LIFE

ურთიერთობებში იღებ იმას, რასაც, შენი აზრით, იმსახურებ

ურთიერთობებში იღებ იმას, რასაც, შენი აზრით, იმსახურებ

ფსიქოთერაპევტებს დიდი ხანია, სჯერათ, რომ ურთიერთობები, რომლებსაც ადამიანები ირჩევენ, განაპირობებს საკუთარი თავის მიმართ განწყობებს. მაგალითად, თუ შენს თავს არ აფასებ, არც გარშემომყოფები დაგაფასებენ. არ მოგიბოდიშებენ ორჯერ, გეგმების შეცვლისას ბოლო წამს დაგირეკავენ ან სულაც არ გაახსენდებათ შენთან დარეკვა. როცა საკუთარ თავს არ აფასებ, არც გარშემომყოფები ითვალისწინებენ შენს გრძნობებსა და მოთხოვნილებებს. ნუ დაადანაშაულებ მათ; ისინი იმ დამოკიდებულებას ირეკლავენ, რაც თავად გაქვს საკუთარი თავის მიმართ.

კიდევ უფრო უარესია, თუ თვითკრიტიკული ხარ ან საკუთარ თავს აძაგებ. იძლევი დაუკითხავ და არასასურველ რჩევებს, გახასიათებს კრიტიკულობა და გულის გამაწვრილებელი კომენტარები. როცა საქმე ურთიერთობებს ეხება, შენ იღებ იმას, რასაც, შენი აზრით, იმსახურებ.

ურთიერთობებში იღებ იმას, რასაც, შენი აზრით, იმსახურებ

რატომ ვაბამთ ცუდ ურთიერთობებს

შინაგანი დაუცველობისა და უმწეობის განცდა არაჯანსაღ ურთიერთობებს განაპირობებს. რაც უფრო მეტადაა შენში მსგავსი განცდები, მეტად ფიქრობ, რომ ნაკლებს იმსახურებ.

არსებობს სამი მიზეზი, რატომ შეიძლება აიტანო არაჯანსაღი ურთიერთობები:

დაბალი თვითშეფასება
შენ ამჩნევ პარტნიორში მოსაბეზრებელ ჩვევებს, თუმცა ვერ წარმოგიდგენია, რომ უკეთესს იმსახურებ.

მარტოობის შიში
შინაგანი შიში გაქვს, რომ მიგატოვებენ და მარტო დარჩები. ამიტომაც ყალბ მეგობრულ ურთიერთობებზეც თანახმა ხარ.

მზრუნველი ხარ
უგულებელყოფ საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებს, რადგან სხვებზე ზრუნვა ერთადერთი რამეა, რაც თავს ღირებულად და საჭიროდ გაგრძნობინებს.

ჯანსაღი ურთიერთობების ტესტი

როცა ვინმესთან ერთად იქნებით, სცადეთ და გააკეთეთ ეს მარტივი ტესტი. აიღეთ სამი მოკლე ემოციური კითხვა:

  • რამდენად მსუბუქად ვგრძნობ თავს ამ ადამიანის გვერდით?
  • ვარ თუ არა მხნედ?
  • ვგრძნობ, რომ ღირებული ვარ?

თუ სამივე კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემას შეძლებ, მაშინ ეს ურთიერთობა გრძელვადიანია. თუმცა, რა თქმა უნდა, კარგ მეგობრებსაც ექმნებათ პრობლემები, რომლებსაც საშუალება უნდა მისცე, ჩაიაროს. მაგრამ, თუ დარდობ, ან იმედგაცრუებული ხარ, დროა, იმოქმედო.

შეინარჩუნე ბავშვობის მეგობრები

მხოლოდ ურთიერთობები, როცა მეგობრები ერთად იზრდებიან და ვითარდებიან, უძლებს დროის გამოცდას. ჯანსაღი ურთიერთობა არის შთაგონების წყარო და მოცემულობა, რომელშიც მუდმივად გექნება მხარდაჭერა - იარსებებს ადამიანი, რომელიც ყოველთვის იბრძოლებს შენ გვერდით.

თუ ურთიერთობაში ვერ გრძნობ მზრუნველობას ან იმას, რომ მნიშვნელოვანი ხარ, ჰკითხე საკუთარ თავს, როგორ შეიძლება გამოასწორო მეორე ადამიანის დამოკიდებულება შენ მიმართ. მიიღე გამოწვევა საკუთარი თავისგან და ისაუბრე ამაზე. ამგვარად, ისწავლი, უთხრა „არა“ არაჯანსაღ ურთიერთობებს და კარი გაუღო ახალ, გაცილებით ჯანსაღ და ღირსეულ სიახლეებს.

ურთიერთობებში იღებ იმას, რასაც, შენი აზრით, იმსახურებ



წყარო:&nbsp;<a href="https://www.psychologytoday.com/blog/when-kids-call-the-shots/201609/3-questions-ask-yourself-about-every-relationship?utm_source=FacebookPost&amp;utm_medium=FBPost&amp;utm_campaign=FBPost" target="_blank">www.psychologytoday.com</a>