ჯანმრთელობა

ენერგეტიკული სასმელი, ალკოჰოლი და ადამიანის ჯანმრთელობა

ენერგეტიკული სასმელი, ალკოჰოლი და ადამიანის ჯანმრთელობა

ენერგეტიკული სასმელები ადამიანის ჯანმრთელობაზე იმაზე ცუდად მოქმედებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა გაზიანი, ალკოჰოლის შემცველი სასმელი. ეს, რა თქმა უნდა, სიახლე არ არის და ყველამ თუ არა, უმრავლესობამ ვიცით, რომ, შემადგენლობის გამო, ენერგეტიკული სასმელი სწრაფ დამოკიდებულებასაც იწვევს. გარდა ამისა, მკვლევარებმა, რომლებიც კოფეინის შემცველ ენერგეტიკულ სასმელებსა და ალკოჰოლის ურთიერთქმედებას იკვლევდნენ, აღმოაჩინეს, რომ ენერგეტიკული სასმელები აორმაგებს ალკოჰოლზე დამოკიდებულებასა და მის მოხმარებას. ეს გულისხმობს, რომ, თუ ადამიანები ენერგეტიკული სასმელის გარეშე დაახლოებით 4 ჭიქა ალკოჰოლს მიირთმევენ, ენერგეტიკულ სასმელთან ერთად მოხმარებული სასმელის რაოდენობა 8 ჭიქამდე იზრდება.

ენერგეტიკული სასმელი, ალკოჰოლი და ადამიანის ჯანმრთელობა

ასევე, საინტერესოა, რამდენად არის კავშირში ენერგეტიკული სასმელის მოხმარება მწეველობასთან ან სხვა სტიმულატორების გამოყენებასთან. როგორც კვლევებით ირკვევა, ალკოჰოლის მოხმარება ზრდის თამბაქოს მოთხოვნილებასაც.

ენერგეტიკულ სასმელზე ჩატარებული კვლევები იმდენად ახალია, რომ დასკვნების დამაჯერებლობა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუმცა, იკვეთება რამდენიმე შემაშფოთებელი ფაქტიც: ენერგეტიკული სასმელების შემადგენელი ნივთიერებები აფერხებს ორგანიზმში დოფამინის გამოყოფას. დოფამინი კი უზრუნველყოფს ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებს. ასევე, ენერგეტიკულ სასმელებში შემავალი ნივთიერებები იწვევს პირველად ეიფორიას, რაც სისხლში ალკოჰოლის შემცველობას ზრდის და შედეგად, ადამიანს მოჭარბებული ძილიანობა აწუხებს. ანუ ენერგეტიკული სასმელები მოქმედებს ისევე, როგორც ძლიერი დამამშვიდებელი საშუალებები. არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული ლაბორატორიული კვლევები ისეთ სტიმულატორებზე ტარდება, როგორიცაა კოკაინისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების ურთიერთდამოკიდებულება ენერგეტიკულ სასმელებთან.

ენერგეტიკული სასმელი, ალკოჰოლი და ადამიანის ჯანმრთელობა

მკვლევარები ჯერ კიდევ მუშაობენ იმის გამოსავლენად, როგორ მოქმედებს ენერგეტიკულ სასმელში შემავალი ამინომჟავების ჭარბი რაოდენობა ადამიანის ორგანიზმზე. ყველაზე დიდი რაოდენობით ენერგეტიკული სასმელი ამინოჟავა ტაურინს შეიცავს. როგორც ირკვევა, ეს ნივთიერება დიდ გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციონირებასა და ადამიანის ქცევაზე.

ენერგეტიკული სასმელების მომხმარებლები 13-35 წლამდე ასაკისანი არიან. როგორც ირკვევა, მათი გამოყენების შემდეგ ადამიანების უმრავლესობა, სხვადასხვა ჩივილებით, ხშირად საავადმყოფოში ხვდება.

რას შეიცავს კონკრეტულად ენერგეტიკული სასმელი?

