LIFE

რამდენიმე ფაქტი ტკბილეულის შესახებ

რამდენიმე ფაქტი ტკბილეულის შესახებ

დღეს, 4 ნოემბერს, ტკბილეულის საერთაშორისო დღეა!
ვერ გეტყვით, ქალისთვის ვინ უფრო ახლო მეგობარია — ბრილიანტები თუ ტკბილეული, თუმცა ამ დღის აღსანიშნავად რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს გაგაცნობთ:

დღევანდელი ფორმით არსებული ტკბილეული მსოფლიოში დაახლოებით მე-19 საუკუნიდან გავრცელდა. მას შემდეგ, მისი წარმოება ძალიან სწრაფად განვითარდა და დღეს ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესია: ტკბილეულში დედამიწის მოსახლეობა ყოველწლიურად 7 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავს. მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტი რაოდენობით ტკბილეული ჰელოუინის დღესასწაულზე იყიდება — ყოველწლიურად ამ დღეს 2 მილიარდი აშშ დოლარის კანფეტებს იძენენ, ჩვენს რეალობაში კი ეს დღე ალბათ ახალი წელია.

რამდენიმე ფაქტი ტკბილეულის შესახებ

ტკბილეული და ჯანმრთელობა: სასარგებლოა თუ საზიანო შოკოლადის მიღება?
ზომიერი რაოდენობით შოკოლადის მიღება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოცაა, თუმცა სუფთა შოკოლადს ვგულისხმობთ — ემულგატორების და სხვა დანამატების გარეშე: ჰარვარდის საჯარო ჯანმრთელობის სკოლამ კვლევის შედეგად დაადგინა, რომ მამაკაცები, რომლებიც ტკბილეულს კვირაში 3-ჯერ მაინც იღებენ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვისაც ტკბილი საერთოდ არ უყვარს. სხვადასხვა ქვეყნებში შოკოლადით საუკუნეების განმავლობაში მკურნალობდნენ ბრონქიტს, დეპრესიას და შხამიანი მწერების ნაკბენებს.

დღესდღეობით რამდენიმე კვლევა განსაკუთრებულად სასარგებლო თვისებებს სუფთა შოკოლადს მიაწერს — როგორც ირკვევა, ის წნევას არეგულირებს და ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. შოკოლადი რამდენიმე სახის ვიტამინსაც კი შეიცავს, ესეია: A, B1, C, D და E; ფტორთან, სოდასთან და კალიუმთან ერთად. შოკოლადი თავის ტვინში ისეთ ტალღებს ააქტიურებს, რომლებიც ადამიანს რელაქსაციაში ეხმარებიან; მასში შემავალი ნახშირწყლები კი ტვინში სეროტონინის დონეებს წევენ, რაც ადამიანის განწყობაზე დადებითად მოქმედებს.

რამდენიმე ფაქტი ტკბილეულის შესახებ

ტკბილეულის ინგრედიენტები

კანფეტები უმეტესად შაქრის სპეციალურ ტემტერატურაზე დუღილის შედეგად მიიღება, რომელსაც სხვადასხვა შემთხვევებში ესენცია, თხილი, ჟელატინი, კვერცხის ცილა, რძე/რძის ფხვნილი და კარაქი ემატება.

ტკბილეულის სახეობები

დღესდღეობით ტკბილეულის უამრავი სახეობა არსებობს, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტების სხვადასხვა სახის ნაზავითაა გაკეთებული: კანფეტები, ირისები, შოკოლადის ფილები, შოკოლადის ტრუფელები, მარმალადები, ბამბის ნაყინი, დაფასოვებული შოკოლადები, ზეფირი და ა.შ.

ტკბილეულის შეფუთვა

ტკბილეულის მწარმოებლები საუკუნეების განმავლობაში ზრუნავდნენ პროდუქციის ეფექტურ შეფუთვაზე, მყიდველები ბრჭყვიალა ქაღალდებით რომ მიეზიდათ. თუმცა, ამ ქაღალდებს არა მხოლოდ დეკორატიული, არამედ — დამცავი, შემნახველი და მარკეტინგული ფუნქციებიც ჰქონდათ. არავინ იცის, ტკბილეულის შეფუთვა პირველად როდის მოიგონეს, თუმცა ამ პროდუქტის მასობრივი წარმოება ევროპის ინდუსტრიულ რევოლუციას (1760-1840 წლები) უკავშირდება. მაშინ ტკბილეული ძალიან ძვირადღირებული სიამოვნება იყო და ლოგიკურად, საჭირო იყო მისი მყარი შეფუთვა, რომელიც პროდუქტს დაზიანებისგან დაიცავდა და დიდი ხნის განმავლობაში შეინახავდა.

1890-იანებში შოკოლადის ისტორიაში ყველაზე ეფექტური შეფუთვა — „ოქროს მონეტები“ მოიგონეს, სწორედ ამ დროს გახდა პროდუქტი მასობრივი და ჩვეულებრივ მოკვდავთათვისაც ხელმისაწვდომი. მისი გამომგონებელი ვინმე მილტონ ჰერშლი იყო. ჰერშლის ქარხანა მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ კვირაში 24 მილიონ მონეტას აწარმოებდა.

რამდენიმე ფაქტი ტკბილეულის შესახებ

ტკბილეულის ჭარბი მიღებით გამოწვეული ჯანმრთელობის რისკები

როგორც შოკოლადი, ასევე სხვა სახის ტკბილეული, დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, შაქრის ჭარბი მოხმარება კი უამრავი დაავადების რისკფაქტორია. ამიტომაც, როდესაც საქმე ტკბილეულის მირთმევას ეხება, მედიკოსები ერთხმად თავშეკავებისკენ მოგვიწოდებენ: მისი უზომო მოხმარება აფუჭებს კბილებს, სისხლის შემცველობაში შაქრის დონეებს მაღლა წევს, სიმსუქნეს, შაქრიან დიაბეტს, სიმისვნეს, მაღალ წნევიანობას, ოსტეოპოროზს, გულის დაავადებებს და დეპრესიასაც კი იქვევს.

რამდენიმე ფაქტი ტკბილეულის შესახებ



წყარო:&nbsp;<a href="http://www.candyhistory.net/candy-facts/">www.candyhistory.net</a>