ჯანმრთელობა

5 ვარჯიში, რომელიც მკერდს უფრო დიდს, მკვრივსა და ლამაზს გახდის

5 ვარჯიში, რომელიც მკერდს უფრო დიდს, მკვრივსა და ლამაზს გახდის

ქალების უმეტესობას სურს, რომ დიდი, მყარი და ლამაზი მოყვანილობის მკერდი ჰქონდეს. ზოგიერთი მათგანი ამისთვის პლასტიკურ ქირურგიას მიმართავს, მაგრამ არსებობს ბუნებრივი გზებიც, რომლებსაც შეუძლია დაგემაროთ გქონდეთ ისეთი მკერდი, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდით.

გთავაზობთ 5 ვარჯიშს, რომელიც თქვენს მკერდს სასურველ ფორმას მისცემს. თუ ამ ვარჯიშებს ყოველ დღე გააკეთებთ, რამდენიმე კვირაში მკერდს ცვლილებას შეატყობთ. მკერდი აიწევს, უფრო მკვრივი და ლამაზი გახდება.

1. საწყისი პოზიცია, ხელებით დაეყდენით იატაკს ისე, რომ ხელები ზუსტად მხრების ქვეშ იყოს, წინა არ გასწიოთ, ასევე დაეყრდენით ფეხის თითებით, ხოლო შემდეგ, ნელ-ნელა წინ გადაადგილდით. და ისევ დაუბრუნდით საწყის პოზიციას. შემდეგ კი, გააკეთეთ 10 აზიდვა.

5 ვარჯიში, რომელიც მკერდს უფრო დიდს, მკვრივსა და ლამაზს გახდის

2. მიიღეთ ჰორიზონტალური პოზა. იატაკს ფეხის თითებითა და იდაყვებით დაეყრდენით. სხეულის პოზიცია უნდა იყოს სწორი და გაჭიმული. ღრმად ისუნთქეთ და იგრძენით, რომ კარგად ხართ გაჭიმული. უნდა იგრძნოთ ბალანსი და ამ პოზიციაში გაჩერდეთ დაახლოებით ხუთი წუთი.

5 ვარჯიში, რომელიც მკერდს უფრო დიდს, მკვრივსა და ლამაზს გახდის

3. მოიხარეთ ისე, როგორც ფოტოზეა აღბეჭდილი. ერთი ფეხის მუხლი რაიმეზე უნდა გედოთ, ხოლო ცალ ხელში უნდა გეჭიროთ ჰანტელი. გულ-მკერდის არე წინ წასწიეთ, ხოლო ჰანტელიანი ხელი წინ და უკან ამოძრავეთ. ეს ვარჯიში ორივე ხელზე 10-10-ჯერ გაიმეორეთ.

5 ვარჯიში, რომელიც მკერდს უფრო დიდს, მკვრივსა და ლამაზს გახდის

4. ამ ვარჯიშის დროს უნდა დაწვეთ იატაკზე. ორივე ხელით უნდა გეჭიროთ ჰანტელი და ბოლომდე ასწიოთ. მცირე პაუზებით ეს ვარჯიში გააკეთეთ 10-ჯერ.

5 ვარჯიში, რომელიც მკერდს უფრო დიდს, მკვრივსა და ლამაზს გახდის

5. ორივე ხელში უნდა გქონდეთ ჰანტელი. მხრები კარგად გაშალეთ, ხელები მოხარეთ და ნელ-ნელა თეძოებისკენ დაუშვით. შემდეგ ისევ ასწიეთ და ეს ვარჯიშიც 10-ჯერ გაიმეორეთ.

5 ვარჯიში, რომელიც მკერდს უფრო დიდს, მკვრივსა და ლამაზს გახდის

თუ ამ ვარჯიშებს რეგულარულად გააკეთებთ, შედეგს ერთ თვეში ნახავთ. მკერდი მკვრივი, დიდი და ლამაზი გახდება.



<a href="gofit-stayfit.com">gofit-stayfit.com</a>