სტილი

ფეხმძიმე მეგან მარკლის 10 საუკეთესო სტილი - როგორ უნდა ჩაიცვათ ორსულობის დროს?

ფეხმძიმე მეგან მარკლის 10 საუკეთესო სტილი - როგორ უნდა ჩაიცვათ ორსულობის დროს?

სასექსის ჰერცოგინია, მეგან მარკლი საზოგადოების დიდი ყურადღებით და სიყვარულით სარგებლობს. ის ერთ-ერთია იმ ქალებიდან, რომლებიც უდიდეს გავლენას ახდენენ მოდაზე. მისი სტილი ბევრი ქალისთვის მისაბაძია.

თითქმის ყოველთვის, მეგანის სამოსი მოწონებით სარგებლობს და მოდის კრიტიკოსების დადებით შეფასებას იმსახურებს. ამ ქალს მართლაც აქვს სტილისა და მოდის განსაკუთრებული შეგრძნება.

გაზაფხულზე პრინცი ჰარი და მეგან მარკლი შვილს ელოდებიან. არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ მეგანმა საორსულო სტილი ახალ საფეხურზე აიყვანა და დანარჩენ ქალებს აძლევს მაგალითს იმისას, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდე ტრენდულად, კლასიკურად და ელეგანტურად ფეხმძიმობის პერიოდში.

ვნახოთ ფეხმძიმე მეგან მარკლის 10 საუკეთესო სტილი. დარწმუნებულები ვართ, რომ ის არაერთი ორსული ქალისთვის გახდება შთაგონების წყარო.

1. თეთრი სამოსი - მეგანს კალვინ კლეინის კაბა და ამანდა უეიქლის პალტო აცვია. მან სამოსს ნეიტრალური ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუსაბამა. ფოტო 2019 წლის 12 თებერვალსაა გადაღებული. 

ფეხმძიმე მეგან მარკლის 10 საუკეთესო სტილი - როგორ უნდა ჩაიცვათ ორსულობის დროს?

2. 2019 წლის 7 თებერვალი - სასექსის ჰერცოგინია „ჟივენშის“ შავ-თეთრი კაბით და Aquazzura-ს მაღალქუსლიანი ფეხსამელებით.

ფეხმძიმე მეგან მარკლის 10 საუკეთესო სტილი - როგორ უნდა ჩაიცვათ ორსულობის დროს?

3. 2019 წლის 31 იანვარი - ნეიტრალური ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მან შავ კაბასა და ამავე ფერის ელეგანტურ პალტოს შეუსაბამა.

ფეხმძიმე მეგან მარკლის 10 საუკეთესო სტილი - როგორ უნდა ჩაიცვათ ორსულობის დროს?

4. 2019 წლის 30 იანვარი - მეგანი ღია ვარდისფერი სამოსით.

ფეხმძიმე მეგან მარკლის 10 საუკეთესო სტილი - როგორ უნდა ჩაიცვათ ორსულობის დროს?

5. 2019 წლის 16 იანვარი - სასექსის ჰერცოგინიას Roland Mouret-ის მბრწყინავი კოქტეილის კაბა აცვია.

ფეხმძიმე მეგან მარკლის 10 საუკეთესო სტილი - როგორ უნდა ჩაიცვათ ორსულობის დროს?

6. 2019 წლის 16 იანვარი - მეგან მარკლი ხშირად იცვამს ისეთ სამოსს, რომელიც არც ისე ძვირი ღირს. მაგალითად ამ ფოტოზე მას H&M-ის კაბა აცვია, რომელი 35 დოლარი ღირს.

ფეხმძიმე მეგან მარკლის 10 საუკეთესო სტილი - როგორ უნდა ჩაიცვათ ორსულობის დროს?

7. 2019 წლის 14 იანვარი - წითელი და იისფერი სამოსის კომბინაცია. შესაძლოა, აქამდე ფიქრობდით, რომ ეს ორი ფერი ერთმანეთთან თანხვედრაში ვერ მოდის, მაგრამ შეხედეთ მეგანს - მოდის კრიტიკოსები ამბობენ, რომ სწორედ ამ ფერების კომბინაციით შექმნა მან ყველაზე დასამახსოვრებელი და იდეალური სტილი.

ფეხმძიმე მეგან მარკლის 10 საუკეთესო სტილი - როგორ უნდა ჩაიცვათ ორსულობის დროს?

8. 2019 წლის 10 იანვარი - სასექსის ჰერცოგინია შავი ქსოვილის კაბით და ოსკარ დე ლა რენტას პალტოთი.

ფეხმძიმე მეგან მარკლის 10 საუკეთესო სტილი - როგორ უნდა ჩაიცვათ ორსულობის დროს?

9. 2018 წლის 25 დეკემბერი - ამ ფოტოზე შობის დღეს ტაძარში მიმავალი წყვილია აღბეჭდილი. სასექსის ჰერცოგინიას აბსოლუტურად ყველაფერი შავი აცვია.

ფეხმძიმე მეგან მარკლის 10 საუკეთესო სტილი - როგორ უნდა ჩაიცვათ ორსულობის დროს?

10. 2018 წლის 18 დეკემბერი - მეგან მარკლი ნაცრისფერი ყვავილების პრინტით გაფორმებული კაბით, რომელსაც მან ნაცრისფერი პალტო შეუსაბამა.

ფეხმძიმე მეგან მარკლის 10 საუკეთესო სტილი - როგორ უნდა ჩაიცვათ ორსულობის დროს?



<a href="https://www.goodhousekeeping.com">https://www.goodhousekeeping.com</a>