LIFE

ურთიერთობის 6 ტიპი, რომელიც შენს ცხოვრებას აყალიბებს

ურთიერთობის 6 ტიპი, რომელიც შენს ცხოვრებას აყალიბებს

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების ხასიათი ერთმანეთისგან განსხვავდება, ჩვენი ურთიერთობები მეტ-ნაკლებად ერთი და იმავე სცენარით ვითარდება. საქმე ისაა, რომ ურთიერთობები 6 ძირითად ჯგუფად იყოფა: თუ ყოველ მათგანს კარგად გაეცნობი და საკუთარ ცხოვრებას შეადარებ, იმის დადგენასაც შეძლებ, რა შეცდომები გაქვს დაშვებული და როგორ შეგიძლია, იპოვო ის, რაც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

6. ორმხრივ განვითარებაზე დაფუძნებული ურთიერთობა

ურთიერთობის 6 ტიპი, რომელიც შენს ცხოვრებას აყალიბებს

ამ დროს 2 ადამიანი იმდენად ახლოსაა, რომ ერთმანეთს ზრდასა და განვითარებაში ეხმარება – როგორც გონებრივად, ასევე ემოციურად. ემოციური ზრდა ჩვენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, სხვა შემთხვევაში ადამიანის წინსვლა წარმოუდგენელია. ასეთი ურთიერთობის დროს პარტნიორები ერთმანეთს აძლიერებენ და უდიდეს მოტივაციას აძლევენ, წარმოუდგენელ მიზნებს მიაღწიონ. თუ შენი ურთიერთობა ასეთია, ჩათვალე, რომ ძალიან გაგიმართლა – შეინარჩუნე პარტნიორი რაც შეიძლება დიდხანს!

5. „კომფორტული სიჩუმე“ ურთიერთობაში

ურთიერთობის 6 ტიპი, რომელიც შენს ცხოვრებას აყალიბებს

ეს მდგომარეობა მაშინ ყალიბდება, როდესაც 2 ადამიანი ერთმანეთს ემოციურად ძალიან უახლოვდება და კომფორტის ახალ ზონაში გადადის: შეუძლიათ, საათობით ჩუმად ისხდნენ და ამის გამო დისკომფორტი საერთოდ არ შეექმნათ. გახსოვს, ვინსენტ ვეგასა და მია უოლასის დიალოგი ფილმიდან „კრიმინალური საკითხავი“? – სწორედ ამის შესახებ ესაუბრება მია ვინსენტს რესტორანში. ასეთი ურთიერთობის ჩამოყალიბება ძალიან რთული დავალებაა და უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. წარმოიდგინე, შენს პარტნიორთან ერთად სავახშმოდ წახვედი და რესტორანში ჩუმად სხედხართ. რა რეაქცია გექნება? თუ ეს სიტუაცია დისკომფორტს არ შეგიქმნის, იცოდე, რომ ემოციური თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ურთიერთობა გაქვს.

4. „ხელსაყრელი“ ურთიერთობა

ურთიერთობის 6 ტიპი, რომელიც შენს ცხოვრებას აყალიბებს

ასეთ ურთიერთობას ვერც კარგს უწოდებ და ვერც ცუდს: ის ადამიანებს მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, რომ კონკრეტულ მიზნებს მიაღწიონ – კარიერული ზრდა ან სოციალური სტატუსი მოიპოვონ. თანაც, ყველაზე უარეს შემთხვევაში, მხოლოდ ერთმა პარტნიორმა იცის, რომ მეორე ადამიანთან დარჩენას მთელი ცხოვრება სულაც არ აპირებს და მასთან მხოლოდ იმდენ ხანს იქნება, სანამ დასახულ მიზანს არ მიაღწევს. როდესაც თითოეული (ან რომელიმე) პარტნიორი თავის მიზანს მიაღწევს და მიიღებს იმას, რაც სურს, ასეთი ურთიერთობები მაშინვე სრულდება.

3. ურთიერთობა – „ექსპერიმენტი“

ურთიერთობის 6 ტიპი, რომელიც შენს ცხოვრებას აყალიბებს

ეს ურთიერთობა ეგოისტური ბუნებისაა: ერთი პარტნიორი მეორისგან ახალი ადამიანის შექმნას მოითხოვს და აკვირდება, მიაღწევს თუ არა მიზანს. ეს ერთგვარ ექსპერიმენტს ჰგავს, როდესაც პარტნიორისგან საკუთარ წარმოსახვაში წარმოდგენილი, იდეალური პიროვნების მიღება გსურს და ცდი, გამოგივა თუ არა. ასეთი ურთიერთობების თითქმის 98% ორივე მხარისთვის გამანადგურებელია და საკმაოდ ცუდად სრულდება.

2. ურთიერთობა, რომელსაც ძალით „მიათრევენ“

ურთიერთობის 6 ტიპი, რომელიც შენს ცხოვრებას აყალიბებს

ურთიერთობის ეს ტიპი ყველაზე ცუდია: ძალიან ადრე უნდა დასრულებულიყო, თუმცა რომელიმე პარტნიორი მას მაინც „მიათრევს“. ეს უმეტესად ძალიან ცუდ განშორებას მოსდევს ხოლმე, როდესაც წყვილი რამდენიმე თვის შემდეგ ისევ რიგდება, რადგან სიტუაცია ორივესთვის რთულია და სანუგეშოდ ისევ ერთმანეთს ეპოტინებიან. თუმცა ორივემ იცის, რომ მათ ურთიერთობას აღარაფერი ეშველება, სასიამოვნო მომენტებზე მეტი ჩხუბი ექნებათ, მაგრამ შეხვედრებს მაინც აგრძელებენ. ადამიანი ყველაზე ცუდ სიტუაციაში მაშინაა, როდესაც გადაწყვეტილების მიღება სოციალური მდგომარეობის გამო არ შეუძლია. მოკლედ, თუ ასეთ ურთიერთობაში „გაიჭედე“, გირჩევთ, თავს დროულად უშველო.

1. „შეჯიბრზე“ დამყარებული ურთიერთობა

ურთიერთობის 6 ტიპი, რომელიც შენს ცხოვრებას აყალიბებს

ასეთი ურთიერთობა არც ერთ მხარეს არ მოუტანს სიკეთეს: როდესაც 2 ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ცდილობენ, პარტნიორს ხელი შეუწყონ ზრდასა და განვითარებაში; ხოლო როდესაც ერთმანეთს მუდმივად ეჯიბრებიან, საქმე იქამდე მიდის, რომ „მოწინააღმდეგის“ აღქმა „მტრის“ აღქმაში გადაიზრდება. მაგალითად, ცოლ-ქმარი მუდმივად ცდილობენ, ერთმანეთს დაუმტკიცონ, რომ კარიერაში უკეთესი მიღწევები აქვთ. თუ შენს ურთიერთობაშიც იგივე ხდება, იზრუნე საკუთარ კეთილდღეობაზე და იპოვე ახალი პარტნიორი!



წყარო:&nbsp;<a href="https://brightside.me/article/the-six-types-of-relationship-which-can-shape-your-life-56955/" target="_blank">brightside.me</a>