ჯანმრთელობა

რა ემართება თქვენს სხეულს, როცა დიდი ხნის განმავლობაში კომპიუტერთან სხედხართ? – 5 საგანგაშო ფაქტი

რა ემართება თქვენს სხეულს, როცა დიდი ხნის განმავლობაში კომპიუტერთან სხედხართ? – 5 საგანგაშო ფაქტი

შესაძლოა ამ სტატიას სამსახურში, ოფისში, კომპიუტერთან მოკალათებული კითხულობთ, შესაძლოა, ტელევიზორთან სხედხართ და თან „ფეისბუქს“ სქროლავთ, ან სახლში კომპიუტერთან ატარებთ დროს.

ფაქტია, თანამედროვე ცხოვრება ერთგვარად გვაიძულებს, რომ ფიზიკურად ნაკლებად აქტიურები ვიყოთ. უფრო მეტიც, ადამიანების დიდი ნაწილი დღის განმავლობაში 8 საათი კომპიუტერთან ზის, რაც დამღუპველია ჯანმრთელობისთვის.

დიდხანს ჯდომა სხვადასხვა დაავადებებს იწვევს. შესაძლოა, ამას თავიდან ვერ აცნობიერებთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები იჩენს თავს.

ვნახოთ რა გვემართება მაშინ, როცა დიდი ხნის განმავლობაში ვსხედვართ?

1. ტვინის დაზიანება - როცა დიდი დროის განმავლობაში ზიხართ კომპიუტერთან, ან ტელევიზორთან, შდეგად ირღვევა სისხლის ცირკულაციის ჯანსაღი რეჟიმი. ორგანიზმს და ტვინს არ მიეწოდება საჭირო რაოდენობით ჟანგბადი. სწორედ ამიტომ, ტვინის მუშაობის ხარისხი ეცემა და ადამიანს აღარ შეუძლია მკაფიოდ ფიქრი, მოვლენების გაანალიზება და კარგავს სხარტად აზროვნების უნარს.

რა ემართება თქვენს სხეულს, როცა დიდი ხნის განმავლობაში კომპიუტერთან სხედხართ? – 5 საგანგაშო ფაქტი

2. ავადდება ორგანოები - წარმოიქმენა გულ-სისხლძარღთა პრობლემები, იზრდება კიბოს გაჩენის რისკი. ეს ასევე იწვევს ჭარბწონიანობასა და დიაბეტს.

რა ემართება თქვენს სხეულს, როცა დიდი ხნის განმავლობაში კომპიუტერთან სხედხართ? – 5 საგანგაშო ფაქტი

3. დეფორმირდება კუნთოვანი სისტემა - ამ დროს სუსტება ადამიანის კუნთოვანი სისტემა. დიდხანს ჯდომა იწვევს ზურგის, ხერხემლის ტკივილს.

რა ემართება თქვენს სხეულს, როცა დიდი ხნის განმავლობაში კომპიუტერთან სხედხართ? – 5 საგანგაშო ფაქტი

4. შესაძლოა დეფორმირდეს ადამიანის აღნაგობა, მისი სილუეტი - როცა კომპიუტერთან ვსხედვართ, როგორც წესი, მხრებში მოხრილები ვართ. გვტკივდება კისერი და მხრები და დეფორმირდება აღნაგობა.

რა ემართება თქვენს სხეულს, როცა დიდი ხნის განმავლობაში კომპიუტერთან სხედხართ? – 5 საგანგაშო ფაქტი

5. პრობლემები გვექმნება ფეხებზეც - როცა დიდი ხნის განმავლობაში სხედხართ, როგორც უკვე ვთქვით, სისხლის ცირკულაციის რეჟიმი ირღვევა. შედეგად ჩნდება ვარიკოზი. ასევე, როცა ფეხები არააქტიურია, სუსტდება ფეხების ძვლოვანი სისტემა.

რა ემართება თქვენს სხეულს, როცა დიდი ხნის განმავლობაში კომპიუტერთან სხედხართ? – 5 საგანგაშო ფაქტი



<a href="https://curiousmindmagazine.com">https://curiousmindmagazine.com</a>