რა არის ცხოვრების 5 მთავარი წესი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
- 24.03.2018
ვერძი:
1. ჩხუბი და კამათი სახიფათო არ არის;
2. უმჯობესია, წუხდე იმაზე, რაც გააკეთე, ვიდრე საერთოდ არაფერი გააკეთო;
3. ადამიანები არ ბერდებიან, სანამ ახალგაზრდა სული აქვთ;
4. იყო ჯიუტი, არ არის ცუდი;
5. ნუ დაესხმები თავს სხვას, მაგრამ ყოველთვის მზად იყავი საკუთარი თავის დასაცავად.
კურო:
1. ის რაც ჩემია, შენი არ არის;
2. მას, ვისაც არ უყვარს საჭმელი, არ უყვარს ადამიანები;
3. ვერასოდეს ვიქნებით საკმარისად მდიდრები იმისთვის, რომ სასურველი მდიდრული ნივთები ვიყიდოთ;
4. არასოდეს იკამათოთ იდიოტთან. მათ ვერაფერს გააგებინებთ. მხოლოდ განწყობას გაგიფუჭებენ.
5. ნდობის მოპოვება რთულია, მისი დაკარგვა კი, ძალიან მარტივი.
ტყუპები:
1. არავინ იცის ცხოვრება რას უმზადებს;
2. ორი თავი უკეთ ფიქრობს, ვიდრე ერთი;
3. ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნელოვანია;
4. შეყვარებულები მოდიან და მიდიან, მაგრამ მეგობრები რჩებიან სამუდამოდ;
5. გაუნათლებელ გონებაში ეშმაკი სახლობს.
კირჩხიბი:
1. ჩემი სახლი ჩემი თავშესაფარია;
2. ყველაფერს იღებს ის, ვისაც დალოდება და მოთმენა შეუძლია;
3. დადანაშაულება მარტივია, თუმცა სიმართლის გარკვევა რთული;
4. გენიოსობასა და სიგიჟეს შორის დიდი კავშირია.
5. ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ აზრის შეცვლა, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და არ შეუძლიათ სიმართლის დანახვა.
ლომი:
1. დაისახე დიადი მიზნები, იყავი ყოველთვის პირველი;
2. სასიამოვნო მანერებს შეუძლიათ გააღონ ის კარი, რომელსაც საუკეთესო განათლება ვერ აღებს;
3. თუ რაიმეს გაკეთებას აპირებ, გააკეთე ის სწორად;
4. თუ საყვარელ ადამიანს მალავ, ეს სიყვარული არ არის;
5. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.
ქალწული:
1. მოთმინება და რთულ საქმეებზე პასუხისმგებლობის აღება წარმატების გასაღებია.
2. ტყუილის თქმა სხვისი კეთილდღეობისთვის გამართლებულია;
3. სისულელეა დროის დაკარგვა იმ საქმეზე, რომელიც არაფერში გჭირდება;
4. მიჰყვები გონებას და არა გულს;
5. ყველაფერი გააკეთე სრულყოფილად, ან საერთოდ არ გააკეთო.
სასწორი:
1. ადამიანი უფრო ბედნიერია, როცა მას სხვას უზიარებს;
2. გამარჯვების ყველაზე სწორი გზა დიპლომატიაა;
3. მუდამ პრინციპების დაცვა სულელური საქციელია. ზოგჯერ აუცილებელიც კია რომ მათ უღალატოთ.
4. მეგობრები ახლოს გყავდეთ და მტრები კიდევ უფრო ახლოს;
5. სიყვარულს დამტკიცება სჭირდება.
მორიელი:
1. თუ რაიმეს ვნებითა და ჟინით არ აკეთებთ, არასწორ გზაზე დგახართ;
2. მგელი ტყავს შეიცვლის, მაგრამ ბუნებას - არა;
3. იშოვე პური შენი ოფლით;
4. ადამიანს ვერ გაიცნობთ მანამდე, სანამ მის გვერდით არ იცხოვრებთ;
5. რაც არ გკლავს, გაძლიერებს.
მშვილდოსანი:
1. სჯობს იტიროთ ბრძენთან, ვიდრე იცინოთ სულელთან;
2. რაც უფრო მეტი მეგობარი გყავთ, მით უფრო მდიდარია თქვენი ცხოვრება;
3. ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე;
4. სიტყვებზე მნიშვნელოვანი მოქმედებაა. მოქმედებას ყველაფრის თქმას შეუძლია;
5. არაფერია რთული, თუ საქმეს მთელი გულით გააკეთებთ.
თხის რქა:
1. აუცილებლად დამარცხდება ის ადამიანი, რომელიც საკუთარი თავის რწმენას დაკარგავს;
2. დრო ფულია;
3. ყველა წესი რაღაც მიზეზით არსებობს;
4. მატყუარა ადამიანი არაფრად არ ღირს;
5. ბევრი შრომის შედეგად მიიღწევა სრულყოფილება.
მერწყული:
1. როცა არავინ გთხოვს, არც უნდა გასცე რჩევები;
2. ცხოვრება საუკეთესოა მაშინ, როცა ცხოვრობ ისე, როგორც შენ გსურს;
3. ჩვენ ყველანი მარტონი დავიბადეთ;
4. სიყვარული მშვენიერია, მაგრამ ამავდროულად ის ადამიანების სისუსტეა;
5. ასესხებ ფულს და დაკარგავ მეგობარს.
თევზები:
1. რატომ გავაკეთო საქმე დღეს, როცა მისი გაკეთება ხვალაც შემიძლია?!
2. დაპირებები ცარიელი სიტყვებია;
3. ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია მუსიკა, ცრემლები და სიცილი;
4. ნამდვილია სიყვარული მაშინ, როცა ერთმანეთი თქვენი ნაკლოვანებებით გიყვართ;
5. ვერასოდეს გაუგებ სხვებს, თუ საკუთარი თავის არ გესმის.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, ასტროლოგია
<a href="http://thewildchild.co.za/">http://thewildchild.co.za/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია