7 კომფორტული სტილი, რომელიც თავს შემოდგომის მოდის კვირეულის ვარსკვლავად გაგრძნობინებთ
- 20.10.2018
ვნახოთ შვიდი კომფორტული და ტრენდული სტილი, რომელიც თავს ნამდვილ ვარსკვლავად გაგრძნობინებთ.
1. ლეოპარდის პრინტით გაფორმებული სამოსი - გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი ასეთი პრინტით გაფორმებული არ უნდა გეცვათ. ამ სტილს შეუსაბამეთ საშუალო სიმაღლის ქუსლის ყავისფერი ფეხსაცმელი. ქუდი უმნიშვნელოვანესი აქსესუარია, რომელიც თქვენს ვიზუალს უფრო მეტ გლამურს შემატებს.
2. სპორტული და კლასიკური სტილის კომბინაცია - ტანზე კარგად მომდგარ ჯინსის შარვალს შეუსაბამეთ სპორტული სტილის მაისური და დიდი ზომის პიჯაკი, ან დიდი ზომის ჟაკეტი. ამ სტილს ძალიან უხდება საშემოდგომო ფეხსაცმელი დაბალი ქუსლით.
3. თავისუფალი სტილის ჯინსის შარვალი - შეუსაბამეთ მას ტყავის ქურთუკი და ღია ფერის ფეხსაცმელი დაბალი და კომფორტული ქუსლით.
4. ქურქი - ჩაიცვით მოკლე სტილის ბეწვის ქურთუკი. შუსაბამეთ მას თეთრი, ტანზე მომდგარი შარვალი და ყავისფერი საშემოდგომო ფეხსაცმელი.
5. ყვითელი სვიტერი ე.წ. კუბოკრულ შარვალთან - ეს ფერები განსაკუთრებით უხდება შემოდგომას.
6. მაღალწელიანი ჯინსის შარვალი ჯინსის პერანგთან - უმნიშვნელოვანესი აქსესუარია შლიაპა.
7. ზოლებიანი მაისური ერთიან მოკლე კაბასთან - ასეთ სტილს ნაცრისფერი საშემოდგომო ფეხსაცმელი შეუსაბამეთ.
თემები: როგორ ჩავიცვათ, ტანსაცმელი, ქალი, ჩაცმულობა, 2018 წლის ტენდენციები
<a href="https://www.popsugar.com">https://www.popsugar.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია