LIFE

16 მწარე სიმართლე რატომ გვიფუჭდება ხშირად ურთიერთობები

16 მწარე სიმართლე რატომ გვიფუჭდება ხშირად ურთიერთობები

ჩვენ ყველანი ვეძებთ ხანგრძლივ, ჭეშმარიტ ურთიერთობას, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკმაოდ კონტაქტურები ვართ, ასეთი ურთიერთობები რთულად გამოგვდის.

ვხვდებით ადამიანებს და სოციალიზაციასაც ვახერხებთ ინტერნეტის საშუალებით, თუმცა ასეთი კავშირები ინტიმურობისგან შორსაა. ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანი ტრიალებს, ვმუშაობთ ხალხით გადაჭედილ ოფისებში, მაგრამ ჩვენ ძირითადად სამსახურის საქმეებზე ვართ ორიენტირებული და არა ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე.

დღევანდელობაში მეგობრებისა და ოჯახის ყოლა იღბლად ითვლება, მაგრამ ამ ურთიერთობებსაც გარკვეული საფრთხეები ექმნება, როცა მთელი ჩვენი ყურადღება სოციალურ მედიაზე გადაგვაქვს.

რა არის საჭირო ჭეშმარიტი ურთიერთობის შესაქმნელად და მის შესანარჩუნებლად? 

პირველი შეცდომა, რასაც ვუშვებთ, ის არის, რომ სიმართლეს უარვყოფთ. უარვყოფთ იმას, თუ როგორი ქედმაღლები ვართ, როგორი მიუწვდომლები, რა ცოტა ძალისხმევას ვდებთ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთობებში და ა.შ.

მაგრამ კარგი ისაა, რომ ამის გამოსწორება შესაძლებელია.

შესაძლებელია აქ და ახლა, მაგრამ პირველ რიგში ხელის შემშლელი ფაქტორების აღიარებით უნდა დავიწყოთ...

16. ჩვენს წარუმატებლობას სხვებს ვაბრალებთ

16 მწარე სიმართლე რატომ გვიფუჭდება ხშირად ურთიერთობები

უნდა შეწყვიტო შენი თავისთვის იმის მტკიცება, რომ ვიღაც არის შენი წარუმატებლობის, არარეალიზებულობისა და სხვა უბედურებათა მიზეზი. არავინაა ვალდებული, სრულყოს შენი პირადი, შიდა სივრცე, ან შეავსოს იგი. ეს მხოლოდ შენი გასაკეთებელია. როცა პასუხისმგებლობას თავად აიღებ ყველაფერზე, რაც გაწუხებს და გტკივა, ყველა პრობლემას გაცილებით მარტივად გადაჭრი.

15. იშვიათად ვართ ისეთი კეთილები, როგორიც შეგვიძლია, ვიყოთ

16 მწარე სიმართლე რატომ გვიფუჭდება ხშირად ურთიერთობები

ყველაზე მძიმე და ცივ ადამიანებს, ვინც კი ცხოვრებაში შეგვხვედრია, ერთ დროს ბავშვივით სათუთი ხასიათი ჰქონდათ. ეს ცხოვრების ტრაგედიაა. ასე რომ, როცა ვიღაც უხეშად იქცევა, შეეცადე, მასთან იმაზე კეთილი იყო, ვიდრე ეს საჭიროა. „რასაცა გასცემ შენია..." არავის მატებს ძალას სხვისი უსუსურობის ხაზგასმა.

14. ღრმა ემოციური ურთიერთობა გვაქვს მათთან, ვინც გვძულს

16 მწარე სიმართლე რატომ გვიფუჭდება ხშირად ურთიერთობები

ვიღაცის სიძულვილი მასთან მჭიდრო კავშირის ვერგაწყვეტას ნიშნავს. ნუ ჩაებღაუჭები ამ ურთიერთობას, შეეცადე, გაუშვა ის შენი გულიდან და გონებიდან. ნუ იწამლავ თავს სიძულვილით. დაივიწყე ყველა, ვინც ტკივილი მოგაყენა და იფიქრე მათზე, ვინც რთულ დროს გეხმარებოდა.

13. ხშირად ვუბრუნდებით მათ, ვინც უარგვყო

16 მწარე სიმართლე რატომ გვიფუჭდება ხშირად ურთიერთობები

არა აქვს მნიშვნელობა, იმსახურებს თუ არა ვინმე შურისძიებას, ამას კარგი შედეგი არასდროს არ მოაქვს. თუ გტკივა, ნუ გაიღრმავებ ტკივილს. ნუ შეეცდები, ცუდი ცუდითვე გადაფარო. შეეცადე, იპოვო რამე ნათელი. გაეცი სიყვარული და აპატიე. მიიღე ეს გამოცდილება გაკვეთილად და გააგრძელე ცხოვრება (და იმედია, ურთიერთობის გაგრძელებასაც შეძლებ).

12. ყველაფერს პირადულად ვიღებთ

16 მწარე სიმართლე რატომ გვიფუჭდება ხშირად ურთიერთობები

ცხოვრებაში არის მომენტი, როცა შინაგანად თავისუფლდები, როცა შორდები ადამიანებს მათი ნეგატიური დამოკიდებულებისა და ქცევის გამო. როგორ გექცევიან სხვები - მათი პრობლემაა, როგორ პასუხობ შენ მათ - მხოლოდ შენი. არ უნდა მიიღო ყოველთვის ყველაფერი პირადულად. ადამიანები ძალიან იშვიათად აკეთებენ რაღაცას შენ გამო, მათი ქმედებები ძირითადად საკუთარი ინტერესებითაა განპირობებული.

11. არშემდგარი ურთიერთობები იმაზე ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე გვგონია

16 მწარე სიმართლე რატომ გვიფუჭდება ხშირად ურთიერთობები

ყველას აქვს უნარი, მნიშვნელოვანი სიახლე შეგძინოს და რაიმე გასწავლოს. ნებისმიერი ურთიერთობა წინა ურთიერთობების გამოცდილებებზე დაყრდნობით იწყება. ცხოვრება არ გთავაზობს იმ ადამიანებს, ვინც გინდა, შენს ცხოვრებაში არსებობდეს, იგი გთავაზობს ადამიანებს, რომლებიც გჭირდება იმისთვის, რომ ისწავლო, გაიზარდო და ბოლოს შეიყვარო.

10. არ ვცდილობთ ცვლილებების შეტანას ჩვენს ურთიერთობებში

16 მწარე სიმართლე რატომ გვიფუჭდება ხშირად ურთიერთობები

ჯანსაღი ურთიერთობები როგორც სოციალიზაციაში, ასევე პირად წინსვლაშიც გვეხმარება. წინსვლა და ცვლილება ცხოვრების ნაწილია და სასურველია, მივიღოთ ის. ამ წინსვლამ, რა თქმა უნდა, შესაძლოა, ორი ადამიანის გზა გაყოს, თუმცა, მისი მიღება მაინც აუცილებელია.

9. ხშირად ვცდილობთ „გამოვასწოროთ" ადამიანები, რომლებზეც ვზრუნავთ

16 მწარე სიმართლე რატომ გვიფუჭდება ხშირად ურთიერთობები

სხვებზე გულწრფელად ზრუნვა იმის ნიშანია, რომ გიყვარს და პატივს სცემ მათ. ეს ნიშნავს, რომ შენ მათ მთელი გულისყურით უსმენ და აგრძნობინებ, რომ გესმით მათი, ხედავ მათ პრობლემებს და აფასებ მათ მცდელობებს. მათი გამოსწორება საჭირო არ არის. მნიშვნელოვანია, მიიღო ისეთები, როგორებიც არიან.

8. ჩვენი ურთიერთობები არ არის ისეთი მარტივი, როგორიც გვინდა, რომ იყოს

16 მწარე სიმართლე რატომ გვიფუჭდება ხშირად ურთიერთობები

კარგ ურთიერთობებს ბევრი მუშაობა სჭირდება. მათ ჩამოსაყალიბებლად კომპრომისსა და მსხვერპლზე წასვლა გვიწევს და ეს გამართლებულია. რთული მომენტები ხშირია და მათთვის წინააღმდეგობის გაწევა, იმის მტკიცება, რომ ეს ურთიერთობა ცუდია, არაფერი გამოსწორდება - შეცდომაა. მსგავსი მომენტები უნდა გამოიყენო როგორც ახალ ეტაპზე გადასვლისა და ურთიერთობაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა.

7. ვცდილობთ, ჩვენი ნაკლი ყველაზე ახლობელ ადამიანებთანაც კი არ გამოვააშკარაოთ

16 მწარე სიმართლე რატომ გვიფუჭდება ხშირად ურთიერთობები

რაგინდ არასრულყოფილიც უნდა იყო, რაგინდ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდე, არასდროს დამალო შენი ნაკლი. ხალხს იმით იზიდავ, როგორადაც წარმოაჩენ მათთან თავს, მაგრამ ადამიანების შენარჩუნება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რეალურ „მე-ს" არ დაკარგავ. ნებისმიერი ნაკლი ჩვენი ინდივიდუალობის ნაწილია. თუ ცდილობ მათ დამალვას, გამოდის, რომ იმ ადამიანს, ვისაც უყვარხარ და შენზე ღელავს, არ აძლევ საშუალებას, ისეთი გაგიცნოს და შეგიყვაროს, როგორიც სინამდვილეში ხარ.

