ამერიკელი ფსიქოლოგი, პეგ სტრიპი ამბობს, რომ ადამიანთა ჩვევებს, მათ ქმედებებს განაპირობებს ის, თუ როგორი ბავშვობა ჰქონდათ. სწორედ ბავშვობის წლებზეა დიდწილად დამოკიდებული ის, თუ როგორი დამოკიდებულება ექნება მას ადამიანების და ზოგადად გარესამყაროს მიმართ ზრდასრულ ასაკში.

სტრიპი ავლენს იმ ადამიანების შვიდ ჩვევას, რომლებიც ბავშვობაში არ უყვარდათ.

1. ნდობის ნაკლებობა - თუ ადამიანი ბავშვობაში ვერ გრძნობდა სიყვარულს გარშემომყოფებისგან, მას ზრდასრულ ასაკში უჭირს რომ ვინმეს ენდოს. სტანჯავს დაუცველობის განცდა და ხშირ შმთხვევაში, უმიზეზო შიშები.

2. ემოციური ინტელექტის ნაკლებობა - თუ სიყვარულის ნაკლებობას განიცდის ესა თუ პირი ბავშვობაში, ზრდასრულ ასაკში ის ემოციურად გაუწონასწორებელია, უჭირს ემოციებისთვის კონტროლის გაწევა, რაც რეალურად ცხოვრებაში დიდ პრობლემებს უქმნის.

3. წარუმატებლობის შიში - სამწუხაროდ, ბავშვებს, რომლებიც იზრდებიან გარემოში, სადაც არ უყვართ, უვითარდებათ წარუმატებლობის შიში. ისინი არ ენდობიან საკუთარ თავს, ეჭვი შეაქვთ საკუთარ გადაწყვეტილებებში.

4. რთული ურთიერთობები - თუ ბავშვობაში სიყვარულ ვერ გრძნობს, ზრდასრულ ასაკში ადამიანს უჭირს ურთიერთობების დალაგება. ეს ეხება როგორც რომანტიკულ, ასევე საქმიან ურთიერთობებს. ისინი ქვეცნობიერად ცდილობენ, რომ ცხოვრება გაურთულონ სხვებს და ამით პირველრიგში, თავად იტანჯებიან.

5. დაუცველობის განცდა - ასეთი ადამიანები ყველაფერში ხიფათს ეძებენ. აშინებთ გარემო და ხშირ შემთხვევაში სოციალურ იზოლაციას ამჯობინებენ.

6. დეპრესია და შფოთვა - არ არის გასაკვირი, თუ ადამიანს, რომელიც ბავშვობაში სიყვარულს ვერ გრძნობდა გარშემომყოფებისგან, ზრდასრულ ასაკში ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებს. მათ სულ მცირედი წინააღმდეგობის დაძლევაც კი უჭირთ და ამის გამო დეპრესიაში არიან.

7. გადაჭარბებული მგრძნობელობა - ასეთი ადამიანები ზედმეტად მგრძნობიარეები არიან და მოვლენებს გაცილებით უფრო ემოციურად აღიქვამენ, ზედმეტად მგრძნობიარე ბუნებას ავლენენ უნნიშვნელო მოვლენებზეც კი, რაც წარმატებულ ცხოვრებაში ხელს უშლით.