LIFE

თუ გსურთ, რომ გქონდეთ უკეთესი სექსი, ივარჯიშეთ პარტნიორთან ერთად - ახალი კვლევის შედეგი

თუ გსურთ, რომ გქონდეთ უკეთესი სექსი, ივარჯიშეთ პარტნიორთან ერთად - ახალი კვლევის შედეგი

ახალი კვლევის თანახმად, ერთობლივი ვარჯიში წყვილებს სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებაში ეხმარება. ამისთვის არ არის აუცილებელი მძიმე ფიზიკური დატვირთვა და რთული ვარჯიშების შესრულება. მარტივი ვარჯიშიც საკმარისია, თუმცა აუცილებელია, რომ ეს ვარჯიშები ერთად შეასრულოთ.

გაითვალისწინეთ, რომ არ ვსაუბრობთ საძინებელში ვარჯიშზე, ვგულისხმობთ საყვარელ ადამიანთან ერთად სპორტდარბაზში ვარჯიშს.

თუ თქვენ და თქვენი პარტიორი სავარჯიშო დარბაზში ცალ-ცალკე დადიხართ, შეცდომას უშვებთ.

კვლევის თანახმად, მამაკაცები და ქალები უკეთეს შედეგს იღებენ წონის დაკლების თვალსაზრისით, თუ ისინი ერთად ვარჯიშობებენ. ამასთან, ერთად ვარჯიშის დროს ქალები და მამაკაცები ერთმანეთს უფრო სექსუალურად აღიქვამენ.

თუ გსურთ, რომ გქონდეთ უკეთესი სექსი, ივარჯიშეთ პარტნიორთან ერთად - ახალი კვლევის შედეგი

კვლევამ აჩვენა, რომ ქალის სექსუალური სურვილები ვარჯიშიდან 15 წუთში იზრდება, ხოლო განსაკუთრებით იზრდება ვარჯიშის შემდეგ 30 წუთის განმავლობაში.

კვლევის ფარგლებში, გამოკითხეს 500 მამაკაცი და აღმოჩნდა რომ ხუთიდან ორს მისი პარტნიორი ვარჯიშის დროს უფრო მეტად იზიდავდა და უფრო მეტად ინტერესდებოდა მასთან სექსუალური კავშირის დამყარებით. უფრო მეტიც, ვარჯიშის დროს ხუთიდან ერთი მამაკაცი თავს გრძნობდა უფრო თავდაჯერებულად საკუთარ სექსუალურ შესაძლებლობებში.

გაითვალისწინეთ, რომ თუ ბევრს ვარჯიშობთ და მძიმე დატვირთვა გაქვთ, ვარჯიშის დასრულებისთანავე სექსით დაკავება არ შეიძლება, ვინაიდან ეს მამაკაცის სექსუალურ ფუნქციებს ასუსტებს. ასეთ დრო შეისვენეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ დაკავდით სექსით. ასე უნდა მოიქცეთ მხოლოდ მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, მარტივი ვარჯიშების შემდეგ კი, შესვენება არ გჭირდებათ, თამამად შეგიძლიათ დაიკმაყოფილოთ სექსუალური სურვილები.

თუ გსურთ, რომ გქონდეთ უკეთესი სექსი, ივარჯიშეთ პარტნიორთან ერთად - ახალი კვლევის შედეგი



<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>