სილამაზე

გრძელი თმის მოვლა მარტივად

გრძელი თმის მოვლა მარტივად

გრძელი მოვლილი თმა ყველას მოგვწონს, მაგრამ გაყოფილი ბოლოების გამო ხშირად გვიწევს თმის შეჭრა. ნერვიულობა არ ღირს,უბრალოდ ცვლილებები შეიტანე თმის მოვლის წესრიგში. ხშირი გაყოფილი ბოლოები დისკომფორტს ქმნის და ჯობია იფიქრო თმის დრამატულ გაუმჯობესებაზე. თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს იყენებ, მას დააბრალე ყველაფერი.

1. უხეშად იშრობ თმას

გრძელი თმის მოვლა მარტივად

პირსახოცით გამშრალებისას საჭირო არ არის თმის შეფუთვა ტალღოვნად, უხეშად ან დაჭიმვით. სასურველია გამოიყენო რბილი პირსახოცი და გაცილებით ჯობს, ნაზად ჩამოიწურო წყალი თმიდან, ვიდრე უხეშად.

ეს დაეხმარება თმას შეინარჩუნოს მიმართულება და უკეთ დაინახავ რამდენად ხშირი გაყოფილი ბოლოები გაქვს.

გრძელი თმის შემთხვევაში კარგად შემწოვი პირსახოცის გამოყენებაა რეკომენდებული.

2. პილინგი შამპუნთან ერთად

ექსპერტების თქმით, პილინგი თმის ძირებიდან და შამპუნთან ერთად, არც ისე კარგი არჩევანია გაყოფილ ბოლოებთან საბრძლოლველად.

ამის ნაცვლად, გვირჩევენ მხოლოდ შამპუნის გამოყენებას თმაზე. დაბანისას შამპუნი ბუნებრივად იშლება თმაზე, მის მთელ სიგრძეზე, წმენდს მას და ირეცხება.

3. ფართო კბილიანი სავარცხელი

როდესაც სველი თმის მოწესრიგებას ცდილობ, საუკეთესო არჩევანი ამ დროს ფართო კბილიანი სავარცხელია.

ვარცხნის მარტივად და არ ბურდავს თმას, რაც, როგორც წესი, იწვევს ბოლოების გაყოფას.

შენ შეგიძლია საერთოდ არ დაივარცხნო სველი თმა, მაგრამ თუ ივარცხნი, ფართო კბილიანი სავარცხელი არის მნიშვნელოვანი რამ, რაც სილამაზისთვის აუცილებელი პროდუქტის სახით უნდა გაგაჩნდეს.

4. დაემშვიდობე თმის უთოს

თმის უთო ანადგურებს თმაში არსებულ ტენს, ხდის მას მტვრევადსა და აჩენს გაყოფილ ბოლოებს.

 მიეცი საშუალება თმას გაშრეს თავისით.

აღმოაჩენ, რომ შედეგი გაქვს და მოგეწონება.



წყარო: კოსმოპოლიტენი