სოციალურ ქსელში გავრცელებული 7 მითი კვების შესახებ, რომლებსაც არ უნდა დაუჯეროთ
- 20.03.2018
მითი № 1. ყველა დიეტა მავნებელია
რეალობა: გამოკვლევების შედეგებმა აჩვენეს, რომ ყველა დიეტა არ არის მავნებელი. მაგალითად, ხმელთაშუა ზღვის დიეტა სასარგებლოა. მისი რაციონის ფუძეა - ხილი და ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები, პარკოსანი და ზეითუნის ზეთი. კიდევ ერთი დიეტა, რომლის სარგებლობაც მეცნიერულად არის დადასტურებული, - ნორდიულია. მის ფუძეს შეადგენს თევზი, მარცვლეული და ბოსტნეული, არის შეზღუდვები დესერტისა და ხორცის გამოყენებაზე.
მითი № 2. რძე ამაგრებს კბილებსა და ძვლებს
რეალობა: მეცნიერები 20 წლის განმავლობაში სწავლობდნენ 1,2 მლნ. ადამიანის კვებით რაციონს და მივიდნენ ასეთ აზრამდე: თუ ყოველდღე დავლევთ რძეს, ეს გავლენას არ ახდენს ძვლების სიმყიფეზე, არ ამცირებს მოტეხილობების რისკს და არ იცავს ოსტეოპოროზისგან. იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ ეს ყველაფერი, უნდა დავამატოთ რაციონში 800-1000 მგ D ვიტამინი. ძვლების ჯანმრთელობისთვის ვიტამინები რძეზე უფრო ეფექტურია.
მითი № 3. ბევრი ყავის დალევა მავნებელია
რეალობა: დღეში 3 ფინჯანი ყავა 25 %-ით ამცირებს დემენციის განვითარების რისკს, 5 ფინჯანი კი - იცავს ალცჰაიმერის დაავადებისგან. ყავა ეხმარება ჩვენს ტვინს კარგ მუშაობაში და იყოს ჯანმრთელი. გარდა ამისა, ყავა არ იწვევს ორგანიზმის გაუწყლობას.
მითი № 4. პოპკორნი - მავნე ფასტფუდია
რეალობა: დანამატების გარეშე სუფთა პოპკორნი მთლიანმარცვლოვანი პროდუქტია, რომელიც მდიდარია პოლიფენოლებით - ძლიერი ანტიოქსიდანტებით, რომლებიც იცავენ ორგანიზმს ათეროსკლეროზისგან, დიაბეტისგან, ხელს უშლიან ქოლესტერინის დაგროვებას. პოპკორნში მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე ხილსა და ბოსტნეულში.
მითი № 5. ქოქოსის კარაქი სხვა ცხიმებზე უკეთესია
რეალობა: ქოქოსის კარაქში გაჯერებული ცხიმების 90 %-ია. შედარებისთვის, საქონლისა და ღორის ცხიმში ისინი 40 % შეადგენს, ნაღების კარაქში კი - 64 %-ია. გაჯერებული ცხიმების დიდი რაოდენობა მავნებელია ჯანმრთელობისთვის. ქოქოსის კარაქი უნდა გამოიყენოთ ზომიერად.
მითი № 6. ყავისფერი ბრინჯი - მინერალების წყაროა
რეალობა: ყავისფერი ბრინჯი - ეს დაუმუშავებელი ბრინჯია, რომელზეც არის ქატოს გარსი, მაგრამ არ არის ჩენჩო. სასარგებლო მინერალების გარდა მასში შეიძლება იყოს არაორგანული დარიშხანი, რომელიც მინდვრებში წყალში ხვდება ნიადაგიდან. ყავისფერ ბრინჯში შეიძლება აღმოჩნდეს 80 %-ით მეტი დარიშხანი, ვიდრე თეთრში, - ქიმიკატი გროვდება ქატოს გარსში. ამიტომ ყავისფერი ბრინჯის დიდი რაოდენობით გამოყენება არ არის უსაფრთხო.
მითი № 7. მწვანე ჩაის დალევა შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით
რეალობა: კატეხინები, რომლებსაც მწვანე ჩაი შეიცავს, დიდი კონცენტრაციით ღვიძლისთვის შეიძლება ტოქსიკური იყოს. რეკომენდებულია არა უმეტეს 240-240 მლ 3 ფინჯანი მწვანე ჩაი დღეში. მწვანე ჩაი არ არის ყველა დაავადების პანაცეა, ამიტომ არ უნდა დალიოთ ის წყლის მაგივრად.
თემები: დიეტა, თავის მოვლა, რჩევები ქალებს, ჯანმრთელობა
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია