LIFE

"გაშეშობანა" -ახალი თამაში,რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა

"გაშეშობანა" -ახალი თამაში,რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა

რამდენიმე დღის წინ, სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით, მსოფლიო ახალ თამაშში ჩაერთო და ადამიანებმა ახალი გამოწვევა მიიღეს.

"გახდი მანეკენი" - ასე ჰქვია უახლეს თამაშს, რომელიც ფლეშმობის მსგავსად ორგანიზებულ გარემოში გაშეშებას, ანუ "გამანეკენებას" გულისხმობს.

ვიდეოს განთავსების შემდეგ კი შეგიძლია გამოიწვიო ნებისმიერი ადამიანი და დაელოდო მისი შესაძლებლობების დემონსტრირებას.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ინტერნეტ სივრცის მეშვეობით საშუალება გვეძლევა ჩავერთოთ გლობალური მასშტაბების მქონე თამაშებში და გამოვიწვიოთ ჩვენი მეგობრები, ნაცნობები და სურვილის შემთხვევაში, უცნობებიც.

მსგავსი თამაშებიდან რამდენიმეს, საქველმოქმედო ხასიათიც ჰქონდა და ალბათ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, "აის ბაქეთ ჩელენჯი", რომელმაც მსოფლიო დაიპყრო. გაყინული წყლის თავზე გადასხმა თამაშის არსს წარმოადგენდა, რაც ამიოტროფულ სკლეროზზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ამ დაავადების კვლევის ფონდების საქველმოქმედო დაფინანსებას ისახავდა მიზნად.

არანაკლები პოპულარობა ჰპოვა გამოწვევებმა, რომლებიც ითვალისწინებდნენ მწარე წიწაკის ჭამას, წყლით სავსე პრეზერვატივების თავში ჩარტყმას, ძალიან ბევრი მაისურის ჩაცმას და 22 აზიდვის გაკეთებას.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ძალიან მოკლე დროში, ამ უახლესმა თამაშმა, "მანეკენ ჩელენჯმა", რომელშიც არც მეტი, არც ნაკლები, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა მონაწილეობს, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და შეიძლება ითქვას სოციალური სამყარო შტურმით აიღო კიდეც.

ახალ გამოწვევაში ის მსოფლიო ვარკვლავებიც ჩაერთვნენ, რომლებიც ლას ვეგასში, 2016 წლის სოულ თრეინის მუსიკალურ დაჯილდოვებას ესწრებოდნენ. მათ მიერ დადგმული მანეკენ შოუ, ერთ-ერთ განსაცვიფრებელ შოუდ შეფასდა.

ვნახოთ,რამდენად ტრენდული გახდება ის საქართველოში.

BO-2 Multipic:



წყარო:&nbsp;<a href="http://hellobeautiful.com/playlist/the-best-of-the-mannequin-challenge/item/2911781">hellobeautiful.com</a>