ვნახოთ 14 ფილმი, რომლებიც ემოციურ, ლამაზ და ამაღელვებელ სასიყვარულო ამბებს გვიყვებიან.
1. „P.S. მე შენ მიყვარხარ“/P.S. I Love You (2007) - საყვარელი ადამიანის გარდაცვალება უდიდესი ტკივილია და მასთან გამკლავება ყველას არ შეუძლია. ფილმის მთავარი გმირის ცხოვრებაში ტრაგედია ხდება, ის ქმარს დაკარგავს და ამის შემდეგ არ იცის როგორ გააგრძელოს ცხოვრება. ცხოვრების ხალისს კარგავს. არ სურს სახლიდან გასვლა, არ სურს მუშაობა. ის იღებს წერილებს, სადაც წერია ინსტრუქცია იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს. ეს ინსტრუქციები კი ახალი ცხოვრების დაწყებაში ეხმარება.
2. „უბის წიგნაკი“/ The Notebook (2004) - ეს სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ადამიანების ამაღელვებელი სასიყვარულო ამბავია. ეს არის ფილმი, რომელიც ნამდვილი სიყვარულის უდიდეს ძალაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ.
3. „მონანიება“/Atonement (2007) - ემოციური ფილმი ძლიერ და ნამდვილ სიყვარულზე. ამ ფილმის ყურებისას ბევრს ავიწყდება, რომ ეს ადამიანები ეკრანული პერსონაჟები არიან.
4. „ბედის ვარსკვლავის ბრალია“/The Fault in Our Stars (2014) - მიუხედავად მძიმე დაავადებისა, ფილმის გმირები ცდილობენ, რომ მოცემული მომენტით იცხოვრონ და ბედნიერებით დატკბნენ. ეს კიდევ ერთი ფილმია ამაღელვებელ სასიყვარულო ამბავზე, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ.
5. „მულენ რუჟი“/Moulin Rouge! (2001) - პარიზი არის ადგილი, სადაც შეიძლება ნამდვილი და უპირობო სიყვარული იპოვნო. ამ ფილმის ნახვის შემდეგ ძალიან მოსაწყენად მოგეჩვენებათ რეალური ცხოვრება.
6. „შადრევანი“/The Fountain (2006) - ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სასიყვარულო ისტორიაა. ფილმის მთავარი გმირი მზად არის აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთოს თავისი სიყვარულის გადასარჩენად.
7. „შოკოლადი“/Chocolate (2000) - რეალურ ცხოვრებაში ძალიან რთულია იპოვნო ადამიანი, რომელიც შეძლებს მარტივი რაღაცებით გაგაბედნიეროს. თუმცა ეს ფილმი დაგარწმუნებთ, რომ ასეთი ადამიანები ნამდვილად არსებობენ.
8. „ვანილის ზეცა“/Vanilla Sky (2001) - რა არის საჭირო ნამდვილი ბედნიერებისთვის, რა ხდის ცხოვრებას ბედნიერს? - ადმიანი, თუ ფუფუნება, იდეალური გარეგნობა, თუ ფინანსები? ამ ფილმით აღნიშნულ კითხვებზე პასუხებს იპოვნით.
9. „ტკბილი ნოემბერი“/Sweet November (2001) - ფილმი, რომლის ნახვაც ადამიანების დიდ ნაწილს არ ბეზრდება. მთავარი გმირის ცხოვრება ბევრი ჩვენგანისას ჰგავს - ის ჩაბმულია დამღლელ და რუტინულ ყოველდღიურობაში და არ რჩება დრო იმისთვის, რომ იცხოვროს, იმისთვის, რომ აკეთოს ის, რაც აბედნიერებს. თუმცა მგრძნობიარე, კომუნიკაბელური და ძალიან მომხიბვლელი სარა მისი ცხოვრებას შეცვლას მოახერხებს.
10. „ახალი დასაწყისი“/Begin Again (2013) - ხელოვნება და ჯანსაღი ურთიერთობა ყოველთვის მოგცემს შანსს ახლის დასაწყებად. ეს იდეალური სასიყვარულო ამბავია, რომელიც ემოციების ზღვას მოგიტანთ.
11. „მე შენამდე“/ Me Before You (2016) - ემილია კლარკს „სამეფო კარის თამაშებიდან“ ყველა იცნობს, თუმცა ის ამ ფილმში დრაკონების დედისგან სრულიად განსხვავებულ პერსონაჟად გარდაიქმნება. ლუისა არის სიცოcხლეზე შეყვარებული, მხიარული გოგონა, რომელიც უილის ცხოვრებაში დღესასწაულივით შეიჭრება. მისი უჩვეულო ჩაცმულობა და განსხვავებული შეხედულებები სამყაროზე დიდ გავლენას ახდენ უილზე. ზოგჯერ ყველას გვჭირდება ცხოვრებაში ლუისას მსგავს ადამიანთან ურთიერთობა. მათ სჯერათ საკუთარი თავის და შენც უფრო თავდაჯერებულს გხდიან, მათ აქვთ ძალა ცხოვრებას აზრი მისცენ.
12. „შემიყვარე, თუ გაბედავ“/Love Me If You Dare (2003) - ზრდასრული ადამიანები ბავშვებივით არასოდეს იქცევიან და ბავშვურ თამაშებს არ თამაშობენ, თუმცა ამას ვერ ვიტყვით ფილმის გმირებზე. რეალურ ცხოვრებაში ასეთ უცნაურ, უჩვეულო სასიყვარულო ურთიერთობას ვერ ნახავთ. წყვილი ერთმანეთისთვის სიყვარულის დასამტკიცებლად უფრო და უფრო დიდ სიგიჟეს სჩადის. შეგიძლიათ უთხრათ ადამიანს, რომელიც გიყვართ, რომ 10 წელი არ ნახავთ და შეასრულებთ ამ პირობას? გარდა ასეთი გიჟური სიყვარულისა, ფილმში ულამაზეს მარიონ კოტიარს ნახავთ.
13. „ერთი დღე“/One Day (2011) - მათ ერთმანეთი გამოსაშვებ საღამოზე გაიცნეს. ემა ჭკვიანი, სინტერესო გოგონაa, რომელიც მუდამ მზადაა ადამიანების დასახმარებლად. დექსტერი კი მომხიბვლელი ბიჭია, რომელსაც მუდამ დახმარება სჭირდება. დექსტერი ემას თავის ყველა სასიყვარულო ისტორიას უყვება და მისგან რჩევებს იღებს, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის.
14. „ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება“/ Eternal Sunshine of the Spotless Mind (2004) - მარტივად ვერ დაშორდები ადამიანს, რომელიც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შენ კვლავ გაქვს მოგონებები, განსაკუთრებული სიტყვები, მუსიკა, საგნები, რომლებიც მის თავს გახსენებს. ფილმი გვიჩვენებს, რომ განსაკუთრებული შემთხვევაც რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, საყვარელ ადამიანს ვერაფერი დაგავიწყებთ.
თემები: კინო, რჩევები, ფილმები, მსახიობები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>