მშობლები

მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული შტრიხები

მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული შტრიხები

დედასავით ყავისფერი თვალები გაქვთ და მამასავით სწორი ცხვირი? გასაოცარია ის, რომ თქვენი ყოველი ფიზიკური მახასიათებელი მშობლებისგან გერგოთ, გენეტიკით განისაზღვრა თქვენი სიმაღლე, სახის ნაკვთები, თმის, თვალისა და კანის ფერი. თუმცა, რა ხდება ისეთი შტრიხების შემთხვევაში, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ფიზიოლოგიასთან?

გენეტიკის უახლესი კვლევებით, ასევე, უახლესი აღმოჩენები გაკეთდა. დასკვნების მიხედვით, მშობლებისგან მემკვიდრეობით ისეთ მახასიათებლებსაც იღებთ, რომლებზეც არასოდეს გიფიქრიათ და რაც სასიამოვნო გაოცებას მოგგვრით:

10. პოპულარობა

მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული შტრიხები

აი, ეს კი, დაუჯერებელთან ერთად, ალბათ, წარმოუდგენლადაც მიგაჩნიათ. თუმცა, დიახ, ადამიანის პოპულარობა, როგორც გაირკვა, მისავე გენეტიკაში იმალება. ჰარვარდის მკვლევარებმა ეს დასკვნა ერთწლიანი განუწყვეტელი კვლევის შედეგად გააკეთეს.

9. ახლომხედველობა

მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული შტრიხები

ალბათობა იმისა, რომ ადამიანს ახლომხედველობა მემკვიდრეობით აქვს მიღებული ან გენის არსებობის შემთხვევაში განივითარებს მას, საკმაოდ მაღალია. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა ორივე მშობელს აწუხებს. შესაბამისად, შვილის ახლომხედველობის რისკი 50%-ს შეადგენს.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამაში მართლაც დიდია გენეტიკის როლი, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ დაუსრულებლად კომპიუტერთან ჯდომა და თვალისთვის საზიანო საქმის კეთება გენეტიკის გარეშეც იწვევს ახლომხედველობას.

8. მანქანის მართვის უნარი

მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული შტრიხები

გაგიკვირდებათ და ყველა ადამიანს არ შესწევს მანქანის მართვის უნარი. მათ შეუძლიათ, ისწავლონ მართვა, აიღონ კიდეც მართვის მოწმობა, თუმცა, არ შეუძლიათ, ატარონ სისტემატურად. ამაში კი ადამიანის გენის ხელი ურევია. სპეციალური გენის არარსებობის შემთხვევაში, მანქანის მართვამ შესაძლოა, უბედური შემთხვევები გამოიწვიოს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 30%-ს აქვს მსგავსი გენი.

7. ლაქტოზის გადამუშავების შეუძლებლობა

მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული შტრიხები

ეს შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ მოზარდების 65%-ს ლაქტოზის გადამუშავება არ შეუძლია, ან უკეთეს შემთხვევაში უჭირს. ლაქტოზასთან ერთად, მათი ორგანიზმი ვერ ამუშავებს რძის შაქარსაც. ამაზე პასუხისმგებელია ერთი კონკრეტული გენი. როცა ჩვილის საკვები მხოლოდ რძეა და ის აუცილებლად სჭირდება მას, ორგანიზმი ბუნებრივად წარმოქმნის ფერმენტს, რომელიც ლაქტოზის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს უმკლავდება. ზრდასთან ერთად კი, ამ ფერმენტის გამოყოფა წყდება. საკმაოდ ცოტა ადამიანს აქვს რძისა და ლაქტოზის მონელების უნარი.

6. დალტონიზმი – დედისგან მიღებული მემკვიდრეობა

მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული შტრიხები

ფერების გარჩევის შეუძლებლობაც ადამიანის გენეტიკასთანაა დაკავშირებული. გენი, რომელიც დალტონიზმს იწვევს, ყველაზე ხშირად ვაჟებში ვლინდება. ისინი ამ მემკვიდრეობას დედებისგან იღებენ. ამის მიზეზი კი დედისგან მიღებულ X ქრომოსომაში ერთი უმნიშვნელო დარღვევაა.

