24 საათის წესი - როგორ უნდა დაგეგმოთ თითოეული საათი იმისთვის, რომ თავს ბედნიერად გრძნობდეთ
- 10.12.2017
კარგად ყოფნაზე და ბედნიერ ცხოვრებაზე ადამიანების უმეტესობა მხოლოდ ოცნებობს და არ იქცევა სათანადოდ იმისთვის, რომ მოიპოვოს ის.
საჭიროა სწორად შეადგინოთ დღის განრიგი. როგორ უნდა დაგეგმოთ თითოეული საათი და გადაანაწილოთ დრო? - გთავაზობთ, 24 საათის წესს, რომელიც ვფიქრობთ, დაგეხარებათ თქვენი დღის უკეთ დაგეგმვაში.
გამთენიის 6:00 საათი - ადგომა
ადექით და გაიღიმეთ. გააღეთ ფანჯარა და დილის სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქეთ.
6:15 - გამოხატეთ მადლიერება
გაიხსენეთ ორი, ან სამი რამ, რის გამოც მადლობლები ხართ და ცხოვრება გიხარიათ. გარწმუნებთ, ეს აქტივობა შფოთვისგან გაგათავისუფლებთ და დღეს აბსოლუტურად მშვიდად დაიწყებთ.
6:30 - ვარჯიში
გააკეთეთ რამდენიმე მცირე ვარჯიში. ეს სისხლის უკეთ მიმოქცევას შეუწყობს ხელს. ვარჯიშის შემდეგ კი რაიმე მიირთვით - მაგ: იოგურტი, კვერცხი, შვრიის ფაფა.
8:00 - სამსახურში წასვლის დროა
მგზავრობის დროს მოუსმინეთ ახალ ამბებს, აუდიო წიგნებს. ეს დრო მოახმარეთ რაიმე ახლის გაგებას.
9:00 - სამსახური
მუშაობის წესი ასეთია - პრიორიტეტები, პრიორიტეტები და ისევ პრიორიტეტები. ეს ნიშნავს, რომ პირველ რიგში აუცილებლად უნდა გააკეთოთ ის საქმე, რომელიც პრიორიტეტულია. მუშაობის პროცესში ნუ დაკავდებით მეგობრებთან მიმოწერით. თუ გინდათ, რომ მარტივად არ დაიღალოთ, საქმე კარგად და სწრაფად გააკეთოთ, სჯობს, მუშაობის პროცესში სხვა საქმეების კეთებისგან თავი შეიკავოთ.
12:00 - კვება
გამოიყენეთ ლანჩის დრო არა მხოლოდ კვებისთვის. ამ დროს შეგიძლიათ მოუსმინოთ მუსიკასაც, დაკავდეთ მედიტაციითაც მხოლოდ ხუთი წუთით. ამის გაკეთებას სამსახურშიც შესანიშნავად შეძლებთ. შედეგად, თქვენი ორგანიზმი დამატებითი ენერგიით აივსება. აუცილებლად მიირთვით ჯანსაღი საკვები.
3:00 საათი
ეს უკვე გვიანი შუადღეა და უკვე ის დროა, როცა დაღლილობას გრძნობთ. არ მიირთვათ შაქრის მაღალი შემცველობის ენერგეტიკული სასმელები. გადით ოფისიდან და ცოტა გაისეირნეთ. შეგიძლიათ ოფისს გარს შემოუაროთ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არ მოდუნდეთ და ენერგიულები იყოთ.
6:00 - სამსახურიდან წასვლის დროა
სამუშაო დღე დასრულდა და დროა, ოფისი დატოვოთ. ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ სპორტდარბაზში სავარჯიშოთ, ან ჯერ სახლში მიხვიდეთ და შემდეგ ძაღლი გაასეირნოთ, ან მარტომ ისეირნოთ. სეირნობა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. ის დაგავიწყებთ სამუშაო გარემოს და სტრესისგან გაგათავისუფლებთ.
7:00 - ვახშამი
უმჯობესი იქნება, თუ დაძინებამდე სამი საათით ადრე მიირთმევთ საჭმელს. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას პრობლემები შეექმნას. მოერიდეთ ცხიმიან საჭმელს.
9:00 - განტვირთვის დრო
მედიტაცია, თბილი აბაზანა, მეგობრებთან ერთად ჩაის დალევა, ან უბრალოდ კარგი წიგნის წაkითხვა განტვირთვის შესანიშნავი საშუალებაა. გამორთეთ ასეთ დროს ელექტრონული მოწყობილობები თუ გსურთ, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ.
10:00 - ძილის დროა
მშვიდი და უშფოთველი ძილისთვის აუცილებელია, რომ გამორთოთ სმარტფონები და ყველანაირი ელექტრონული მოწყობილობა. ყველაფერი, რაც ცისფერ შუქს ასხივებს, ვინაიდან ის შფოთვას იწვევს.
თემები: ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, ქალები, რჩევები