2018 წლის ზაფხულის სიყვარულის ჰოროსკოპი - ვის გაუმართლებს სიყვარულში?
- 05.06.2018
1. ვერძი - 5 ივნისიდან სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით წარმატებული პერიოდი იწყება და ის მთელი ზაფხულის განმავლობაში გასტანს. წინ მხიარული, ვნებიანი და ძალიან რომანტიკული ზაფხული გელოდებათ. შესაძლოა, მოიხიბლოთ ისეთი ადამიანით, რომელსაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით. მიენდეთ საყვარელ ადამიანს და ნუ დაუსვამთ მილიონობით კითხვას, თავს ნუ მოაბეზრებთ.
საყვარელ ადამიანს აგრძნობინეთ, რომ თქვენ გვერდით ყოფნა დაცულად ყოფნას გულისხმობს. 14 აგვისტოდან შესაძლოა დაქორწინება შემოგთავაზონ, რასაც აუცილებლად უნდა დათანახმდეთ და თუ საყვარელი ადამიანი არ გყავთ, სწორედ ამ პერიოდში აუცილებლად იპოვნით მას და ახალ ურთიერთობას დაიწყებთ.
2. კურო - ივნისი და ივლისი წყნარი და მშვიდი პერიოდი იქნება, რომელსაც საყვარელ ადამიანთან ერთად მშვიდად გაატარებთ. ეს კარგი პერიოდია თქვენთვის ოჯახური მოგზაურობების თვალსაზრისით. თუ მარტოხელა ხართ, მიხვდებით, რომ გიყვართ ადამიანი, რომელიც წლებია თქვენ გვერდითაა, მეგობრობს თქვენთან, ან სულაც თქვენს მეზობლად ცხოვრობს. ასევე, მოსალოდნელია, რომ მეგობარი გაგაცნობთ ადამიანს, რომელიც შეგიყვარდებათ.
3. ტყუპები - მთელი ზაფხული საინტერესო და მხიარული სასიყვარულო თავგადასავლებით იქნება სავსე. ძალიან ტემპერამენტიანები იქნებით და ყველა ადამიანში პოტენციურ პარტნიორს დაინახავთ.
თუ ცოტა უფრო სერიოზულად შეხედავთ ურთიერთობებს, შესაძლოა ისეთი ადამიანიც იპოვოთ, რომელიც ნამდვილად აკმაყოფილებს თქვენს მაღალ მოთხოვნებს და არ მოისურვოთ მასთან ურთიერთობის დასრულება. აგვისტოში უფრო მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, ოჯახურ ურთიერთობებს. ეს საუკეთესო დროს თქვენთვის, რომ ოჯახთან ერთად სადმე დასასვენებლად წახვიდეთ.
4. კირჩხიბი - ივნისში შეგაწუხებთ ყოფილზე ფიქრი, მაგრამ არ მისცეთ საკუთარ თავს წარსულში დაბრუნების უფლება და წინ იარეთ. ივლისში განსაკუთრებით შარმიანები და მომხიბვლელები იქნებით, საკუთარ თავში დაამარცხებთ მორცხვ ხასიათს და ისაუბრებთ თქვენს საჭიროებებზე და გრძნობებზე ხმამაღლა.
ივლისში დიდი ალბათობით იპოვნით პარტნიორს, რომელთანაც შესაძლოა მთელი ცხოვრება გაატაროთ. აგვისტო განსაკუთრებით რომანტიკული იქნება. უბრალოდ, თავს უნდა მისცეთ სიყვარულის უფლება და წარსულის გამოცდილებას არ მისცეთ საშუალება მომავალზე უარი გათქმევინოთ.
5. ლომი - თქვენ ბევრ ადამიანს უყვარხართ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ და გარკვეულწულად დაღლილი ხართ რომანტიკული ურთიერთობებით და ამ ზაფხულს მარტოხელობა გირჩევნიათ. ამის გამო მოსალოდნელია, რომ პირად ურთიერთობაში პრობლემები იჩენს თავს.
საყვარელი ადამიანი თქვენი პრიორიტეტების სიაში აღარ იქნება. ასე გაგრძლედება აგვისტომდე. აგვისტოში კი, კვლავ მოინდომებთ პარტნიორთან ურთიერთობას, თუმცა შესაძლოა უკვე მას აღარ უნდოდეს თქვენთან ყოფნა, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ. საერთო ჯამში, სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით ზაფხული თქვენთვის არც ისე წარმატებული იქნება.
6. ქალწული - საოცნებო ზაფხული გელოდებათ. 11 ივლისამდე თავს დააღწევთ ადამიანს, რომელიც გგონიათ, რომ გიყვართ, მაგრამ სინამდვილეში ცხოვრებას გირთულებთ და იპოვით მას, ვინც ნამდვილად გაგაბედნიერებთ.
აგვისტო დაუვიწყარი და საოცრად რომანტიკული იქნება. ახალ ურთიერთობას დაიწყებთ იმ ადამიანთან, რომელსაც მეგობრის წყალობით გაიცნობთ. აგვისტო თქვენთვის განახლების, თავიდან დაბადების თვეა.
7. სასწორი - გსურთ იპოვოთ პარტნიორი, რომელიც ამავდროულად თქვენი საუკეთესო მეგობარი იქნება. ასეთი ადამიანის პოვნის შანსი კი, უფრო მეტად სამსახურში გაქვთ.
ეცადეთ, რომ შვებულება სექტემბერში აიღოთ და მთელი ზაფხული მუშაობას დაუთმოთ, რადგანაც ამ შემთხვევაში წარმატებაა მოსალოდნელი როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებში.
8. მორიელი - ასტროლოგები გირჩევენ, რომ გაუფრთხილდეთ საყვარელ ადამიანს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტებით სავსე ზაფხული გელოდებათ. თუ ეცდებით და გაუგებთ, მხარს დაუჭერთ და რაც მთავარია, ენდობით მას, სასიამოვნო ეტაპი დაიწყება თქვენს ცხოვრებაში, თუმცა როგორც წესი, მორიელებს ამის გაკეთება, განსაკუთრებით კი, ადამიანის ნდობა გიჭირთ.
თუ მარტოხელა ხართ, ივლისში აუცილებლად წადით სადმე სამოგზაუროდ, თუნდაც ახლო მანძილზე. ამ პერიოდში აუცილებლად შეხვდებით ვინმეს, განსაკუთრებულს.
9. მშვილდოსანი - 16 ივნისიდან მოსალოდნელია, რომ ნამდვილ სიყვარულს იპოვნით. შესაძლოა მეორე შანსი მისცეთ ყოფილ პარტნიორს. ნებისმიერ შემთხვევაში, 16 ივნისის შემდეგ დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა წარმატებული იქნება. აუცილებლად იპოვნით ურთიერთობების დასალაგებლად საჭირო სიტყვებს. ეფექტური კომუნიკაციის უნარის წყალობით შეძლებთ სასიყვარულო ურთიერთობაში პრობლემების მოგვარებას.
ვიცით, რომ საიდუმლოს შენახვა თქვენი ძლიერი მხარე არ არის, მაგრამ ზოგჯერ ეს აუცილებელია - თუ სასიყვარულო ურთიერთობას ახლა დაიწყებთ, 24 ივნისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით, ის უნდა დამალოთ და არავის, უახლოეს მეგობარსაც კი არ უნდა მოუყვეთ ამის შესახებ. მთელი ზაფხული თავს განსაკუთრებულად მომხიბვლელად იგრძნობთ. კარგი იქნება, თუ საყვარელ ადამიანთან ერთად წახვალთ სამოგზაუროდ. ეს თქვენს ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს. მარტოხელა მშვილდოსნებმა შესაძლოა პარტნიორი მოგზაურობის დროს იპოვონ.
10. თხის რქა - ამ ზაფხულს დიდი ალბათობით ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანას გადაწყვეტთ -დაქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებთ და როგორც ასტროლოგები ამბობენ, თუ ასე მოიქცევით, ქორწინება აუცილებლად წარმატებული იქნება. ასე რომ, დროა ბეჭდების შერჩევა დაიწყოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ აგვისტოში, შესაძლოა ამ პერიოდში გარკვეულმა გართულებებმა იჩინოს თავი, თუმცა თუ ფრთხილად იქნებით, პრობლემებს მარტივად დაძლევთ.
აგვისტოში განსაკუთრებით ეცადე, რომ ეჭვიანობას ურთიერთობის დანგრევის საშუალება არ მისცეთ. აკონტროლეთ ემოციები. მარტოხელა თხის რქები მოსალოდნელია, რომ აბსოლუტურად მისგან განსხვავებულ ადამიანზე იქნებიან შეყვარებულები. შესაძლოა, შეგიყვარდეთ სხვა ეროვნების, განსხვავებული კულტურის, აბსოლუტურად სხვა ღირებულებების მქონე ადამიანი, თუმცა მიუხედავად ამისა, ურთიერთობა წარმატებული იქნება.
11. მერწყული - ამ ზაფხულს სიყვარულისთვის დრო არ გექნებათ. მთლიანად ჩაფლულები იქნებით საქმეში და წარმატებასაც მიაღწევთ. ასტროლოგები ამბობენ, რომ არც უნდა მოინდომოთ სასიყვარულო ურთიერთობის წამოწყება, ვინაიდან ის წარამტებული მაინც ვერ იქნება.
ზაფხული მთლიანად კარიერულ წინსვლაზე ზრუნვას უნდა დაუთმოთ. არ შეგეშინდეთ და ამან არ დაგთრგუნოთ, რომანტიკული შემოდგომა წინაა და სწორედ ამ დროს შეძლებთ სიყვარულისა და საქმის ერთმანეთთან შეთავსებას. მანამდე კი კარიერაზე იზუნეთ ეს თქვენი წარმატებისთვის უმიშვნელოვანესი ეტაპია.
12. თევზები - წინ ძალიან ვნებიანი ზაფხული გელოდებათ. სასიყვარულო ტემპერატურა განსაკუთრებით 24 ივნისიდან აიწევს და 8 აგვისტომდე გასტანს. არანაირი მეგობრები, ეს ზაფხული მხოლოდ თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს ეკუთვნის.
იგრძნობთ ემოციების მოზღვავებას რაც კიდევ უფრო რომანტიკულ ადამიანად გაქცევთ. დაკავდით საყვარელ ადამიანთან ერთად სხვადასხვა სპორტული აქტივობით - ცურვით, იოგით და ა.შ. კარგი პერიოდია სამომავლო ცხოვრების დასაგეგმადაც.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, ზოდიაქო, ჰოროსკოპი
<a href="http://astrostyle.com">http://astrostyle.com</a>