LIFE

როგორ გრძელდება ცხოვრება საყვარელი ადამიანის ღალატის შემდეგ

როგორ გრძელდება ცხოვრება საყვარელი ადამიანის ღალატის შემდეგ

როდესაც ღალატის აღმოჩენის შემდეგ ქალი ან მამაკაცი მეგობრებთან მიდის მხარდაჭერისთვის, მათ ხშირად ადანაშაულებენ. სტერეოტიპი: „თუ ერთი ღალატობს, მიზეზი - მეორეშია“. არავინ საუბრობს იმაზე, რომ ღალატი კონკრეტულმა სიტუაციამ გამოიწვია.

ძალიან გვიჭირს აღიარება, რომ ჩვენ ვერ ვმართავთ ურთიერთობებს. შეიძლება იყო იდეალური ცოლი ან იდეალური ქმარი, მაგრამ პარტნიორს ჰქონდეს ღალატის მოთხოვნილება, მაგალითად, საკუთარი სექსუალური მიმზიდველობის დასადასტურებლად. როდესაც ღალატის ფაქტი თვალწინ წარმოგვიდგება, ადამიანს წამიერად ენგრევა სამი ძირითადი ცხოვრებისეული სფერო:

პირველი - ინგრევა სამყაროს სურათი. „მე მეგონა, რომ შესანიშნავი ოჯახი გვაქვს, ვენდობოდით ერთმანეთს. მე სხვანაირად ვუყურებდი სამყაროს, აღმოჩნდა, რომ ხალხი მიყურებდა, როგორც ცოლს, რომელსაც ღალატობს ქმარი“.

მეორე - ინგრევა წარმოდგენა საკუთარ თავზე. „მე ვიყავი წარმატებული გათხოვილი ქალი, აღმოჩნდა, რომ - სულელი ვარ, რომელსაც ღალატობენ“.

როგორ გრძელდება ცხოვრება საყვარელი ადამიანის ღალატის შემდეგ

მესამე - ინგრევა მომავლის სურათი. „მე მეგონა, რომ ჩვენ ერთად ვიქნებოდით მთელი ცხოვრება, ჩვენი შვილები გაიზრდებიან...“

როგორ გრძელდება ცხოვრება საყვარელი ადამიანის ღალატის შემდეგ

ამ დროს ჩნდება ილუზია, რომ პარტნიორი წავა. რატომ ილუზია? იმიტომ რომ პარტნიორს, რომელიც ამხილეს, თითქმის არასოდეს არ უნდა წასვლა. მას უნდა ყველაფერი ისე დატოვოს, როგორც არის.

შედარებით ადვილად გადააქვთ ღალატი ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ მყარი ცხოვრებისეული ბაზა. ისინი კონცენტრირებულები არიან მხოლოდ ფსიქოლოგიურ ასპექტებზე. პარტნიორი მიდის, მაგრამ მე, როგორც ვიყავი ბავშვებთან ერთად, სამსახურით, ბინით, ასევე ვრჩები. კონტროლის გარეშე რჩება ცხოვრების ერთი სფერო, და არა საერთოდ მთელი ცხოვრება.

რაც უფრო მეტად ხართ დამოკიდებული მოღალატეზე, მით უფრო მეტად გაგიჭირდებათ მისი გადატანა. და მით უფრო სწრაფად გააკეთებთ იმას, რაც არ უნდა გააკეთოთ ღალატის დროს - ჩაებღაუჭოთ პარტნიორს.

ოჯახის ფსიქოლოგები ამბობენ: დაბრუნდით საკუთარ თავთან, გაიწიეთ პარტნიორისგან. ეს თითქმის შეუძლებელია, მაგრამ თუ გაგაჩნიათ რაიმე ძალა, გადადგით ნაბიჯი უკან, შებრუნდით საკუთარი თავისკენ და დაიწყეთ საკუთარი თავის გაძლიერება. ეს არ გულისხმობს თავის მოვლას, თუმცა ესეც აუცილებელია. საუბარი იმაზეა, რომ უნდა გააძლიეროთ საკუთარი რესურსი, რაც გაქვთ, რასაც თავად წარმოადგენთ, როგორია თქვენი ცხოვრებისეული ინტერესები.

ეს, ალბათ, ერთადერთი რამ არის რამაც შეიძლება გამოგიყვანოთ სასიყვარულო ტრავმის მდგომარეობიდან. ყველაფერი დანარჩენი იქნება მცდელობა აღადგინო ურთიერთობები ტანჯვით და საბოლოოდ თავის დაკარგვით.

როგორ გრძელდება ცხოვრება საყვარელი ადამიანის ღალატის შემდეგ

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: საკუთარი თავის, ეგოს და საკუთარი „მე“-ს გაძლიერება არ იძლევა პარტნიორის დაბრუნების გარანტიას. ეს ამისთვის არ კეთდება, არამედ კეთდება იმისთვის, რომ ცხოვრება გახდეს სრულფასოვანი.