LIFE

დროა შეწყვიტოთ საკუთარი თავის მოტყუება - რაში უშლის ქალს ხელს ქორწინება

დროა შეწყვიტოთ საკუთარი თავის მოტყუება - რაში უშლის ქალს ხელს ქორწინება

 1. ცნების შეცვლა

დროა შეწყვიტოთ საკუთარი თავის მოტყუება - რაში უშლის ქალს ხელს ქორწინება

ქალებს რატომღაც ჰგონიათ, რომ თუ თანაცხოვრებას ქორწინებას უწოდებენ, ის ქორწინებად გადაიქცევა.

არსებობს ურთიერთობების სამი ძირითადი ეტაპი: შეხვედრები, თანაცხოვრება და ქორწინება. როგორც კი მამაკაცს მოაქვს შენთან სახლში თავისი ნივთები და კბილის ჯაგრისი, შენ მისი ცოლი ხდები. ეს მხოლოდ შენს გონებაში. არადა, ის არ დაქორწინებულა შენზე, უბრალოდ აწყობს თანაცხოვრების ეს ფორმა.

ქალების დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეთ გათხოვილი ქალის სტატუსი, მამაკაცი კი არ განიცდის არანაირ დისკომფორტს როდესაც უცოლოა. რა თქმა უნდა, ერთადერთი შემთხვევის გარდა - თუ ნამდვილად შეყვარებულია.

დაფიქრდით, რას აძლევს თანაცხოვრება მამაკაცს? - ქორწინების ყველა უპირატესობას და არცერთ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია ოფიციალურ რეგისტრაციასთან. ის კარგად გრძნობს თავს, და თუ მობეზრდება - ნებისმიერ მომენტში შეუძლია წავიდეს და შენთან არანაირი ვალდებულება არ ექნება.

2. უნდა მოსინჯოთ - იქნებ არ უხდებით ერთმანეთს?

დროა შეწყვიტოთ საკუთარი თავის მოტყუება - რაში უშლის ქალს ხელს ქორწინება

სტატისტიკა - უმოწყალო რამ არის: ანელი რუფუსის გამოკვლევის მიხედვით, რომელიც 2010 წლის ივლისში ბრიტანულ გაზეთ The Daily Telegraph-ში გამოქვეყნდა, წყვილები, რომლებიდანაც ერთ-ერთი მეუღლე ადრეც იმყოფებოდა სხვასთან თანაცხოვრებაში, ორჯერ უფრო ხშირად ეყრებიან ერთმანეთს, ვიდრე ისინი, რომლებიც ქორწინებამდე არავისთან თანაცხოვრობდნენ. რატომ? იმიტომ რომ თანაცხოვრების დროს ადვილია დაშორდე პარტნიორს, თუნდაც იმიტომ, რომ არ არის საჭირო მიმართო სასამართლოს და გააფორმო დოკუმენტები.

3. ვინ არის მამა? მე ვარ მამა? პირველად მესმის...

დროა შეწყვიტოთ საკუთარი თავის მოტყუება - რაში უშლის ქალს ხელს ქორწინება

დიახ, თავად გადაწყვეტ გააჩინო ბავშვი თუ არა, მაგრამ თუ შვილის გაჩენა გინდა, მასთან დაკავშირებული სიძნელეებიც თავად უნდა გადალახო. მნიშვნელოვანია გესმოდეს, რომ დღევანდელი ურთიერთობები არ იძლევა ბედნიერი მომავლის გარანტიას. თუ გავითვალისწინებთ, რომ კანონიერი ქმრებიც, და მამებიც წარმატებულად არიდებენ თავს ალიმენტების გადახდას, რას მიიღებ პარტნიორისგან იმ შემთხვევაში, თუ მას არ სჭირდება ბავშვი? - და ეს იმის შემდეგ, რაც უამრავ ძალას და დროს დახარჯავ დასამტკიცებლად, რომ სწორედ ის არის ბავშვის მამა.

4. თანაცხოვრება - ეს ნორმალურია

დროა შეწყვიტოთ საკუთარი თავის მოტყუება - რაში უშლის ქალს ხელს ქორწინება

დაუშვათ, რომ ეს ყველაფერი არ გაღელვებს უბრალოდ იმიტომ, რომ საერთოდ არ აპირებ მასზე გათხოვებას. ურთიერთობის ეს ფორმა გაწყობს და ჯერ არ აპირებ ბავშვის გაჩენას. მოკლედ, სრულიად კომფორტულად გრძნობ თავს თანაცხოვრებაში ამ მამაკაცთან, მერე კი გაერკვევი, მაგრამ არის ერთი მაგრამ:

არ არის საჭირო უწოდო თანაცხოვრებას ქორწინება, ეს ქორწინება არ არის. და თუ მზად ხარ აღიარო ეს - ყველაფერი შესანიშნავია. მაგრამ თუ ისევ აგრძელებ და საკუთარ თავს უწოდებ ცოლს, მას კი - ქმარს, უნდა დაფიქრდე, თავს ხომ არ იტყუებ.



<a href="http://www.cosmo.ru">www.cosmo.ru</a>