იმ 19%-ს ეკუთვნი, რომლებსაც დიეტაზე ყოფნა 4 კვირაზე მეტხანს შეუძლიათ? იმ 31%-ზე რას ფიქრობ, ვისაც დღეში 5 ნაჭერი ხილისა და ბოსტნეულის ჭამა არ შეუძლია, არადა, დიეტა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია? თუ უბრალოდ ვერ წარმოგიდგენია, როგორ შეიძლება იმოქმედოს ჭიქა ღვინის დალევამ ორგანიზმში წყლის რაოდენობაზე? თუ ასეა, დარწმუნებული ვართ, იმ კატეგორიას მიეკუთვნები, რომლებიც ალტერნატიულ ხრიკებს ეძებენ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
რა თქმა უნდა დიეტა, კვების რეჟიმი და ვარჯიში ჯანმრთელი ცხოვრების წესის შენარჩუნების ფუნდამენტური ელემენტებია, თუმცა ჩვენ გთავაზობთ ალტერნატიულ მიდგომებს, რომლებიც, შესაძლოა, ცოტა უცნაურადაც მოგეჩვენოს, მაგრამ ნამდვილად შედეგის მომტანია.
რომ დავზოგოთ შენი დრო, რომელიც მოსაბეზრებელი კვლევების კითხვაში უნდა დაგეხარჯა, შემოგთავაზებთ ხუთ ალტერნატიულ მიდგომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მისი შენარჩუნებისთვის - რაც მთავარია, დიეტისა და ვარჯიშის გარეშე.
მეგობრებთან ერთად
ზოგიერთისთვის სოციალიზაცია იმას ნიშნავს, ცხოვრობდე სხვებისთვის, თუმცა ეს ასე არ არის და თან, რაც მთავარია, ცხოვრების ეს სტილი ნერვულ სისტემას აზიანებს. საერთო ჯამში, გიყვარს თუ გძულს, სოციალიზაცია სამეგობრო წრესა თუ კოლეგებში საუკეთესო წამალია მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჯანმრთელობის საკითხებზე ერთ-ერთი ამერიკული ჟურნალის კვლევებმა აჩვენა, რომ ძალიან დაკავებული ადამიანების უმრავლესობას, ვინც კვირაში 3–ჯერ, 20 წუთის მანძილზე ახერხებდა სოციალიზაციას, საკმაოდ არაჯანსაღი მენტალური მდგომარეობა და შესამჩნევი სტრესი ჰქონდა.
საკუთარ თავთან დარჩენა
არა დიდხნიანი, თუმცა უცნაური და კარგი „მოგზაურობა“ – მედიტაცია – სრულიად საკმარისია. თან საამისოდ საკმაო მიზეზიც არსებობს. მენტალური ჯანმრთელობის სასარგებლო მხარეებზე ხშირად საუბრობენ, თუმცა მას ფიზიკური სარგებელიც მოაქვს. დამატებითი და ინტეგრაციული ჯანმრთელობის ამერიკის ეროვნული ცენტრი ამბობს, რომ მედიტაცია ამცირებს არტერიულ წნევას, ამცირებს ნაწლავის ანთების სიმპტომებს და ასევე ადამიანებს სიგარეტის თავის დანებებაში ეხმარება. თუ მედიტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციაც გაინტერესებს, ჩვენ გირჩევთ თავისუფალი სივრცის აპლიკაციას (Headspace). მართვადი სესიებისას, რომლებსაც მხოლოდ 10 წუთი სჭირდება. დაგვიჯერე და შენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ისე შეძლებ, რომ ვერც კი გაიგებ.
ჰობი
ვინ იფიქრებდა, რომ წვრილი მძივების მთა, ფერადი კოტონის ნაჭრები და ლამაზი ფურცლები შენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნებოდა? მოკლედ, ეს ეხება ყველას, ვინც რომელიმე ხელობას ფლობს. კვლევები აჩვენებს, რომ სხვადასხვა საქმიანობა ამსუბუქებს სტრესს, ეხმარება მათ, ვინც დეპრესიაშია და ასევე ამცირებს არტერიულ წნევას. დროა, რამე საქმე ვიპოვოთ და ვაკეთოთ!
სხეულის ჯანმრთელი მდგომარეობა
ყელი გტკივა? ზურგი გაწუხებს? ან იქნებ სისხლის ცუდი მიმოქცევა გაქვს? თუ რომელიმე მათგანი გტანჯავს, იქნებ დროა, მხედველობაში მიიღო და განიხილო საკუთარი სხეულის მდგომარეობა? მხოლოდ ის ნუ დაგამშვიდებს, რომ ზოგი პროფესიონალივით 24 საათი მაგიდასთნ არ ზიხარ. კვლევები ადასტურებს, რომ სხეულის არასწორმა მდგომარეობამ შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, ასევე დღითი დღე გაანადგუროს შენი ენერგეტიკული ველი. თუ ნამდვილად გსურს სხეულის ცუდი მდგომარეობა მოაწესრიგო, განიხილე სავარჯიშო ბურთის შეძენის საკითხი ან ყოველ ერთ საათში (თუ ხშირად ზიხარ) შეეცადე, გაიარ-გამოიარო.
სიცილი
როგორ ფიქრობ, სიცილს მართლა შეუძლია გულის შეტევისგან გიხსნას? მერილენდის სამედიცინო უნივერსიტეტის კარდიოლოგების თქმით, ეს მოსაზრება სიმართლეა. ერთ-ერთი უკანასკნელი კვლევის შედეგად მათ აღმოაჩინეს, რომ კარგი იუმორის მქონე ადამიანების 40%-ს არასოდეს დამართნია გულის შეტევა. იქნებ დროა, ამოვქექოთ ძველი მეგობრების ყუთები (... ან არა).
თემები: დიეტა, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი
წყარო: <a href="https://flipboard.com/@flipboard/flip.it%2FxDEhJD-improving-your-health----its-not-all-ab/f-b1d9c250a7%2Fhuffingtonpost.com">flipboard</a>