LIFE

მამაკაცების 8 სისუსტე, რომლებიც ქალებს ძალიან ხიბლავთ

მამაკაცების 8 სისუსტე, რომლებიც ქალებს ძალიან ხიბლავთ

1. ის „კვდება“ მსუბუქი გაციების დროსაც კი

მხოლოდ მშობიარობის დროს შეუძლია ქალს გაიგოს როგორია ის ტანჯვა, რომელსაც მამაკაცი 37,2 ტემპერატურის დროს განიცდის. მისთვის ყველაფერი იმდენად სერიოზულად არის, რომ მხოლოდ უსაზღვრო სიყვარული და ზრუნვა „გადაარჩენს“.

მამაკაცების 8 სისუსტე, რომლებიც ქალებს ძალიან ხიბლავთ

2. ის ძალიან კმაყოფილია საკუთარი გამოსახულებით სარკეში

დადგენილია, რომ ქალი სარკეში იყურება, რათა შეამოწმოს ყველაფერი რიგზე აქვს თუ არა გარეგნობაში. მამაკაცი კი უმეტეს შემთხვევებში - საკუთარი თავით ტკბობის მიზნით. და ამის ყურება - ერთი სიამოვნებაა.

მამაკაცების 8 სისუსტე, რომლებიც ქალებს ძალიან ხიბლავთ

3. მას „შეუძლია ყველაფერი თვითონ შეაკეთოს“

არავის გამოძახება არ გჭირდება, იმიტომ რომ „კაცია ოჯახში“. მერე კი დგახარ და სიამოვნებით უყურებ, როგორ ფუსფუსებს ინსტრუმენტებით. თანაც, არაუშავს, თუ მერე მაინც უნდა ხელოსანს უნდა გამოუძახო.

მამაკაცების 8 სისუსტე, რომლებიც ქალებს ძალიან ხიბლავთ

4. მას ძალიან უყვარს თავისი გაზრდილი ცხოველი

კატა, ძაღლი, თევზი, არ აქვს მნიშვნელობა, უნდა შეეგუო და შეიყვარო მისი ცხოველი. იმიტომ რომ ეს სინაზით სავსე ურთიერთობები მამაკაცსა და მის გაზრდილ ცხოველს შორის ნებისმიერ გულს დაადნობს.

მამაკაცების 8 სისუსტე, რომლებიც ქალებს ძალიან ხიბლავთ

5. მას არ შეუძლია ჰალსტუხის შეკვრა

ჰალსტუხი - მამაკაცის აქსესუარია, და, საერთოდ, ჩვენ არ ვართ ვალდებულები ვიცოდეთ მისი შეკვრა. მაგრამ ვისწავლით, და სიხარულით დავეხმარებით, როცა წარუმატებელი მანიპულაციების შემდეგ ოცნების მამაკაცი დახმარებას გვთხოვს.

მამაკაცების 8 სისუსტე, რომლებიც ქალებს ძალიან ხიბლავთ

6. მას უყვარს ტკბილეული

მკაცრი მამაკაცის იმიჯს მაინცდამაინც არ შეეფერება, ეს ბავშვური სისუსტე. მაგრამ ამის გამო სულ არ გამოიყურება ნაკლებად მიმზიდველად. პირიქით, ეტყვით, აჰა, ძვირფასო, ჩემი წილიც მიირთვი...

მამაკაცების 8 სისუსტე, რომლებიც ქალებს ძალიან ხიბლავთ

7. ის იძინებს სექსის შემდეგ

ამას მეცნიერები მამაკაცის თავის ტვინში მიმდინარე რთული პროცესებით ხსნიან, რომლებსაც თან ახლავს ჰორმონების გათავისუფლება ძლიერი საძილე ეფექტით. შენ ხომ იცი, ვინ არის ამის მიზეზი, რომ მას ტკბილად სძინავს, ძალაგამოცლილი და დაღლილია.

მამაკაცების 8 სისუსტე, რომლებიც ქალებს ძალიან ხიბლავთ

8. მას ძალიან უყვარს, როცა აქებენ

თავს იკატუნებს, რომ ძალიან სერიოზულია და საერთოდ არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს ქებას, არადა ძლივს იკავებს ღიმილს. თვალები ეშმაკურად უბრწყინავს. და როგორ არ უნდა გიყვარდეს ასეთი?

მამაკაცების 8 სისუსტე, რომლებიც ქალებს ძალიან ხიბლავთ



<a href="https://www.adme.ru/">https://www.adme.ru/</a>