6. ჩვენი „მოუცლელი" ცხოვრება ხშირად ჩვენს ურთიერთობებს წინ ეღობება

16 მწარე სიმართლე რატომ გვიფუჭდება ხშირად ურთიერთობები

ადამიანები, რომლებთანაც დღეს ურთიერთობა გაქვს, შესაძლოა ისინი აღმოჩნდნენ, ვინც ხვალ შენს ცხოვრებაში აღარ იარსებებს. ეცადე, არასდროს იყო ისეთი დაკავებული, რომ მცირე დროც ვერ გამონახო მათთვის, ვინც ყველაზე მნიშვნელოვანია შენთვის. ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც შეიძლება მათ გაუკეთო, არის ის, რომ მათ შენი დროის ნაწილი დაუთმო. უბრალოდ, არ დაივიწყო ისინი და ყურადღება მიაქციე წვრილმანებს.

5. ხშირად დაუდევრად ვჭორაობთ ჩვენს ურთიერთობებზე

16 მწარე სიმართლე რატომ გვიფუჭდება ხშირად ურთიერთობები

ნუ მისცემ საშუალებას ნეგატიურ განწყობას, ფეხი მოიკიდოს თქვენს ურთიერთობებში. ნურც ზედმეტად დრამატულ შეფასებებსა და ჭორებს მისცემ არსებობის უფლებას. ადამიანებს რაციონალურობაზე მეტად სიყვარული სჭირდებათ. უსმინე, როგორ საუბრობენ გარშემომყოფები თავიანთ ურთიერთობებზე სხვებთან - ზუსტად ასევე ილაპარაკებენ ისინი შენზეც.

4. ძალიან ბევრი რამ არ ვიცით იმ ადამიანების შესახებ, ვინც ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს

16 მწარე სიმართლე რატომ გვიფუჭდება ხშირად ურთიერთობები

შეუძლებელია, ზუსტად იცოდე, რას გრძნობს შენ გვერდით მყოფი ადამიანი ან რა ემოციური პრობლემების გადალახვა უწევს მას. ნებისმიერი ქმედების, მით უმეტეს ოდნავი ძალის წარმოჩენის უკან შეიძლება იმალებოდეს ისეთივე სირთულეები, როგორიც შენს ცხოვრებაშიც არსებობს.

3. ტენდენციურად ხაზს ვუსვამთ სხვების სისუსტეებს

16 მწარე სიმართლე რატომ გვიფუჭდება ხშირად ურთიერთობები

იყავი კეთილგანწყობილი, შეამკე კომპლიმენტებით სხვებიც, მათი ძლიერი მხარეები აღნიშნე და არა სისუსტეები. ასე იქმნება ნამდვილი და ხანგრძლივი ურთიერთობები.

2. ხშირად ზევიდან ყურებას ვიწყებთ, თუ სხვებს რამეში არ ვეთანხმებით

16 მწარე სიმართლე რატომ გვიფუჭდება ხშირად ურთიერთობები

როდესაც ვინმე გაწყენინებს და ნაწყენი რჩები მხოლოდ იმიტომ, რომ ის ისე არ იქცევა, როგორც შენ გსურს, ღრმად ჩაისუნთქე და გააცნობიერე, რომ არაფერია ტრაგიკული იმაში, რომ ვინმეს საქციელი შენს სურვილებს არ ემთხვევა. ასე ხშირად ხდება, მაგრამ ეს იმის უფლებას არ გაძლევს, რომ ამის გამო მას ზევიდან უყურო ან ბრალი წაუყენო თავისი აზრის გამოხატვის გამო. ისწავლე სხვათა ცხოვრების წესის, სხვათა მოტივაციისა და აზრების დაფასება მაშინაც კი, თუ ეს შენს თავმოყვარეობას ლახავს.

1. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ურთიერთობები სავსეა არასაჭირო კრიტიკით

16 მწარე სიმართლე რატომ გვიფუჭდება ხშირად ურთიერთობები

სხვების გაკიცხვისას არაფერს არ ვსწავლობთ. ამის გაანალიზება აუცილებელია. ნუ განსჯი სხვას მხოლოდ იმიტომ, რომ შენგან განსხვავებულად იქცევა. მაგალითით იცვლება ყველაფერი და არა გაკიცხვით. იყავი კეთილი, მომთმენი. იყავი კარგი მეზობელი.

სხვებთან ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან ურთიერთობაც. დაუთმე დრო საკუთარ თავს, იკითხე, წერე, იმღერე, მზის ამოსვლით და ჩასვლით დატკბი, მიჰყევი შენს ინსტინქტებს, გააანალიზე, რა უფრო მნიშვნელოვანია, ყოველდღიური თამაში, რასაც ყველგან ხედავ, თუ რეალური ადამიანები, რომლებიც ასე გჭირდება და რომლებსაც ასე სჭირდები.



წყარო:&nbsp;<a href="http://www.marcandangel.com/2016/10/12/16-hard-truths-about-our-relationships-no-one-wants-to-admit/">www.marcandangel.com</a>