LIFE

„ისწავლე უარის თქმა“ და ცვლილებების სხვა გზები საქმიანი ქალებისათვის

„ისწავლე უარის თქმა“ და ცვლილებების სხვა გზები საქმიანი ქალებისათვის

მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული დღის რეჟიმის გამო ხშირად გადაღლილი ხარ, გატაცებებისთვის დროის გამონახვა შეუძლებელი არ არის. ნამდვილად გაქვს იმის დრო, ყველაფერი აკეთო, რაც სიამოვნებას განიჭებს. ამისათვის, უბრალოდ, დროის სწორი მენეჯმენტი და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაა საჭირო.

აუცილებელია, ადამიანმა მთელი თავისი შესაძლებლობები გამოიყენოს, რათა აკეთოს ის, რაც ბედნიერებას ანიჭებს და ავსებს; ეს სულაც არ გულისხმობს, რომ ოჯახი ან სამსახურეობრივი პასუხისმგებლობები უნდა უგულებელყოს, უბრალოდ, სასურველია, ის გზები ეძებოს, რომელთა მეშვეობითაც საყვარელი აქტივობებისთვის დროს გამონახავს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დროის დაზოგვის რამდენიმე გზას გთავაზობთ:

7. შეამოწმე შენი გრაფიკი

დროის გამონახვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა გრაფიკის შემოწმებაა. მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული შეიძლება მოგეჩვენოს, თუ კარგად გააანალიზებ და გადახედავ, შესაძლოა, დაგეგმილ აქტივობებს შორის თავისუფალი ფანჯარა აღმოაჩინო. ასევე, სცადე გაარკვიო, შეგიძლია თუ არა ამა თუ იმ საქმის ხელახლა დაგეგმვა. ამ გზით გარკვეული დროის გამონხვა მართლაც შესაძლებელია.

6. ისწავლე უარის თქმა

თუ გსურს, საყვარელი საქმისთვის დრო გამონახო, ხანდახან საჭიროა, თქვა „არა“. როდესაც მეგობარს რომელიმე წინასწარ დაგეგმილ აქტივობაზე უარს ეუბნები, გაიხსენე, რომ არსებობს რაღაცები, რისი გადადებაც შეგიძლია. ძალიან ხშირად ადამიანები ისეთ ვალდებულებებს იღებენ, რაც რეალურად არ სჭირდებათ.

5. იპოვე მეგობარი

დროის დაზოგვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ისეთ ადამიანთან ერთად მუშაობა, რომელთანაც საერთო ინტერესები გაკავშირებს. ასეთი ადამიანი გეგმის შესრულებაშიც დაგეხმარება და იმ შემთხვევაში კი, თუ ყველაფერი გეგმის შესაბამისად მოხდა, შენ მოტივაციაზეც იზრუნებს.

4. არ აჩქარდე

თუ გრაფიკში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას ღამით აპირებ, იცოდე, რომ არასწორი დროა. გამოიჩინე მოთმინება და გრაფიკის შეცვლის აუჩქარებელი, სტაბილური მიდგომა აირჩიე.

3.გამოიყენე ლოდინის დრო

გამოყენე ლოდინის დრო გონივრულად და შენ გატაცებას დაუთმე. მაგალითად, როდესაც ავტობუსს ელოდები ან შეხვედრაზე მისვლა ადრე მოგიწია, სცადე, ამ დროის განმავლობაში ის აკეთო, რაც მოგწონს. ეს ხერხი, რაღათქმაუნდა, ისეთი აქტივობის განხორციელების საშუალებას არ იძლევა, რომელსაც დიდი დრო სჭირდება, თუმცა, შეგიძლია რამე მასთან მიახლოებული საქმიანობით დაკავდე.

2. ითხოვე დახმარება

თუ ჩათვლი, რომ შენ გრაფიკში თავისუფალი დროის გამონახვა შეუძლებელია, დახმარება ითხოვე. ვინმესგან რჩევის მიღება, არც საშიშია და მით უფრო, არც სამარცხვინო, რადგან სხვა ადამიანს შეუძლია, რაღაცები განსხვავებული პერსპექტივიდან დაგანახოს.

1. ისიამოვნე პროცესით

შენი გატაცება, შესაძლებელია, გართობა ან ნებისმიერი რამ იყოს, რაც გაბედნიერებს. საყვარელ აქტივობებზე დახარჯულ დროს პოზიტიურად მიუდექი, რაც საშუალებას მოგცემს, პროცესით ისიამოვნო და ნაკლებად იფიქრო იმაზე, მოვლენები თუ გეგმის შესაბამისად არ ვითარდება. 



წყარო: <a href="http://inspiration.allwomenstalk.com/ways-to-make-time-for-your-passion">allwomenstalk</a>