LIFE

8 თანამედროვე ქართველი ქალი კინორეჟისორი

8 თანამედროვე ქართველი ქალი კინორეჟისორი

თანამედროვე ქართული კინოს წარმატების შესახებ ხშირად გვესმის, ბოლო წლების განმავლობაში უამრავი საინტერესო ფილმი შეიქმნა, რომლებმაც საერთაშორისო აღიარებები, ნომინაციები და პრიზები მოიპოვეს. განსაკუთრებულად აქტიურები და წარმატებულები, ქალი რეჟისროები აღმოჩნდნენ. TREND წარმოგიდგენთ 8 თანამედროვე ქართველ ქალ კინორეჟისორს.


1. ნანა ექვთიმიშვილი - ქართველი კინორეჟისორია, რომელიც ამავდროულად უამრავი მოთხრობის და რომანის „მსხლების მინდორი“ ავტორია. ძალიან წარმატებული აღმოჩნდა მისი ფილმი „გრძელი ნათელი დღეები“, რომელიც მან 2012 წელს, რეჟისორ სიმონ გროსთან ერთად გადაიღო. ფილმი რამდენიმე ქვეყნის კინოგაქირავებაში მოხვდა,100-ზე მეტ კინოფესტივალზე აჩვენეს და საერთაშორისო ფესტივალებზე 30-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის იყო ბერლინის, ჰონკონგის, პარიზის, სარაევოს, ლოს-ანჯელესის და ტოკიოს კინოფესტივალები. 2017 წელს კინოეკრანებზე, ამ ორი რეჟისორის მეორე ერთობლივი ნამუშევარი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ გამოვიდა. ფილმის პრემიერა სარაევოს კინოფესტივალზე შედგა და შემდეგ უამრავ საერთაშრისო კინოფესტივალზე გაემგზავრა.

8 თანამედროვე ქართველი ქალი კინორეჟისორი

2. რუსუდან ჭყონია - 2007 წელს გადაიღო ფილმი „სე ლა ვი“, ხოლო 2012 წელს რუსუდანმა თავისი პირველი სრულმეტრაჟანი ფილმი „გაიღიმეთ“ გადაიღო, ფილმი ტრაგიკომედიური ჟანრისაა და ქართველ ქალებსა და მათ პრობლემებზეა. ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა და დიდი წარმატება მოიპოვა.

8 თანამედროვე ქართველი ქალი კინორეჟისორი




3. ქეთი მაჭავარიანი - „მარიამი“-სა და „შუშის ნამსხვრევი“-ს რეჟისორმა, 2011 წელს გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „მარილივით თეთრი“. საქართველოს კინოთეატრებში გამოსვლამდე, ფილმს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ევროპაში. „მარილივით თეთრი” – სოციალური დრამაა, რომელმაც კოტბუსის პრესტიჟულ კინოფესტივალზე ორი პრიზი მოიპოვა და რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.

8 თანამედროვე ქართველი ქალი კინორეჟისორი





4. რუსუდან პირველი - დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "მეზობლები" (2001), "ფანჯარა" (2005) და "სუსა" (2010). „სუსა“ - საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და საერთაშორისო ფესტივალებზე 10-მდე პრიზი მოიპოვა, მათ შორის თბილისის მეთერთმეტე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი "ოქროს პრომეთე“.

8 თანამედროვე ქართველი ქალი კინორეჟისორი




5. თინათინ გურჩიანი - მისი ფილმი „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ 2012 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე და თბილისის მე–13 საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ქართულ ფილმად აღიარეს, შემდეგ კი მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალი მოიარა და დამსახურებული პრიზებიც მიიღო.

8 თანამედროვე ქართველი ქალი კინორეჟისორი



6. თეონა მღვდელაძე-გრენადე - მისი სადიპლომო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „მივიწყებული პარტიტურა" 40-ზე მეტ კინოფესტივალზე აჩვენეს, სადაც მან 5 პრიზი მოიპოვა. მისი და თიერი გრენადეს ერთობლივი ნამუშევარი „ძმა“ 2014 წელს საფრანგეთი-საქართველოს ერთობლივი ნაწარმია, რომლის მსოფლიო პრემიერა 2014 წელს როტერდამის კინოფესტივალზე გაიმართა. ამის შემდეგ ფილმმა მრავალრიცხოვანი პრესტიჟული კინოფესტივალები მოიარა და ფრანგულ კინოგაქირავებაშიც წარადგინეს.


8 თანამედროვე ქართველი ქალი კინორეჟისორი




7. თინათინ ყაჯრიშვილი - რამდენიმე დოკუმენტური და მოკლემეტრაჟანი ფილმის შემდეგ, თინათინმა პირველი სრუმლეტრაჟანი ფილმი „პატარძლები“ 2014 წელს გადაიღო, ფილმის პრემიერა ბერლინის კინოფესტვალზე შედგა სექციაში „პანორამა", სარაევოს მე-20 კინოფესტივალზე კი ფილმმა ორი პრიზი დაიმსახურა - ჟიურის სპეციალური პრიზი და პრიზი საუკეთესო ქალი მსახიობისთვის. 2018 წელს კი კინოეკრანებზე თინათინ ყაჯრიშვილის ახალ ფილმი „ჰორიზონტი“ გამოვა.


8 თანამედროვე ქართველი ქალი კინორეჟისორი



8. ანუნა ბუკია - სხვადასხვა მულტიმედია პროექტებზე მუშაობის შემდეგ, ანუნამ გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „მე გადავცურე ენგური“- ფილმი ომგამოვლილი ადამიანების მძიმე და გაურკვეველ ყოფაზე, საზღვრის მალულად გადაკვეთის სირთულეებსა და სახლის ძიების მტკივნეულ პროცესებზე გვიამბობს.
ფილმის ერთ-ერთი გმირი თავად სოხუმიდან დევნილი რეჟისორია და მასთან ერთად გერმანული ვოისის გამარჯვებულის, ნათია თოდუას ოჯახი. სახლის დაბრუნების და სახლის ძიების პროცესში ისინი ერთად კვეთენ რუსი ჯარისკაცების კონტროლ ქვეშ არსებულ საზღვარს მალულად.

ფილმის დახურული ჩვენებები გრძელდება საერთაშორისო პლატფორმებზე. 21 თებერვალს ფილმს ნახავენ ვაშინგტონში. 2-3 მარტს მაყურებელთა მაღალი ინტერესის გამო ფილმი ნაჩვენები იქნება საქართველოს კინოთეატრებში

ამჟამად რეჟისორი მუშაობს ციფრულ და ვებ პროექტებზე და ახალ დოკუმენტურ ფილმზე ,,მეორადი ქვეყანა"




8 თანამედროვე ქართველი ქალი კინორეჟისორი