სტატისტიკურად, ფინანსური პრობლემები, კერძოდ კი, ვალებთან დაკავშირებული პრობლემები, ოჯახების ნგრევის ყველაზე ხშირი მიზეზია. ვალები მნიშვნელოვნად ზრდის სტრესს ოჯახებში და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მათი რაოდენობა, შემცირების ნაცვლად, უფრო და უფრო იმატებს. ოჯახები გამოუვალ მდგომარეობაში ვარდებიან და ჩნდება დაპირისპირება ერთმანეთს შორის.
იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის უფროსი წევრები, მშობლები, ფინანსურ პრობლემებს შვილების თანდასწრებით განიხილავენ, მათი ღელვა და ნერვიულობა ბავშვებზეც გადადის. როგორც ცნობილია, ბავშვები სიტყვიერად მხოლოდ 7%-ით აღიქვამენ ოჯახში არსებულ დაძაბულ ემოციურ ფონს, ხოლო დანარჩენ 93%-ს ისინი სხეულის ენისა და ჟესტიკულაციების მეშვეობით აცნობიერებენ.
აღნიშნულ საკითხზე ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ვალები უამრავ პრობლემას წარმოქმნის ოჯახში, რაც განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ბავშვების ფსიქიკაზე და აფერხებს მათ პიროვნულ განვითარებას:
1. მშობლების გამუდმებული ჩხუბი
კვლევაში ჩართული ბავშვების ნახევარზე მეტი ყვებოდა, რომ მათი მშობლების კამათსა და დაპირისპირებას, ყველაზე ხშირად, გადაუხდელი ვალები განაპირობებდა.
2. კონფლიქტები თანატოლებთან
ისეთი ოჯახების შვილები, რომლებსაც ფინანსური პრობლემები და ვალები აწუხებთ, ორჯერ ნაკლებად ბედნიერები არიან, რაც ძირითადად სკოლაში ვლინდება, ვიდრე მათი თანატოლები. შედეგად, ასეთი ბავშვები თანატოლებთან და თანაკლასელებთან დაპირისპირებისა და ჩხუბის ინიციატორები ხდებიან. როგორც წესი, მსგავსი პრობლემების მქონე ოჯახის შვილებს გაცილებით ნაკლები საბავშვო ნივთები აქვთ, ვიდრე ბავშვებს, რომელთა მშობლებსაც შეუძლიათ, გაანებივრონ თავიანთი შვილები.
3. გამუდმებული შფოთვა
ბავშვების 58% პროცენტი, ოჯახში არსებული ფინანსური პრობლემებისა და ვალების გამო, გამუდმებით განიცდის მღელვარებასა და მოუსვენრობას.
4. ფული არ არის საკმარისი ფუნდამენტური საჭიროებებისთვისაც კი
10-დან 9 ბავშვი ყვებოდა, რომ მშობლებს უწევდათ, თანხა დაეზოგათ ისეთ საჭიროებებზე, როგორიცაა: საჭმელი, ტანსაცმელი და სკოლის აქსესუარები. რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელ, დამატებით საჭიროებებზე.
5. ბავშვების ქცევა
ბავშვების შემთხვევაში, მიუღებელი ქცევების რისკი ვალების რაოდენობასთან ერთად მატულობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მშობლები არ ერიდებიან შვილების თანდასწრებით ფინანსური პრობლემების განხილვას.
6. აკრძალვები
როცა ადამიანები შენაძენს აკეთებენ თავიანთი შემოსავლით, ისინი ყიდიან გაწეულ შრომას, ანუ თავიანთ წარსულს. ხოლო ადამიანები, რომლებიც საკრედიტო ბარათებითა და სესხით აკეთებენ შენაძენს, ყიდიან თავიანთ და თავიანთი შვილების მომავალს. ამიტომაც ყოველთვის ღირს ნებისმიერი შენაძენის წინ დაფიქრება, მით უმეტეს, თუ კრედიტით აპირებთ გადახდას. დაფიქრდით, რა იქნება რეალური საზღაური?
ჩვენ შეგვიძლია, გირჩიოთ:
- გააკეთეთ დანაზოგი შავი დღისთვის და გამოუვალი მდგომარეობებისთვის.
- განიხილეთ ფინანსური საკითხები მეუღლესთან და ოჯახის წევრებთან ერთად. ამის გაკეთება კი ღირს არა მაშინ, როცა პრობლემა იჩენს თავს, არამედ ყოველთვის. ფინანსური გადაწყვეტილებები მიიღეთ ერთად.
- ისწავლეთ ვალების მართვა და მათთან გამკლავება.
- შეადგინეთ ოჯახის ბიუჯეტი. მის გარეშე ვალებისგან ვერ გათავისუფლდებით.
- არასოდეს გამოიყენოთ კრედიტები და ნუ ჩათვლით მათ ერთადერთ გამოსავლად.
თემები: ოჯახი, ბავშვები, ფინანსური პრობლემები
წყარო: <a href="http://moneypapa.ru/2016/10/17/dolgi-roditeley-ideti/" target="_blank">moneypapa.ru</a>