ვის არ უნდა იყოს მომხიბვლელი და მიმზიდველი?! ყოველდღიურად ინტერნეტსივრცეში არაერთ სტატიას ვკითხულობთ და სილამაზის სხვადასხვა საიდუმლოებს ვეცნობით, ვიღებთ რჩევებს და შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებთ.

ამჯერად არც ცნობილი ადამიანების მომხიბვლელობის საიდუმლოს წარმოგიდგენთ და არც ჩინურ სიბრძნეს გაგიზიარებთ მიმზიდველობის შესახებ. ამჯერად გთავაზობთ მეცნიერულ და კვლევით დადასტურებულ ფაქტს - ერთ ჩვევას, რომელიც ქალს მამაკაცის თვალში უფრო სექსუალურს და მომხიბვლელს წარმოაჩენს.

ყველამ ვიცით, რომ ალკოჰოლური სასმელის დიდი რაოდენობით მიღება ადამიანს რეალურ სახეს აკარგვინებს, მაგრამ მცირე რაოდენობით მიღებას პირიქით, დადებითი ეფექტის მოხდენა შეუძლია.

კვლევის თანახმად, ერთი ჭიქა ალკოჰოლური სასმელის მიღება ქალს მამაკაცის თვალში უფრო მომხიბვლელს ხდის.

კვლევა ბრისტოლის უნივერსიტეტში ჩატარდა და გამოქვეყნდა ჟურნალში - „ალკოჰოლი და ალკოჰოლიზმი“.

კვლევაში ჩართულ ქალებს სამ მდგომარეობაში გადაუღეს ფოტოები - ფოტო ერთი ჭიქა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ფოტო ფხიზელ მდგომარეობაში და ფოტო ერთ ჭიქა ალკოჰოლზე მეტის ზემოქმედების ქვეშ.

შემდეგ ეს ფოტოები აჩვენეს კვლევაში ჩართულ მამაკაცებს და როგორც აღმოჩნდა, ისინი მოიხიბლნენ იმ ფოტოებით, რომლებზეც ქალები ერთი ჭიქა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.

მკვლევარების თქმით, როცა ქალს ერთი ჭიქა ალკოჰოლური სასმელი აქვს მიღებული, ის კარგ ხასიათზეა და დადებითი განწყობა სახეზე აღებეჭდება, სწორედ ამიტომ, ისინი უფრო მიმზიდველები ხდებიან.

გაითვალისწინეთ, რომ ამ შეთხვევაში მხოლოდ ერთ ჭიქაზე ვსაუბრობთ, უფრო მეტის დალევის შემთხვევაში კი, ვინმეს მოხიბვლის შანსი ნაკლებია. უფრო მეტიც, თრობა მთლიანად აკარგვინებს მომხიბვლელობას ორივე სქესის ადამიანებს.

ასე რომ, თამამად მიირთვით ერთი ჭიქა ალკოჰოლი და იცოდეთ, რომ ამ დროს თქვენ საოცრად მომხიბვლელები ხართ.