LIFE

5 რამ, რაც ყველაზე წარმატებულ ქალებს საერთო აქვთ

5 რამ, რაც ყველაზე წარმატებულ ქალებს საერთო აქვთ

ყველაზე წარმატებულია ის ქალი, რომელიც ახერხებს წარმატების მიღწევას კარიერაშიც, პირად ურთიერთობაშიც და ამავდროულად, საკუთარ თავზეც ზრუნავს. ეს არ არის მარტივი, პირიქით, ძალიან რთული გამოწვევაა. რთულია, მაგრამ ქალების ნაწილი მაინც ახერხებს ბალანსის პოვნას.

სწორედ ასეთია კომპანია Xero-ს ვიცე-პრეზიდენტი, ემი ვეტერი, რომელიც საკუთარი გამოცდილების საფუძველზე იმ 5 მთავარ პრინციპს გვიზიარებს, რომლებიც წარმატებისთვის აუცილებელია და რომლებიც წარმატებულ ქალებს საერთო აქვთ.

1. ყველაზე წარმატებული ქალი მუდამ ვითარდება, მუდამ სიახლის ძიებაშია - გარდა იმისა, რომ მას აქვს რაღაც კონკრეტული საქმე, ის მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და ცდილობს, სხვა საქმეც წამოიწყოს. გარდა იმისა, რომ ის შეიძლება ლექციებს კითხულობდეს რომელიმე უნივერსიტეტში, პარალელურად, შესაძლოა, ბიზნეს საქმიანობითაც იყოს დაკავებული და მის განვითარებას ცდილობდეს. 

5 რამ, რაც ყველაზე წარმატებულ ქალებს საერთო აქვთ

„10 წლის განმავლობაში ჩემი საკუთარი ბიზნესი მქონდა. პარალელურად ვკითხულობდი ლექციებს უნივერსიტეტებში, გამოვდიოდი კონფერენციებზე. ამან დიდი გავლენა იქონია ჩემს შემდგომ წარმატებაზე ბებიამ“, - ამბობს ემი ვეტერი. 

2. ყველაზე წარმატებულ ქალებს არ ეშინიათ მარცხის - როცა 12 წლის იყო, ვეტერი ავტობუსით მიდიოდა და ქალაქის დატოვება უხდებოდა იმისთვის, რომ დედის კომპანიაში მისულიყო. უყურებდა დედას, რომელიც ბევრს მუშაობდა და ხანდახან იყო წარუმატებლობის შემთხვევებიც. მაგრამ ემიმ მის შეცდომებზე ისწავლა და ეს დაეხმარა გაეცნობიერებინა, რომ წარუმატებლობა ცხოვრების თანმდევია, დაეხმარა, რომ უფრო თამამად გაეწია რისკი.

5 რამ, რაც ყველაზე წარმატებულ ქალებს საერთო აქვთ

ვეტერი ამბობს, რომ ეს ცხოვრებაა და წარუმატებლობის გარეშე ის წარმოუდგენელია. უბრალოდ უნდა გააცნობიეროთ ყოველივე და უფრო თამამად გადადგათ ნაბიჯები. 

3. ყველაზე წარმატებულ ქალებს ჰყავთ მეგობრები, რომლებთანაც აქვთ საერთო ინტერესები, რომლებიც მათი მხარდამჭერები არიან - მნიშვნელოვანია გვერდით ძლიერი მხარდამჭერი გყავდეს. დახმარება და მხარდაჭერა დროდადრო ყველას გვჭირდება და კარგია, როცა ამ დროს გვერდით მყარი დასაყრდენი ადამიანები გვყავს. 

5 რამ, რაც ყველაზე წარმატებულ ქალებს საერთო აქვთ

4. ყველაზე წარმატებული ქალები იყენებენ შესაძლებლობებს - ზოგჯერ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა და ამ შესაძლებლობას ან ვერ ხედავს, ან თვლის, რომ მზად არ არის მის მისაღებად. ყველაზე წარმატებული ქალები იმიტომაც არიან წარმატებულები, რომ ეს შესაძლებლობები დაინახეს და უარი არ თქვეს მათზე. ნუ ჩათვლით, რომ მზად არ ხართ, თუ მოინდომებთ, ყველაფერი გამოგივათ.

5 რამ, რაც ყველაზე წარმატებულ ქალებს საერთო აქვთ

5. ყველაზე წარმატებული ქალები თავად იქმნიან პირად სივრცეს - ვეტერისთვის პირადი სივრცე ნიშნავს დროს იოგასთვის, ან სირბილისთვის, რაც თავის მხრივ ეხმარება იმაში, რომ შეძლოს დააბალანსოს სამსახურებრივი და ოჯახური ურთიერთობები, გადაჭრას პრობლემები, ან უბრალოდ განიტვირთოს. 

5 რამ, რაც ყველაზე წარმატებულ ქალებს საერთო აქვთ

„როცა პრობლემები გაქვს, შენ არ შეგიძლია მათი გადაჭრა მხოლოდ იმიტომ, რომ დრო არ გაქვს მათზე საფიქრად, ერთ შეხვედრას მეორე ცვლის და ასე გრძელდება უსასრულოდ. მაგრამ როცა მარტო რჩები, დარბიხარ, ან იოგათი კავდები, გონება ერთგვარად გადაიტვირთება და სწორედ ამ დროს ვახერხებ პრობლემებიდან გამოსავლის პოვნას. ამიტომ, აუცილებლად მიეცით დრო საკუთარ თავს, მიეცით მას განტვირთვის საშუალება“, - ამბობს ვეტერი.



<a href="http://www.inc.com">www.inc.com</a>