ენერგეტიკული სასმელის შემადგენლობაში შედის: კოფეინი, გოგირდის შემცველი ამინომჟავა – ტაურინი, კოფეინის ალტერნატიული ნივთიერება – გუარანა, რომელსაც სამხრეთ აფრიკაში მცენარეები ბუნებრივად შეიცავს, ვიტამინ B, ჟენშენი – რომელიც სტრესის შემცირებასა და დაღლილობის მოხსნას უზრუნველყოფს, გინკგო ბილობა – ნივთიერება, რომელიც კონცენტრირებისა და ცირკულაციის ბალანსს განაპირობებს, ამინომჟავა ლ-კარნიტინი – ორგანიზმში ცხოველქმედებისთვის აუცილებელი ენერგიის წარმოქმნას უზრუნველყოფს. ენერგეტიკული სასმელები დამატებით შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, ანტიოქსიდანტებსა და უამრავ სხვა ნივთიერებას. 2004 წლიდან 2012 წლამდე, ენერგეტიკული სასმელების გამოყენების შედეგად 18 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო 150 – დაზარალებული.

ენერგეტიკული სასმელის მოხმარება გვერდით მოვლენებსაც იწვევს: გულის შეტევა, თავის ტკივილი, ინსომნია – ქრონიკული უძილობა, ორი სახის დიაბეტი, ნარკოდამოკიდებულება, სასმელზე დამოკიდებულება, ნერვული აღგზნება, გულისრევა, ნევროზი, ალერგიული რეაქციები.

ენერგეტიკული სასმელი, ალკოჰოლი და ადამიანის ჯანმრთელობა

ენერგეტიკული სასმელის ალტერნატიულ, ენერგიის წარმომქმნელ საშუალებებად შეგიძლიათ, განიხილოთ: ფორთოხლის წვენი მარილიან პრეცელთან ერთად, მეტი ცილის მიღება, მეტი ძილი, წყალი, რეგულარული ვარჯიში.

ადამიანები, რომლებიც ალკოჰოლს ენერგეტიკული სასმელის დამატებით მიირთმევენ, აღიარებენ, რომ გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ სიფხიზლეს, თუმცა, ამბობენ იმასაც, რომ მიდრეკილები ხდებიან სხვადასხვა უარყოფითი ნეიროკოგნიტური ქმედებებისკენ. ირკვევა, რომ ისინი ვერ გრძნობენ სიმთვრალეს, რეალურად კი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებიან. ამიტომაც, ენერგეტიკულ სასმელთან ერთად, ადამიანები ვეღარ აკონტროლებენ ალკოჰოლის რაოდენობას.

ალკოჰოლის დიდი და უკონტროლო რაოდენობის მიღების შედეგად კი სხვადასხვა რისკის საშიშროებაც ჩნდება. მაგალითად, იზრდება ალკოჰოლით მწვავედ მოწამვლის რისკი, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანი სასმელზე დამოკიდებული ხდება.

ენერგეტიკული სასმელი, ალკოჰოლი და ადამიანის ჯანმრთელობა

რა თქმა უნდა, სანამ დასაბუთებულ დასკვნებს გავაკეთებთ ალკოჰოლისა და ენერგეტიკული სასმელის ურთიერთმიმართებაზე, საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება. მაგრამ ენერგეტიკული სასმელების შესახებ სხვა ბევრი ცნობილი უარყოფითი ფაქტისა და მისი ალკოჰოლთან ურთიერთმიმართების შესახებ უკვე ცნობილი ფაქტების გათვალისწინებითაც, უმჯობესია, ადამიანებმა, რომლებიც განუსაზღვრელი რაოდენობით სიამოვნებით შეექცევიან ენერგეტიკულ სასმელებს, სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინონ მისი ჭარბად მიღებისას.



წყარო:&nbsp;<a href="https://www.ahealthblog.com/the-health-effects-of-energy-drinks-infographic.html" target="_blank">www.ahealthblog.com</a>