ჯანმრთელობა

5 ყოველდღიური ჩვევა, რომელთა გამოც ვიმატებთ წონაში

5 ყოველდღიური ჩვევა, რომელთა გამოც ვიმატებთ წონაში

თქვენ დიდი ხანია არ ჭამთ ფასტ-ფუდსა და ტკბილეულს და რეგულარულად ხართ დაკავებული სპორტით, მაგრამ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის მოშორება მაინც ვერ შეძელით. ცოტა ვინმე თუ ხვდება, რომ ჩვეული რიტუალები ხელს გიშლიან წონის დაკლებაში. გთავაზობთ 5 ჩვევას, რომლებზეც დროა უარი თქვათ.

1. ზედმეტად ბევრი გძინავთ

5 ყოველდღიური ჩვევა, რომელთა გამოც ვიმატებთ წონაში

ძილის უკმარისობა იწვევს კორტიზოლის ჰორმონის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს დიდი რაოდენობის საკვების მიღებას. მაგრამ ზედმეტად ბევრი ძილიც არ არის საუკეთესო ვარიანტი. ჟურნალ PLOS One-ის კვლევის თანახმად, 10 საათზე მეტი ხანგრძლივობის რეგულარული ძილი იწვევს სხეულის მასის ინდექსის მომატებას. ტყუილად არ ურჩევენ ექიმები ძილს სწორედ 7-9 საათს.

2. ემზადებით სიბნელეში

5 ყოველდღიური ჩვევა, რომელთა გამოც ვიმატებთ წონაში

გაღვიძებისას, მაშინვე გაწიეთ ჟალუზები ან სქელი ფარდა. ჟურნალ PLOS One-ის კვლევის თანახმად, დილის მზის ცისფერი შუქის ტალღები ეხმარებიან ორგანიზმს გაიღვიძოს და აამუშაოს მეტაბოლიზმი. დილის შუქის 20-30 წუთიც საკმარისია, რომ მოახდინოს გავლენა სხეულის მასის ინდექსზე.

3. არ ასწორებთ ლოგინს

5 ყოველდღიური ჩვევა, რომელთა გამოც ვიმატებთ წონაში

პარადოქსალურია, მაგრამ ეს ასეა. ამერიკულმა ძილის ნაციონალური ასოციაციის კვლევამ აჩვენა, რომ უკეთესად გძინავთ, თუ ყოველდღე შლით და ასწორებთ ლოგინს. ჯანმრთელი ძილი კი - ყველაზე სწრაფი გზაა ჯანსაღი წონისკენ.

4. გავიწყდებათ აწონვა

5 ყოველდღიური ჩვევა, რომელთა გამოც ვიმატებთ წონაში

კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ყოველდღიური აწონვა ხელს უწყობს წონაში წარმატებულად დაკლებას. აწონვისთვის ყველაზე საუკეთესო დროა - დილა, რადგან უფრო ზუსტი იქნება, სხეულში უფრო ნაკლები წყალი იქნება.

5. ცოტას საუზმობთ

5 ყოველდღიური ჩვევა, რომელთა გამოც ვიმატებთ წონაში

მკვლევარები თელ-ავივის უნივერსიტეტიდან ამტკიცებენ, რომ დილაობით აუცილებლად უნდა გაანებივროთ საკუთარი თავი გემრიელი საუზმით. საუზმე 600 კალორიისგან, რომელიც შედგება სამარხვო ცილისაგან, ნახშირწყლებისაგან და მცირე დესერტისგან, მოგცემთ საშუალებას უკეთესად დაიცვათ კვების რეჟიმი მთელი დღის განმავლობაში.