სილამაზე

როგორ მკურნალობენ ცელულიტს ბრაზილიაში და თავის მოვლის მსოფლიო გამოცდილება

როგორ მკურნალობენ ცელულიტს ბრაზილიაში და თავის მოვლის მსოფლიო გამოცდილება

სილამაზის შენარჩუნებისთვის ადამიანები ათასნაირ საშუალებას მიმართავენ და ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებებს უზიარებენ. ამასთანავე, ყველა ქალს სურს, თავის მოვლის ახალი მეთოდების შესახებ შეიტყოს. გთავაზობთ სილამაზის შენარჩუნების მრავალფეროვან გამოცდილებებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს. 

1. ქერტლის წინააღმდეგ ბრძოლა ავსტრალიურად

როგორ მკურნალობენ ცელულიტს ბრაზილიაში და თავის მოვლის მსოფლიო გამოცდილება

ავსტრალიაში ქერტლისგან გათავისუფლების არაჩვეულებრივ საშუალებას მიმართავენ, თანაც მათი მიბაძვა საკმაოდ მარტივია: შამპუნში ევკალიპტის ან ჩაის ხის ზეთის რამდენიმე წვეთი ჩაამატე და ქერტლს სამუდამოდ დაემშვიდობე.

2. ჩაშავებული თვალების მკურნალობა ესპანურად

ასეულობით წელია, ქალები ჩამუქებული თვალის უპეების გასაფერკმრთალებლად კიტრს იყნებენ. ესპანელი ქალბატონები კი ამ პრობლემის გადასაწყვეტად თვალებზე კარტოფილის თხელ ნაჭრებს 10 წუთის განმავლობაში იდებენ. ეს პროცედურა თვალების გარშემო წრეებსაც აქრობს და კანსაც ათეთრებს.

3. ცელულიტის მკურნალობა ბრაზილიურად

როგორ მკურნალობენ ცელულიტს ბრაზილიაში და თავის მოვლის მსოფლიო გამოცდილება

ცელულიტისგან გათავისუფლების მეთოდები ყოველთვის სკეპტიკურად იყო აღქმული, თუმცა ბრაზილიელმა ქალებმა ეს პრობლემა მარტივად დაძლიეს: ისინი რამდენიმე წუთის განმავლობაში სხეულს ქვიშით იზელენ და შედეგიც არ იგვიანებს. ქვიშა ცელულიტსაც აქრობს და კანის მასაჟსაც აკეთებს.

4. ენერგიის აღდგენა ზიმბაბვურად

როგორ მკურნალობენ ცელულიტს ბრაზილიაში და თავის მოვლის მსოფლიო გამოცდილება

იმისათვის, რომ ლამაზად გამოიყურებოდე, აუცილებელია ენერგიის აღდგენა. ენერგიის მარაგი ორგანიზმს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებისთვის სჭირდება. გარდა იმისა, რომ კვების რაციონიდან ენერგეტიკული სასმელები უნდა გამორიცხო, ზიმბაბველი ქალები ასეთ ხერხს მიმართავენ: ჩაის აუცილებლად ლიმონით სვავენ — ლიმონით ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს და ადამიანს ენერგიით ავსებს.

5. თმის მოვლა ინდურად

როგორ მკურნალობენ ცელულიტს ბრაზილიაში და თავის მოვლის მსოფლიო გამოცდილება

ინდოელი ქალებისთვის თმის მოვლა ყველაზე მნიშვნელოვანია და შემთხვევითი არ არის, რომ მათ სქელი, მბზინვარე და დავარდნილი თმა აქვთ. მათი თმის სილამაზის საიდუმლო ქოქოსის ზეთია: მას კვირაში ერთხელ, ძილის წინ თმაში იზელენ, დილას კი თმას თბილი წყლით იბანენ.

6. ტუჩების მოვლა იტალიურად

როგორ მკურნალობენ ცელულიტს ბრაზილიაში და თავის მოვლის მსოფლიო გამოცდილება

იტალიელი ქალები, ბერძენი ქალების მსგავსად, ბაგეების დასარბილებლად ზეითუნის ზეთს ისვამენ. თუმცა, ზეითუნის ზეთის შეზელა ტანზეც მიზანშეწონილია — კანს საოცრად არბილებს და ატენიანებს.

7. კანის მოვლა სკანდინავიურად

როგორ მკურნალობენ ცელულიტს ბრაზილიაში და თავის მოვლის მსოფლიო გამოცდილება

სკანდინავიელ ქალებს შესაშური კანის სტრუქტურა ამ მეთოდის დამსახურებით აქვთ:  ბერვ მინერალურ წყალს სვამენ და დღეში რამდენიმეჯერ სახეზე ცივ წყალს ისხამენ.

8. სიბერის წინააღმდეგ ბრძოლა ჩინურად

როგორ მკურნალობენ ცელულიტს ბრაზილიაში და თავის მოვლის მსოფლიო გამოცდილება

ქალების მთავარი მიზანია, ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ. ამისთვის კი ქირურგიული ჩარევები სულაც არ სჭირდებათ ჩინელ ქალბატონებს: ისინი დიდი რაოდენობით თეთრი ჩაის, იგივე „მაკაბეოს“ სვავენ, რომელიც კანს რადიკალებისგან ათავისუფლებს.

9. თავის მოვლა სამხრეთ ამერიკულად

როგორ მკურნალობენ ცელულიტს ბრაზილიაში და თავის მოვლის მსოფლიო გამოცდილება

სამხრეთ ამერიკელების სილამაზის საიდუმლო ავოკადოა. ის ბევრ სასარგებლო ვიტამინს შეიცავს, რაც თმის ზრდას და კანის გაწმენდას უწყობს ხელს.

10. ფრჩხილების მოვლა ფრანგულად

როგორ მკურნალობენ ცელულიტს ბრაზილიაში და თავის მოვლის მსოფლიო გამოცდილება

ფრანგი ქალები ფრჩხილების მოვლისთვის ლიმონის წვენს იყენებენ. თუ თითებს 10-15 წუთის განმავლობაში ლიმონის წვენში ჩადებ, ფჩხილები საგრძნობლად გაგითეთრდება და გაგიმაგრდება.

11. თმის მოვლა ფილიპინურად

ინდოელების მსგავსად, ფილიპინელ ქალებსაც ძალიან ლამაზი თმა აქვთ. ისინი ამისთვის ალოეს გელს იყენებენ: ალოეს მდიდარი მატენინებელი თვისებები აქვს — თმას არბილებს, ატენიანებს და მბზინვარებას ანიჭებს. სასურველი შედეგის მისაღებად საკმარისია, დაბანამდე 10 წუთით ადრე თმაში ალოეს გელი შეიზილო.

12. კანის მოვლა ირლანდიურად

ირლანდიელ ქალებს ძალიან უყვართ ზღვის მცენარეები. მათ სალათებში ურევენ და ბანაობის დროსაც ხშირად იყენებენ. ზღვის მცენარეები კანის დატენიანების არაჩვეულებრივი საშუალებაა.



წყარო: <a href="http://allwomenstalk.com">allwomenstalk</a>