LIFE

განსაკუთრებული თვითდისციპლინის საიდუმლო - საჭიროა, მოეშვა და, უბრალოდ, გახალისდე

განსაკუთრებული თვითდისციპლინის საიდუმლო -  საჭიროა, მოეშვა და, უბრალოდ, გახალისდე

ექსპერტების განცხადებით, თუ გსურს, შენს პიროვნულ თვისებებს შორის თვითდისციპლინის გამორჩეული უნარიც იყოს, საჭიროა, მოეშვა და, უბრალოდ, გახალისდე! 

თუ ფიქრობ, რომ დასახული მიზნების მისაღწევად საკმარისი უნარ-ჩვევები არ გაგაჩნია, ინტერნეტში უამრავ რჩევას გადააწყდები – როგორ ადგე ყოველ დილით მზის ამოსვლისთანავე, როგორ დაგეგმო შესვენებები, როგორ იკვებო სწორად; რომ არასოდეს დაგავიწყდეს ლოგინის ალაგება და სამუშაო გარემოდან ყურადღების გამფანტავი ობიექტების მოშორება… ამ რჩევებს სათითაოდ თუ განიხილავ, ვერაფერს დაუწუნებ და ჩვენც სრულიად ვეთანხმებით, მაგრამ არც ერთი მათგანი თვითდისციპლინასთან კავშირში არ არის: ამ პრობლემის გასაღები ბევრად უფრო სასიამოვნო პროცესებს მოითხოვს, ვიდრე დილის 4 საათზე წამოხტომა და ცივი წყლის გადავლებაა!

ტანჯვით წარმატებას ვერ მიაღწევ

განსაკუთრებული თვითდისციპლინის საიდუმლო -  საჭიროა, მოეშვა და, უბრალოდ, გახალისდე

ამ სათაურზე შენი პირველი რეაქცია შეიძლება ასეთია: „ეს ხომ სიგიჟეა! მხოლოდ იმას რომ ვაკეთებდე, რაც სიამოვნებას მანიჭებს, ჩემი დიეტური რაციონი შოკოლადის ფილა, ყველი და ღვინო იქნებოდა; მთელ დღეებს კი სერიალების ყურებასა და ვიდეოთამაშებს დავუთმობდი!“ – დამშვიდდი, ამას ნამდვილად არ ვგულისხმობთ, თუმცა მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ყველი და შოკოლადი კაცობრიობის მტერი არ არის! დაუღალავი შრომა აუცილებლად მოგიწევს, მხოლოდ იმ საქმისთვის, რისი კეთებაც გსიამოვნებს! ამიტომაც განსაზღვრე, რისი კეთება გიყვარს და რისი – არა და ამ უკანასკნელს დიდ დროს ნუ დაუთმობ.

თუ დილას ადრე ადგომა არ შეგიძლია, გამოსავალი მარტივია – ნუ ადგები. თუ სირბილი არ გსიამოვნებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვარჯიშზე საერთოდ ხელი აიღო – უპირატესობა იოგას მიანიჭე. არავის მიუღწევია წარმატებისთვის იმ საქმიანობაში, რომელიც არ უყვარს. ასე რომ, სიახლე არ იქნება, თუ გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში შენი ძალისხმევაც დიდხანს არ გასტანს.

მეორე მხრივ, იმის კეთება, რაც გსიამოვნებს, უდიდეს ძალას მოგანიჭებს, მცირედი მიღწევები კი თვითდისციპლინის უნარებს გაგივითარებს. ჩაატარე ექსპერიმენტი: 30 დღის განმავლობაში დაკავდი შენი საყვარელი საქმიანობით – ყველანაირი შესვენების, დღის ჩაგდებისა და წუწუნის გარეშე: პირველი 3 დღე თავს კარგად გაართმევ, მე-8 დღეს იგრძნობ, რომ ყველა და ყველაფერი გძულს, მე-18 დღეს კი მიხვდები, რომ გაჩერება აღარ შეგიძლია!

BO-2 shutterstock492576991.jpg

სიამოვნებასა და წარმატებას შორის კავშირი მეცნიერულადაც დამტკიცებულია

კვლევების შედეგად დამტკიცებული უამრავი ფაქტი ადასტურებს, რომ დიდ წარმატებას კბილებდაკრეჭილი ნამდვილად ვერ მიაღწევ. სწორედ ამის შესახებ წერს სოციოლოგი და ფსიქოლოგიის ექსპერტი ქრისტინ კარტერი: ჩვენს საქმიანობაში მეტი წარმატების მიღწევის საიდუმლო ყველა იმ აქტივობის გვერდზე გადადებაა, რომელთა კეთებაც არ გვსიამოვნებს. ამიტომაც შენი ყოველდღიური საქმიანობის ჩამონათვალი ისეთი პუნქტებისგან უნდა შედგებოდეს, რომლებშიც, სულ ცოტა, შენთვის აუტანელი აქტივობები არ შედის – სულ უფრო და უფრო მეტი კვლევა ამტკიცებს, რომ ადამიანს გაცილებით დიდი წარმატების მიღწევის შანსი აქვს, როდესაც თავს ბედნიერად გრძნობს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სრულიად ლოგიკურია, წარმოიდგინო, რომ პირადი დისციპლინა გულისხმობს, საკუთარ თავს შენთვის ღირებულ საქმიანობებში ჩართვა დააძალო; მეორე მხრივ, რადგანაც ყველა მიღწევა გარკვეულწილად სირთულეებსაც უკავშირდება, რთულ პერიოდებში ადამიანებს მხოლოდ იმ საქმიანობის კეთება შეუძლიათ, რომლებიც მართლაც სიამოვნებთ. ამიტომაც განსაკუთრებული თვითდისციპლინის საიდუმლო საკუთარი სურვილების კარგად შესწავლასა და ბედნიერების შეგრძნების უნარში იმალება.

განსაკუთრებული თვითდისციპლინის საიდუმლო -  საჭიროა, მოეშვა და, უბრალოდ, გახალისდე



წყარო:&nbsp;<a href="http://www.inc.com/jessica-stillman/the-secret-to-exceptional-self-discipline-isnt-what-you-think.html?cid=sf01002&amp;sr_share=facebook" target="_blank">www.inc.com</a>