ჯანმრთელობა

5 მიზეზი, რომელთა გამოც შამპანური უფრო ხშირად უნდა მიირთვათ

5 მიზეზი, რომელთა გამოც შამპანური უფრო ხშირად უნდა მიირთვათ

შამპანური ბევრი მიზეზით შეიძლება მიირთვათ, თუმცა ამჯერად გაგაცნობთ იმას, თუ რა სარგებლის მიღება შეგიძლიათ მისი დალევით. ყოველივე მეცნიერულად არის დადასტურებული:

1. შამპანური დაბალ კალორიულია - მაშინ, როცა ერთი ჭიქა წითელი, ან თეთრი ღვინო შეიცავს 135-დან 200-მდე კალორიას, ერთ ჭიქა შამპანურში მისი შემცველობა 95-ია. ასევე მასში არის შაქრის მცირე დოზა. 

5 მიზეზი, რომელთა გამოც შამპანური უფრო ხშირად უნდა მიირთვათ

2. ის ხელს უშლის მეხსიერების დაკარგვას და ტვინის დაზიანებას - კვლევის თანახმად, კვირის განმავლობაში სამი ჭიქა შამპანურის მირთმევა ხელს უწყობს ტვინს იყოს უფრო ჯანსაღი. ასეთი ადამიანები საქმეზე უფრო კონცენტრირებულები და კრეატიულები არიან და კარიერული თვალსაზრისით, სხვებთან შედარებით გაცილებით დიდ წარმატებას აღწევენ.

3. შამპანური კარგია კანისთვის - „ის შეიცავს მჟავას, რომელიც კანს უფრო ნათელს და გლუვს ხდის“, - ამბობს დერმატოლოგი მარინა პერედო. მისივე თქმით, შამპანური ებრძვის ბაქტერიებს და განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ძალიან ცხიმიანი კანი აქვთ.

 

5 მიზეზი, რომელთა გამოც შამპანური უფრო ხშირად უნდა მიირთვათ

4. შამპანური დაგეხმარებათ, რომ გული უფრო ჯანსაღი და ჯანმრთელი გქონდეთ - კვლევის თანახმად, თუ დღის განმავლობაში ორ ჭიქა შამპანურს მიირთმევთ, თქვენი გული უფრო ჯანსაღი იქნება, ასევე გაუმჯობესდება სისხლის მიმოქცევა. მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.

5. სარგებელს სასმელისგან მხოლოდ მაშინ მიიღებთ, თუ მცირე რაოდენობით მიირთმევთ - თუ შამპანურს, ან ნებისმიერ სასმელს დიდი რაოდენობით ერთდროულად მიირთმევთ ის სარგებელს ვერ მოგიტათ. საჭიროა ზომიერების დაცვა.



<a href="http://www.marieclaire.com">http://www.marieclaire.com</a>