1. შენი პარტნიორი მამაკაცი ძალიან მთვრალია
„ვისკის ეფექტი“ ნამდვილად არსებობს, თუმცა, მეორე მხრივ, ალკოჰოლის ქვეშ სექსი ბუნებრივზე დიდხანს გრძელდება. თუ პარტნიორი იმდენად მთვრალია, რომ დანაწევრებულად საუბრობს და ეძინება, სექსით დაკავება, შესაძლოა, საერთოდაც ვერ შეძლოს — სასურველია, ჯერ კარგად გამოიძინოს. თუმცაღა, ეს აუცილებლად სიმთვრალის ბრალი არ არის — სხვა უამრავი მიზეზი არსებოს, რატომ ვერ აღწევენ მამაკაცები ორგაზმს.
2. სტრესულ მდგომარეობაშია
სტრესი ერექციის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია. ეს 30 წლამდე მამაკაცებს არ ეხება, თუმცა, თუ შენ პარტნიორს ბოლო 1 თვის განმავლობაში რთული პერიოდი ჰქონდა ან სერიოზული პრობლემები აქვს, ნუ გაგიკვირდება, რომ ერექციის მიღწევა უჭირს. ასევე, შესაძლებელია, პრობლემა სექსის წინ ნერვიულობამაც გამოიწვიოს: როდესაც მამაკაცი ღელავს, მოგეწონება თუ არა მასთან, ერექციაზე კონცენტრირება უჭირს. ეცადე, ასეთ დროს დაამშვიდო და რელაქსაციისთვის შესაბამისი გარემო შეუქმნა.
3. რამე ქრონიკული დაავადება აქვს
არსებობს რამდენიმე დიაგნოზი, რომლებიც ერექციასთან პირდაპირ კავშირშია, მაგალითად — გულის დაავადებები, დიაბეტი, გაფანტული სკლეროზი და სხვადასხვა სახის ქირურგიული ჩარევები. ამ შემთხვევაში, ექიმის ჩართულობის გარეშე, ერექციის პრობლემას ვერ მოაგვარებ. გახსოვდეს: ერექციული დისფუნქცია დამოუკიდებლად გამოწვეული პრობლემა არ არის, ის ჯანმრთელობის ძალიან მრავალფეროვანი პრობლემების შედეგია.
4. შენთან სექსისთვის ზედმეტად „მოემზადა“
იმის, გამო, რომ სურდა, შენზე დადებითი შთაბეჭდილება მოეხდინა, შესაძლოა, სტამინას ასამაღლებლად (სექსუალური აქტის გასახანგრძლივებლად) რამდენიმეჯერ მასტურბაციას მიმართა; გადაამეტა და ახლა დასვენება სჭირდება.
5. თავს შენ გამო იკავებს
შეიძლება ფიქრობს, რომ არ გსურს, გაჩერდეს. აგრძნობინე, რა გინდა და თუ ამას მისი მხრიდან რეაგირება არ მოჰყვება, ნუ მოგერიდება უთხრა, რომ სექსის გაგრძელება აღარ გსურს.
6. მის პენისს სპეციფიკური მოთხოვნები აქვს
პენისი, ადამიანების ხასიათის მსგავსად, ჩვევებზე დამოკიდებულია. შესაძლოა, მამაკაცი კონკრეტული სახის მასტურბაციას მიეჩვოს — მაგალითად, გარკვეულ სისწრაფეს და ა.შ. და სხვა სახის სტიმულირებაზე რეაგირება ვეღარ მოახდინოს. ამ სინდრომს „სასიკვდილო ხელის მოჭერას“ ეძახიან: შეიძლება, მასტურბაციის დროს პენისს ხელს ძალიან უჭერს, კონკრეტული კუთხით მოძრაობს, ან პენისის თავის სტიმულირებას ისეთი მეთოდებით ახდენს, რაც ვაგინას ფიზიკურად არ შეუძლია. დასაშვებია ისიც, რომ უბრალოდ სექსის კონკრეტულ პოზებსაა მიჩვეული. ამ სიტუაციიდან გამოსავალი, შეიძლება, მასტურბაციის სიხშირის შემცირება ან საჭირო დროს თავის საყვარელ პოზაში მოთავსება იყოს.
7. ექიმმა დანიშნულება შეუცვალა და ახალმა პრეპარატებმა უკუჩვენება გამოიწვია
თუ იცი, რომ ორგაზმის პრობლემა ადრე არასოდეს ჰქონია, სავსებით შესაძლებელია, მიზეზი სწორედ ახალი მედიკამენტები იყოს. წამლების გვერდით მოვლენებს შორის, ერექციასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ ხშირად ამოიკითხავ. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარტნიორი დარწმუნებულია, რომ მისი პრობლემა სწორედ მედიკამენტების ბრალია, აუცილებლად უნდა გაესაბუროს ექიმს, ვიდრე მის დანიშნულ წამლებს თვითნებურად შეეშვება. თანაც, ისიც სრულიად შესაძლებელია, რომ ანალოგიური პრობლემა ახალმა წამალმაც გამოიწვიოს.
თემები: სექსი, ორგაზმი, როცა მამაკაცს ორგაზმის მიღწევა უჭირს, რატომ უჭირთ კაცებს ორგაზმის მიღწევა, ორგაზმთან დაკავშირებული პრობლემები მამაკაცებში, რა უნდა ვიცოდეთ მამაკაცის ორგაზმის შესახებ, მამაკაცის ორგაზმი, მამაკაცი