5. დიაბეტი მცირე ასაკიდან

მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული შტრიხები

დიაბეტის მე-2 ტიპი, როგორც წესი, ხანდაზმულობის ასაკში უვითარდებათ. თუმცა, ზოგჯერ ის აქტიურად ვლინდება ბავშვებსა და მოზარდებშიც. ამას უკავშირებენ გენეტიკურ მუტაციას. ხშირად ის დაკავშირებულია არაჯანსაღ დიეტებთანაც.

4. ყავის სიყვარული

მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული შტრიხები

გიყვართ ყავა? აი, ამაში კი ნამდვილად თქვენი გენეტიკაა დამნაშავე! მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა ადამიანებზე, რომლებსაც არ შეუძლიათ ცხოვრება ყავის გარეშე და პირიქით. აღმოჩნდა, რომ მეორე ჯგუფს, ანუ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყავა არ უყვართ და არ სვამენ მას, აღმოაჩნდათ მეორე ჯგუფის კონკრეტული გენი, რომელიც მათ ორგანიზმს კოფეინის შეწოვის სწრაფ უნარს ართმევს. ეს ნიშნავს, რომ ისინი არ გრძნობენ კოფეინის მიღების საჭიროებას და ენერგიის ბუნებრივ ნაკლებობას.

3. აკადემიური წარმატება

მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული შტრიხები

როცა დედები შვილებს სკოლაში მიღებული ცუდი ქულის გამო ეჩხუბებიან და გამუდმებით იმას უმეორებენ, რომ მათ მეტი შესაძლებლობები აქვთ და არ იყენებენ, ამაში არის გარკვეული აზრი. აკადემიური წარმატების 55%-ს გენეტიკური მემკვიდრეობა განსაზღვრავს. ათასობით გენია პასუხისმგებელი იმაზე, რა შესაძლებლობების გამოვლენა შეგიძლია სკოლაში. ამიტომ, თუ თქვენი მშობლები ბავშვობაში სკოლაში მაქსიმალურ შესაძლებლობებს ავლენდნენ, დიდი ალბათობაა იმისა, რომ თქვენც ან თქვენს შვილებსაც ამის პოტენციალი გექნებათ.

2. სიმელოტე – დედის გენი

მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული შტრიხები

გენი, რომელიც მამაკაცებში სიმელოტეს განსაზღვრავს, განლაგებულია X ქრომოსომაში და მას მამაკაცები გენეტიკურად დედისგან იღებენ. თუმცა, ამასთანავე, სხვა გენეტიკური კოდიც განსაზღვრავს თხელ თმას, რომელსაც მამისგანაც ვიღებთ. გასათვალისწინებელია გარემოპირობებიც, რომლებიც თმის ცვენას იწვევს. ამიტომ, თუ თხელი თმა გაქვთ და მელოტდებით, ნუ დაადანაშაულებთ მხოლოდ დედას ამაში.

1. ქოლესტერინის მაღალი შემცველობა

მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული შტრიხები

ადამიანების უმრავლესობას ჰგონია, რომ ქოლესტერინის მაღალ შემცველობას ის საკვები განაპირობებს, რითიც იკვებება. „თუ გინდა, დიდხანს იცხოვრო ბედნიერმა და ჯანმრთელმა, ხშირად უნდა მიირთვა ბოსტნეული და ხილი, ასევე, ხშირად ივარჯიშო“, – ასეთია ადამიანების რწმენა.

რა თქმა უნდა, ჯანსაღი კვება მეტწილად არეგულირებს ქოლესტერინის შემცველობას ადამიანის ორგანიზმში, თუმცა, როგორც გაირკვა, დიდ როლს თამაშობს გენეტიკაც. ყოველ 500 ადამიანში ერთს მაინც აქვს გენეტიკური მუტაცია, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დაგროვებას იწვევს. ასეთ ადამიანებს იმ შემთხვევაშიც მაღალი ქოლესტერინის შემცველობა აქვთ ორგანიზმში, თუ მხოლოდ ბოსტნეულსა და ხილს მიირთმევენ.



წყარო:&nbsp;<a href="https://brightside.me/wonder-curiosities/10-personal-attributes-you-never-knew-you-inherited-from-your-parents-270910/" target="_blank">brightside.me</a>