შეიძლება ფიქრობთ, რომ სექსის შესახებ ყველაფერი იცით, მაგრამ არის კი ეს მართლაც ასე? გთავაზობთ 5 ფაქტს სექსის შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდით და აუცილებლად უნდა იცოდეთ:

1. კაცებს სურთ, რომ ქალებმა ორგაზმი განიცადონ - ზოგიერთს მიაჩნია, რომ ეს მითია, თუმცა ბიოლოგიურად დადასტურებულია, რომ მამაკაცი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მის პარტნიორს და იმას, თუ რამდენად იღებს ის სიამოვნებას. თუ ქალი არ რეაგირებს სექსის დროს, ამან შეიძლება მამაკაცში ეჭვი და უნდობლობა გამოიწვიოს. მამაკაცს სურს სექსის დროს დარწმუნებული იყოს, რომ ქალი სიამოვნებას იღებს.

2. ახალგაზრდა კაცს არ სურს, რომ ქალის გაცნობიდან მალევე დაკავდეს მასთან სექსით - საზოგადოებაში გავრცელებული აზრია, რომ მამაკაცს სურს ქალის გაცნობიდან სწრაფადვე დაკავდეს მასთან სექსით, თუმცა ეს მითია. კვლევა აჩვენებს, რომ კაცები და განსაკუთრებით ახალგაზრდა მამაკაცები სულაც არ არიან სექსუალური მანიაკები. მათ სურთ ქალთან სექსით მაშინ დაკავდნენ, როცა დარწმუნებული იქნებიან, რომ ეს ქალი ამისთვის მზად არის.

3. ტვინი წყვეტს გსურთ თუ არა პოტენციურ პარტნიორთან სექსი - პოტენციური პარტნიორი არის თუ არა სასურველი, გსურთ თუ არა მასთან სექსი, ამას თქვენი ტვინი წყვეტს. ამის შესახებ 2008 წელს ჩატარებული კვლევის დასკვნაშია ნათქვამი. კვლევის ავტორი სტეფანი ორტიგი ამბობს, რომ ტვინი გრძნობს ვისთან ყოფნა გვსურს და ვის აღვიქვამთ ჩვენს იდეალურ სექსუალურ პარტნიორად მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ ვიცნობთ ადამიანს.

4. მამაკაცები ქალებზე უფრო დიდი და უკეთესი მატყუარები არიან - მიუხედავად იმ შეხედულებასა, რომ ქალები უფრო ხშირად ატყუებენ მამაკაცებს, მაგ: ბრას საშუალებით მკერდის ზომას უფრო დიდს წარმოაჩენენ, მაკიაჟის საშუალებით უფრო ლამაზები ჩანან, სხვადასხვა საშუალებების გამოყენების შედეგად, თმის მოცულობას ზრდიან და ა.შ, აგრამ როცა საქმე ეხება ვერბალურ ტყუილებს, მამაკაცებს ბადალი ბადალი არ ჰყავთ. მამაკაცები ქალებს უამრავ ტყუილს ეუბნებიან იმიტომ, რომ მათი ნდობა მოიპოვონ და მათთან სექსით დაკავდნენ.

5. პირველი სექსი საუკეთესო არასოდესაა - ზოგიერთს თაფლობის თვე ახალდაქორწინებული წყვილებისთვის, მათი ინტიმური კავშირისთვის საუკეთესო პერიოდი ჰგონია, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის. სიმართლე ის არის, რომ საუკეთესო სექსუალური კავშირი წყვილებს შორის თანაცხოვრებიდან 2-3 თვეში იწყება. სექსი თანდათან უკეთესი ხდება.