LIFE

50 წელს გადაცილებული 9 ქალი, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ მაგალითი მოგცენ

50 წელს გადაცილებული 9 ქალი, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ მაგალითი მოგცენ

1. იოლანდა ჰადიდი, 54 წლის

50 წელს გადაცილებული 9 ქალი, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ მაგალითი მოგცენ

იოლანდა ჯიჯი და ბელა ჰადიდის დედაა. მან ბევრი სიძნელე გადაიტანა: ავადმყოფობები, განქორწინების რთული ისტორიები და მძიმე ბავშვობა. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, იოლანდამ შეძლო საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიისთვის მიეღწია.

2. შერონ დევისი, 55 წლის

50 წელს გადაცილებული 9 ქალი, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ მაგალითი მოგცენ

შერონ დევისი - ოლიმპიური ჩემპიონია, 1980 წელს მან ვერცხლის მედალი მოიპოვა ცურვაში. „ხშირად მესმის, რომ ასაკთან ერთად მეტაბოლიზმი ნელდება. თუ არააქტიურ ცხოვრების წესს ეწევით, თქვენი მეტაბოლიზმი, ბუნებრივია, შენელდება. ეცადეთ მუდმივად იმოძრაოთ, და ყველაფერი წესრიგში იქნება“.

3. შერონ სტოუნი, 59 წლის

50 წელს გადაცილებული 9 ქალი, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ მაგალითი მოგცენ

„ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ მაინც ვპოულობ დროს იმისათვის, რომ სპორტით დავკავდე. მუდმივად ვცეკვავ, დავდივარ იოგაზე, პილატესზე, ცურვაზე, ვთამაშობ ბავშვებთან, ვსეირნობ ცხენით, - ყველაფერს ვაკეთებ, რათა სულ მოძრაობაში ვიყო“, - ამბობს სტოუნი ინტერვიუში ჟურნალ Haute Living-სთან.

4. ჯეინ სეიმური, 59 წლის

50 წელს გადაცილებული 9 ქალი, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ მაგალითი მოგცენ

„ჩემი ახალგაზრდობის საიდუმლოა - კარგი გენები, სწორი დიეტა და მავნე ჩვევების არქონა. თმას ვიბან წვიმის წყლით, ამიტომ მაქვს ის აბრეშუმივით პრიალა. მართალია, ერთხელაც ფოტოგრაფებს მობეზრდათ ჩემი თვალის ქვეშ შეშუპებების მოშორება, და ამ თხოვნით უკვე პლასტიკურ ქირურგებს მივმართე“.

5. ენდი მაკდაუელი, 59 წლის

50 წელს გადაცილებული 9 ქალი, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ მაგალითი მოგცენ

„50 წლის ასაკში 25 წლის გოგოსავით რომ გამოიყურებოდე მაშინ მხოლოდ სიამოვნებაში უნდა გაატარო მთელი ცხოვრება“. - ასე ცხოვრობს და იქცევა ენდი: ის ცხოვრობს საკუთარ რანჩოზე და ბევრ დროს უთმობს ცხენით სეირნობას ლამაზ გარეუბნებში. გარდა ამისა, ვარსკვლავი ყოველ დილას სუნთქვით ვარჯიშებით იწყებს, დაკავებულია იოგათი და ვარჯიშობს დარბაზში.

6. იასმინა როსი, 62 წლის

50 წელს გადაცილებული 9 ქალი, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ მაგალითი მოგცენ

„ვადასტურებ: ყოველდღიური გარბენა და სწორი კვება საკმარისია გასახდომად. არ არის საჭირო არც მკაცრი დიეტა და არც სერიოზული ფიზიკური დატვირთვა. მე ვუსმენ საკუთარ სხეულს. ხანდახან მას სრულყოფილი დასვენება სჭირდება: ვჭამ ყველაფერს, რაც მინდა, და დაკავებული ვარ იოგით“.

7. კრისტი ბრინკლი, 63 წლის

50 წელს გადაცილებული 9 ქალი, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ მაგალითი მოგცენ

„თავიდან ბევრ ექსპერიმენტს ვატარებდი დიეტებთან დაკავშირებით: ვცდილობდი მხოლოდ წვენებითა და ერთი სახეობის პროდუქტები მეჭამა, მაგრამ ეს ყველაფერი არ მუშაობს. სარგებელი მოაქვს მხოლოდ ერთ რამეს: სრულყოფილ და დაბალანსებულ კვებას“, - ამბობს კრისტი ერთ-ერთ ინტერვიუში.

8. სიუზან ლუჩი, 71 წლის

50 წელს გადაცილებული 9 ქალი, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ მაგალითი მოგცენ

კითხვაზე ახალგაზრდობის რა საიდუმლოს ფლობს, სიუზან ლუჩი პასუხობს: „ეს ისეთი რაღაცებია, რომელთა შესახებაც ყველამ ვიცით - სწორი კვება და ფიზიკური ვარჯიში! მე უკვე 18 წელია დაკავებული ვარ პილატესით. ეს უკვე ჩემ რელიგიად იქცა“.

9. ერნესტინა შეპარდი, 81 წლის

50 წელს გადაცილებული 9 ქალი, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ მაგალითი მოგცენ

ერნესტინა შეპარდი - ისტორიაში ერთადერთი 81 წლის კულტურისტი და ბოდიბილდერი ქალია. მისი რეჟიმი აღტაცებას იწვევს: ის შუაღამეს, 2:30 საათზე იღვიძებს, კითხულობს ლოცვებს ბიბლიიდან. მისი რაციონი ძირითადადმოხარშული კვერცხის ცილისგან, ქათმის ხორცისგან და ბოსტნეულსა შედგება. გარდა ამისა, ის დაახლოებით 130 კმ დარბის კვირაში და არ იღებს არანაირ დანამატებს.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>