წყვილს უკვე ჰყავს ორი შვილი. პრინცი ჯორჯი 4 წლისაა, ხოლო პრინცესა შარლოტი 2-ის. მესამე ბავშვის სქესი ჯერჯერობით უცნობია.
თემები: ორსულობა, მშობელი, ბავშვები, დედოფალი
<a href="https://www.usatoday.com">https://www.usatoday.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია