რა გძულთ ყველაზე მეტად ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
- 22.09.2017
1. ვერძი - მათ ყველაზე მეტად ეზიზღებათ ადამიანები, რომლებიც გამუდმებით აგვიანებენ. ვერ იტანენ ლოდინს. თუ გინდათ, რომ ვერძს დაუმეგობრდეთ და მისი გული მოიგოთ, აუცილებლად უნდა იყოთ პუნქტუალური. „შავ სიაში“ შეგიყვანთ თუ ტელეფონის ზარზე არ უპასუხებთ.
2. კურო - ის ვერ იტანს სიურპრიზებს, მოულოდნელობებს, მოულოდნელ ცვლილებებს. კურო გურმანია და ამიტომ ვერ იტანს ცუდ მზარეულებს, მას ასევე არ უყვარს თავისი შინაგანი სამყაროს გამომზეურება და პირად თემებზე სხვებთან საუბარი.
3. ტყუპები - ის ხმაურიანი ნატურაა და მაშინვე შეგიძულებთ, თუ ეტყვით რომ ცოტა დაწყნარდეს. ვერ იტანენ ადამიანებს, რომლებიც უემოციოდ, ნელა საუბრობენ. ოპტიმისტი ბუნების ტყუპებს ეზიზღებათ პესიმისტები. უყვართ ალკჰოლი და ვერ იტანენ ფეხსაცმელს, რომელიც მათ ცეკვაში ხელს უშლით.
4. კირჩხიბი - ის ვერ იტანს კრიტიკას და ყველა სძულს ვინც აკრიტიკებს. თავიანთი სენტიმენტალური ბუნებიდან გამომდინარე, კირჩხიბებს არ უყვართ ისეთი ფილმების ყურება, სადაც ძალადობის სცენებია. კირჩხიბი არ მოგცემთ უფლებას მის ოთახში დაიძინოთ, არ უყვარს როცა ვინმე მის პრივატულ გარემოში იჭრება.
5. ლომი - ეზიზღება ყველა, ვინც მასზე უკეთესია. თუ ხედავს რომ თქვენი სამოსი მის სამოსზე უფრო ლამაზია, ან თქვენი კატა უფრო საყვარელია, ვიდრე მისი - ეს ლომისთვის სრულიად საკმარისი მიზეზებია რომ ვერ გიტანდეთ.
6. ქალწული - ამ ზოდიაქოს ნიშანს შეგვიძლია შერლოკ ჰოლმსიც ვუწოდოთ. ის დეტალებზეა ორიენტირებული. ისინი ხედავენ ისეთ რაღაცებს, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. თუ თქვენ უწესრიგო ხართ და გეგმის მიხედვით არ მოქმედებთ, არ ხართ ორგანიზებული, დიდი შანსია, რომ ქალწული შეგიძულებთ. თუ თქვენ არ ატარებთ საათს, მათ შეიძლება ჩათვალონ, რომ არაორგანიზებული ხართ და დროს არ აფასებთ. ისინი ვერ იტანენ, როდესაც ვიღაც მათ ნივთებს ეხება. ასევე უნდა გააკონტროლოთ სიტყვები მასთან საუბრისას. არ მოსწონთ ადამიანები, რომელთა მეტყველებაშიც უხეში სიტყვები ჭარბობს.
7. სასწორი - ისინი ვერ იტანენს ადამიანებს,რომლებსაც არ უყვართ ცხოველები. სძულთ ნარკოტიკების მომხმარებლები, ვერ ეგუებიან შეზღუდვებს. მათ მუსიკის მაღალ ხმაზე მოსმენა უყვართ და თუ ეტყვით რომ მუსიკის ხმას დაუწიოს, დარწმუნებული იყავით, რომ შეგიძულებთ.
8. მორიელი - ის საკუთარ თავში დარწმუნებული და დამოუკიდებელია, ამიტომ ვერ იტანს ადამიანს, რომელსაც თავდაჯერება აკლია და სხვებზეა დამოკიდებული. მორიელები ვერ იტანენ მატყუარებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც მათგან რაღაც ნივთები მიაქვთ და უკან აღარ აბრუნებენ. არ უყვართ ადამიანები, რომლებიც მტკიცებულებების გარეშე ადანაშაულებენ.
9. მშვილდოსანი - მათ არ უყვართ მშიშარა ადამიანები, ისინი, ვისაც რისკის გაწევის ეშინიათ, რადგანაც თვითონ მარტივად შეუძლიათ რისკზე წასვლა. ვერ იტანენ ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით წუწუნებენ. შეიძლება ძალიან გაბრაზდნენ, თუ დაიგვიანებთ.
10. თხის რქა - არასოდეს მისცეთ პირობა, რომელსაც ვერ შეასრულებთ, ეს არის ის, რაც თხის რქას ამქვეყნად ყველაზე მეტად ეზიზღება. მათ არ უყვართ,როცა ვინმე ფულს სთხოვთ. ის ფულს არასოდეს გასესხებთ. ვერ იტანენ ადამიანებს. რომლებსაც მათში ეჭვი ეპარებათ.
11. მერწყული - ქედმაღლობა ყველაზე მეტად სძულს. არ უყვარს წარსულზე ლაპარაკი, არ მოსწონს, როცა ვინმე შენიშვნას აძლევს და ეუბნება, რომ მცდარ გზას ადგას.
12. თევზები - ვერ იტანს, როცა ვინმე მიუთითებს, თუ რა უნდა გააკეთოს. არ უყვარს წესების დაცვა და სძულს აგრესიული ადამიანები. თევზები ასევე ვერ იტანენ ადამიანებს, რომლებიც დიდი რაოდენობით ალკოჰოლს იღებენ.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="http://lifestyle.allwomenstalk.com">http://lifestyle.allwomenstalk.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია