LIFE

პიროვნების ტესტი: ვის დაუთმობდით ადგილს?

პიროვნების ტესტი: ვის დაუთმობდით ადგილს?

ცხოვრება სავსეა სხვადასხვა გამოწვევებით და ხშირად გვიწევს ამა თუ იმ არჩევანის გაკეთება. ზოგჯერ მარტივად გასაკეთებელია არჩევანი, ზოგჯერ უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღება.

ფსიქოლოგები თქვენი პიროვნების უკეთ გამოსაცნობად გთავაზობენ ტესტს. წარმოიდგინეთ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხართ და უნდა დაუთმოთ ადგილი სამიდან იმ ადამიანს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება - მოხუც კაცს, ფეხმძიმე ქალს, ან ბავშვს.

თუ არჩევანი გააკეთეთ, მოძებნეთ შესაბამისი პასუხი:

1. თუ ადგილს ბავშვს დაუთმობდით - თქვენ კეთილი ხართ და მარტივად შედიხართ ადამიანებთან კონტაქტში. გამოირჩევით კომუნიკაციის შთამბეჭდავი უნარით და განსაკუთრებით გეადვილებათ ბავშვებთან ურთიერთობა. 

პიროვნების ტესტი: ვის დაუთმობდით ადგილს?

შეგიძლიათ მათ გაუგოთ და მათ საჭიროებებს მიხვდეთ. ფიქრობთ, რომ ბავშვებს ყველაზე მეტი ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდებათ. ახალგაზრდები თქვენი ინსპირაციის წყაროა. თქვენ ხართ ლიდერი, რომელიც ფიქრობს ადამიანებზე და განსაკუთრებით მომავალ თაობაზე.

2. თუ ადგილს ფეხმძიმე ქალს დაუთმობდით - ფეხმძიმე ქალისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა საკმაოდ რთულია,თანამედროვე საზოგადოებაშიქალების დიდი ნაწილი მუშაობს და ამ მგომარეობაში უწევთ სამსახურში წასვლა. ამიტომაც უჩვეულო არა არის მათი ტრანსპორტში ნახვა. ფეხმძიმობის პარალელურად ქალს უამრავ ყოველდღიურ სტრესთან უწევს გამკლავება. ვისაც არ გამოუცდია, ვერც კი წარმოიდგენს რა რთულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფეხზე დგომა ფეხმძიმე ქალისთვის. 

პიროვნების ტესტი: ვის დაუთმობდით ადგილს?

თუ ასეთ საკითხებზე ფიქრობთ და გადაწყვეტთ, რომ სწორედ მას დაუთმოთ ადგილი, ეს თქვენს პასუხისმგებლობის გრძნობაზე მიუთითებს, საოცრად მზრუნველი ხართ. ბედნიერი ხართ, როცა ადამიანებს ეხმარებით და მძიმე რეალობას მცირედით მაინც უმსუბუქებთ. 

3. თუ სკამს მოხუცს დაუთმობთ - ეს მიუთითებს, რომ პატივს სცემთ ღირებულებებს და კულტურული ადამიანი ხართ. მორალი და ეთიკა თქვენთვის ყველასა და ყველაფერზე მნიშვნელოვანია. თქვენ პატივს სცემთ ადამიანებს და გიყვართ ხანში შესულებთან საუბარი. მათგან კი ბევრს სწავლობთ. არასოდეს ივიწყებთ წარსულს და ცდილობთ წარსულის გამოცდილებიდან რაც შეიძლება მეტი ისწავლოთ. ბებიებისა და ბაბუების გარემოცვაში თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობთ. ძალიან მგრძნობიარე ხართ.

პიროვნების ტესტი: ვის დაუთმობდით ადგილს?



<a href="https://thedailynet.com">https://thedailynet.com</a>