1. კირა ნაითლი, „მონანიება“/Atonement - შეუძლებელია ერთხელ ნახოთ ეს ფილმი და ეს ულამაზესი მწვანე კაბა გონებაში სამუდამოდ არ დაგრჩეთ. კაბის ავტორი დიზაინერი ჟაკლინ დიურანია.
2. შერონ სტოუნი, „ძირითადი ინსტინქტი“/Basic Instinct - მსახიობს ფილმში მინიმალისტური, საყელოთი და ძალიან მოკლე, პროვოკაციული კაბა აცვია. კაბის ავტორია Ellen Mirojnick. ასეთი კაბები ფილმის გამოსვლიდან მალევე ტრენდად იქცა.
3. ელიზაბეტ ტეილორი, „კატა თუნუქის თეთრ სახურავზე“/Cat on Hot Tin Roof -ეს არის პენუარი, რომელიც ლიზ ტეილორმა მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე მოირგო და ამით ძალიან სექსუალური კაბის ელფერი მისცა.
4. ალისია სილვერსტოუნი, “სულელი“/Clueless - ალისიას დაუვიწყარი კოსტიუმის ავტორი კალვინ კლეინია.
5. ქეით ბლანშეტი, „ელიზაბეტი: ოქროს ხანა“/Elizabeth: the Golden age – ფილმში ქეითს არაერთი შთამბეჭდავი კაბა აცვია, რომელის ავტორიც დიზაინერი Alexandra Byrne გახლავთ.
6. ოდრი ჰეპბერნი, „საბრინა“ და “ჩემი მშვენიერი ლედი“ - ჰუბერტ ჟივენში ოდრის საყვარელი დიზაინერი იყო და სწორედ მისი კაბები ეცვა უმეტესწილად, როგორ ეკრანზე, ასევე ეკრანს მიღმა. ამ ფილმებშიც ოდრის სამოსზე ჟივენშიმ იზრუნა.
7. მერლინ მონრო, „ჯენტლმენებს ქერები ურჩევნიათ“/Gentlemen Prefer Blondes - დიზაინერ უილიამ ტრავილას მიერ შექმნილი კოსტიუმი, რომელიც ფილმში შეუდარებელმა მონრომ მოირგო, დაუვიწყარია. ეს კაბა მოგვიანებით აუქციონზე 310 000 დოლარად გაიყიდა.
8. მის გოჭი, The Great Muppet Caper - ამ ანიმაციური ფილმის გმირის პიკნიკის კაბა ბევრისთვის ინსპირაციის წყარო და ფილმიდან საყვარელი სამოსი გახდა.
9. დემი მური. „უხამსი წინადადება“/ Indecent Proposal - მსახიობს ფლმში სექსუალური, ქალური და ძალიან ლამაზი მუქი ფერის კაბა აცვია, რომელშიც დემი შეუდარებლად გამოიყურება.
10. ნიკოლ კიდმანი, „მულენ რუჟი“ - ნიკოლს მიმზიდველი, წითელი აბრეშუმის კაბა აცვია, რომლის ავტორიც დიზაინერი ბაზ ლურმანია.
11. ჯულია რობერთსი, „ლამაზმანი“/Pretty Woman - ჯულიას მხრებზე მოშიშვლებული კოქტეილის წითელი კაბა ალბათ ყველას გახსოვთ. კაბის ავტორი დიზაინერი მერილინ ვენსია.
12. უანონა რაიდერი, “რეალობა იკბინება“/Reality Bites - უაინონას ფილმში ძალიან ლამაზი, ვარდისფერი, ყვავილების პრინტით გაფორმებული, პლისის რომანტიკული კაბა აცვია. მსგავსი კაბები მალევე იქცა 90-იანი წლების მთავარ ტრენდად.
თემები: ვარცხნილობა, ფილმები, მსახიობები, კაბები
<a href="https://www.marieclaire.com">https://www.marieclaire.com</a>